ორტონ ფლექსი
ORTON FLEX

საკვები დანამატი
საშე (პაკეტები)
ორტონ ფლექსი – პრეპარატი შემუშავებულია, როგორც სახსრების კომპლექსური ხელისშემწყობი საშუალება.
ორტონ ფლექსის შემადგენლობა 6 აქტიური ინგრედინეტის კომპოზიციაა:
• ჰოდროლიზებული კოლაგენი
• ჰიალურონის მჟავა
• გლუკოზამინი
• ჰონდროიტინი
• სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი
• ვიტამინი C
ორტონ ფლექსი განსაკუთრებით რეკომენდებულია:
• ფიზიკურად აქტიური პირებისთვის, რომლებიც მისდევენ სპორტს,
• ჭარბწონიანთათვის,
• ხანდაზმული ასაკის მქონეთათვის,
• ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში,
• ყველასთვის ვინც კომპლექსურად უვლის სახსრებს.

შემადგენლობა:
ჰიდროლიზებული კოლაგენი (ჟელატინის ჰიდროლიზატი, ღორის), გლუკოზამინი (გლუკოზამინის სულფატი 2Kჩლ), მჟავის რეგულატორი – ლიმონმჟავა, გემოს გამაძლიერებელი – შავი მოცხარის არომატით (მალტოდექტრინი, მოდიფიცირებული სახამებელი E-1450, პროპილენგლიკოლი E-1520), სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი, ჰონდროიტინი, ვიტამინი ჩ (L-ასკორბინმჟავა), ჰიალურონის მჟავა, საღებარი წითელი (ჭარხლის წვენის კონცენტრატი, მოდიფიცირებული სახამებელი E-1450, მალტოდექსტრინი, წითელი პაპრიკის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა E-330, ალფა-ტოკოფეროლი E-307) – საღებარი, დამატკბობელი სუბსტანცია – სტევიას (შტევია) გლიკოზიდები.
პრეპარატის მოქმედების აღწერა: ორტონ ფლექსი – არის ინოვაციური პრეპარატი, რომელიც შეიცავს 6 აქტიურ ნივთიერებას – ჰიდროლიზებული კოლაგენი, გლუკოზამინი, ვიტამინი C, ჰონდროიტინი, ჰიალურონის მჟავა, სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი. პრეპარატ ორტონ ფლექსის საგანგებოდ შემუშავებული ფორმულა, რომლის მეშვეობითაც პრეპარატი გახდა ხსნადი, ორგანიზმის მიერ შემადგენლების მაქსიმალური ათვისების შესაძლებლობას იძლევა.
ჰიდროლიზებული კოლაგენი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის უმნიშვნელოვანეს ცილებს, რომლებიც, პირველ რიგში, არის ხრტილების, მყესების და სხვა ქსოვილებში, რომლებიც პასუხს აგენს ადამიანის მობილურობაზე. ამ ცილის წყალობით ქსოვილი ხდება ელასტიური, ზამბარისებური და გამძლე. სამწუხაროდ, ასაკის მომატებასთან ერთად, აქტიური ცხოვრების პირობებში კოლაგენი შეიძლება საკმარისი აღარ იყოს და საჭირო ხდება მისი შეყვანა ორგანიზმში, რომელიც ავსებს კოლაგენის უკმარისობას ქსოვილებში.
გლუკოზამინი ორგანიზმში ახდენს მყესების და სახსრების შემადგენელების გამომუშავებას. მისი ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის სახსრებში და შემაერთებელ ქსოვილში. ორგანიზმის გლუკოზამინის გამომუშავების უნარი ასაკის მომატებასთან და სახსრების დაძაბულობასთან (გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის პერიოდში) ერთად მცირდება. ამიტომაცაა ამ პერიოდებში ორგანიზმის შევსება გლუკოზამინით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. 
ჰონდროიტინი გლუკოზამინთან ერთად შედის ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენლობაში.
ვიტამინი ჩ ხელს უწყობს კოლაგენის სწორად გამომუშავებას, ხრტილების და ძვლების სწორი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. 
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს სახსრების საპოხის ძირითად შემადგენელს. ორგანიზმში მისი რაოდენობა მცირდება ასაკის მომატებასთან ერთად, რაც იწვევს სახსრების საპოხის სიბლანტის შემცირებას. ჰიალურონის მჟავას შევსება ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი 40 წლის ასაკის ზევით.
სამკურნალო კოჭას ფესვების ექსტრაქტი ხელს უწყობს სახსრების მობილურობას, ასევე, დილის შებოჭილობის მოხსნას.

პრეპარატის გამოყენების და დოზირების რეკომენდაციები.
დღიური დოზა 1 საშე, სასურველია დილაობით. საშეს შემადგენლობა უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა თბილ წყალში, გულდასმით მოურიეთ და დალიეთ.
სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას: 
არ შეიძლება პრეპარატის რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. არ შეიძლება პრეპარატის მიღება იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენლის მიმართ. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. საკვები დანამატი არ განიხილება, როგორც სრულფასოვანი დიეტის შემცვლელი. 
სრულფასოვანი კვება და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არსებითია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.

შენახვის წესი: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15 - 20 C) მშრალ და ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი
ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი 
LEK-AM Sp. z o.o.
ოსტშიკოვიზნას ქ. 14ა,
05-170, ზაკროჩიმი
LM-NSR20-01

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია