ოტოფა


საერთაშორისო სახელწოდება:
რიფამიცინი

სამკურნალო ფორმა:
ყურის წვეთები

შემადგენლობა და რაოდენობრივი შემცველობა 100 მლ-ში
მოქმედი ნივთიერებებები: ნატრიუმის რიფამიცინი  - 2.6გ, რაც შეესაბამება 2 000 000ME
სხვა კომპონენტები: მაკროგოლი 400, ასკორბინმჟავა, ნატიუმის ედეტატი, კალიუმის მეტაბისულფატი, ლითიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი
აღწერილობა: მოწითალო-ნარინჯისფერი გამჭვირვალე სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რიფამიცინის ჯგუფის ანტიობიოტიკი ადგილობრივი მოხმარებისთვის  ოტოლარინგოლოგიაში. რიფამიცინს მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-დამოკიდებული რნმ-პოლიმერაზის სტაბილური კომპლექსის წარმოქმნით, რაც ეწინააღმდეგება ბაქტერიების ზრდას. აქტიურია თითქმის ყველა გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები მიმართ, რომლებიც იწვევენ შუა ყურის ინფექციურ-ანთებით დაავადებებს.

ჩვენება:
მწავე გარეთა ოტიტი; ქრონიკული შუა ოტიტის გამწვავება (დაფის აფკის მდგრადი პერფორაციის დროსაც კი) შუა ყურის ოპერაციული ჩარევის შემდგომი მდგომარეობის დროს;

უკუჩვენება:
რიფამიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ორსულობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილე

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: 5 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
პრეპარატუ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაფის ღრუს გამორეცხვის მიზნით აქტიური კანულის მეშვეობით.
ბავშვებში: 3 წვეთი თითო ყურში 3 ჯერ დღეში ან პრეპარატს ასხმენ ყურში რამოდენიმე წუთის განმავლობაში დღეღამეში ორჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 7 დღისა.
ყურის წვეთების გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის ხელებში შეთბობა, ყურში ცივი სითხის ჩაწვეთებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი რეაქციები: დაფის აფკის სჰევარდისფერება,  (რომელიც ხილულია ოტოსკოპიის დროს). იშვიათად კანი ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება:
სისხლის მიმოქცევაში პრეპარატის დაბალი აბსორბციის გამო ნაკლებ სავარაუდოა ჰიპერდოზირების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებანი:
მოერიდეთ პრეპარატის ტანსაცმელზე მოხვედრას, ვინაიდან იგი ტოვებს ლაქებს.

გამოშვების ფორმა:
ყურის წვეთები
ყვითელი შუშის ფლაკონი ტევადობით 10მლ საწვეთურთან კომპლექტში მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ტემპერატურა არაუმეტეს 25ºC-ისა.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი: ლაბორატორია ბუშარა-რეკორდატი, საფრანგეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია