ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი
საკვები დანამატი.
ახდენს ორგანიზმში კალციუმის, ვიტამინი D3 და K ვიტამინის დეფიციტის შევსებას.
1 ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი 700მგ (კარბონატის სახით 1750მგ),
ქოლეკალციფეროლი (ვიტ.D3) 25 მკგ,
ფიტომენადიონი (ვიტ.K1) 45 მკგ.
მჟავიანობის მარეგულირებელი: ლიმონმჟავა, ნატრიუმის კარბონატი.
შემავსებელი: სორბიტოლი. არომატიზატორი: პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი. დამატკბობელი: ციკლამატები, საქარინი. შემაფერადებელი: კაროტენები. რიბოფლავინი.
გამოყენების წესი: 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200მლ ოთახის ტემპერატურის წყალში. მიიღება დაუყოვნებლივ. რეკომენდებულია მოზრდილთათვის დღიურად 1 ტაბლეტის მიღება.
ოსტევინი –კომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 - ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
გამოყენება:
- კალციუმის ან ვიტამინ D3-ის დეფიციტი მოზრდილებში;
- მენოპაუზის შემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის, მათი
გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია)
პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
- თირეოიდექტომიის შემდგომ განვითარებული კალციუმის ცვლის მოშლა;
- ოპერაციის წინა პერიოდი (2 თვე თირეოიდექტომიამდე);
მიღების წესი:
მოზრდილები:
• ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;
• კალციუმისა და ვიტამინი D- დეფიციტის შესავსებად:
1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;
• ქირურგიული ჩარევის წინა და შემდგომი პერიოდი: 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.
• ოსტეოპოროზის შედეგად განვითარებული მოტეხილობები : 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში.
გვერდითიმოქმედება:
იშვითად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში), ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის შემცველობის მომატება).
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს:
უმადობა, წყურვილი, ხშირი შარდვა, მადის დაქვეითება, სისუსტე,
გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
ოსტევინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი, ვიტ.D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
კალციუმის და ვიტ.D3 –ს დიდი დოზების გამო არ არის რეკომენდებული ოსტევინის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
ინახება 0 - 250C მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ვარგისობის ვადა: იხილეთ კოლოფზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი კომპანია: Aptiekas Produkcija SIA, Kupricu street 11. მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია. www.aphealth.eu.
დისტრიბუტორი: შპს „ავერსი–ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2.