ოსტეობონი Osteobon

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: Actif Farma
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

ბოსველია 190მგ

ტიპი 2 კოლაგენი 10მგ

ჰიალურონის მჟავა 2მგ

ვიტამინი C 90მგ   

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტეობონი არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას. ხელს უწყობს ხრტილის აღდგენას და აუმჯობესებს მათ მექანიკურ და რეზისტენტულ თვისებებს.
ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ბოსველია არასტეროიდების მსგავსად ახდენს ანთების მედიატორების ბლოკირებას, თუმცა მათგან განსხვავებით არ ახასიათებს ისეთი გვერდითი მოვლენები როგორიცაა: კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება და წყლულები, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და ა.შ.

ვიტამინი C - მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, აუმჯობესებს მიკროცირკულაციის პროცესებს სახსრებში, ამცირებს შეშუპებას, აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს. ვიტამინი C აუცილებელია სახსრის ხრტილის სინთეზისთვის.

ტიპი 2 კოლაგენი-ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების, კანის შემაერთებელი ქსოვილის სტრუქტურული შენებისათვის შეუცვლელი ცილა, მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს სახსარში და დისკომფორტის შეგრძნებას, ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას.

ჰიალურონის მჟავა - ხრტილოვანი და სინოვიალური სითხის ძირითადი კომპონენტია, ხრტილის „ბუნებრივი საცხი’’. აუმჯობესებს სახსრების მექანიკურ და ელასტიურ თვისებებს. რითაც აძლიერებს ძვლების და სახსრების "ამორტიზაციას". წარმოადგენს უჯრედშორის სივრცის შემავსებელს, წარმოადგენს სითხის ე.წ. „რეზერვუარს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის.

ჩვენება:

ოსტეოართრიტი; ოსტეოქონდროზი; სპონდილოართროზი;

ოსტეოპოროზის გართულებების კომპლექსური მკურნალობა;

სახსრების ტრავმის შემდგომი პერიოდი, პოსტოპერაციულად, რეპარაციული პროცესების დაჩქარებისთვის;

სპორტსმენებში მომატებული ფიზიკური დატვირთვა.

დოზირება: 1 ან 2 კაფსულა დღეში

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია