საერთაშორისო დასახელება:
BENZOCAINE; ANTIPIRIN; PHENYLEPHRINE
მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE
მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი+ფენილეფრინი+ანტიპირინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები: ფლაკონში 15 მლ
1 მლ
ბენზოკაინი ....................................... 50 მგ
ანტიპირინი ...........................................50 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი......... 1.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეტაბისულფატი, პროპილენგლიკოლი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიპირინი ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ბენზოკაინი - ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჩვენებები:
მწვავე შუა ყურის ანთება (ოტიტი); ბაროტრავმით გამოწვეული ოტიტი; პოსტტრავმული ოტიტი.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვილ ბავშვებში 6 თვის ასაკიდან - 1-2 წვეთი;
ბავშვებში 1 წლიდან- 2-3 წვეთი;
მოზრდილებში - 3-4 წვეთი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატს აწვეთებენ გარეთა სასმენ მილში, წვეთობით, პიპეტის მეშვეობით. მკურნალობის ხანგრძლივობაა 3-10 დღე.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომები, რომლებიც გამოწვეულია მომატებული მგრძნობელობით პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ (წვის შეგრძნება, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე).
უკუჩვენებები:
* დაფის აპკის პერფორაცია გამოწვეული ინფექციით ან ტრავმით;
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* საბავშვო ასაკი 6 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატის გამოყენების შემდეგ მჭიდრო დაახურეთ სახურავი ფლაკონს და მოათავსეთ მუყაოს კოლოფში (სინათლისაგან დაცვის მიზნით).
♦ პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის სარგებელი დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
♦ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ოტიზოლის ადგილობრივი გამოყენებისას არ არის გამოვლენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ერთდროულად დანიშნულ ანალგეზიურ და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ადგილობრივად სისტემური გამოყენების ანტისეპტიკებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.