საერთაშორისო დასახელება:

XYLOMETAZOLINE

მწარმოებელი: NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ........   0.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.

ცხვირის სპრეი დოზირებული 0.1%: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .......... 1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ფოსფატი ერთფუძიანი ორწყლიანი, ნატრიუმის ფოსფატი ორფუძიანი თორმეტწყლიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა 4000 mPa S, სორბიტოლი 70%, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტები) α-ადრენომიმეზური მოქმედებით, იგი იწვევს ცხვირის ლორწოვანას სისხლძარღვების შევიწროვებას. ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ჰიპერემიის მოხსნით. აადვილებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.

თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ლორწოვანს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამდენიმე წუთში და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივად გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაციები პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით შეუძლებელია.

ჩვენებები:

  • მწვავე რესპირატორული დაავადება რინიტის (სურდოს) მოვლენებით;
  • მწვავე ალერგიული რინიტი;
  • პოლინოზი;
  • სინუსიტი;
  • ევსტაქიტი;
  • შუა ოტიტი (ყელ-ცხვირის ლორწოვანას შეშუპების შესამცირებლად);
  • ავადმყოფის მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

მიღების წესი და დოზირება:

ცხვირის წვეთები 0.05% ბავშვებისათვის:

▪ ჩვილ ბავშვებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 1-2-ჯერ დღეში, არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

▪ 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში - 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

ცხვირის სპრეი 0.1%:

▪ მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს); ჩვეულებრივ საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას: ყელ-ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტები, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.

იშვიათად: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემა, ტაქიკარდია, არითმიები, აწ-ს მომატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* არტერიული ჰიპერტენზია;

* ტაქიკარდია;

* გამოხატული ათეროსკლეროზი;

* გლაუკომა;

* ატროფიული რინიტი;

* ჰიპერთირეოზი;

* ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნზეში).

! სიფრთხილით - შაქრიანი დიაბეტის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დედისათვის სარგებელისა და ნაყოფისათვის რისკის შეფასების შემდეგ, არ შეიძლება რეკომენდებულზე მაღალი დოზის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს.

ზეგავლენა ავტომობილის ან აღჭურვილობის მართვის უნარზე: რეკომენდებულზე მაღალი დოზებით ქსილომეტაზოლინმა შეიძლება იმოქმედოს სატრანსპორტო საშუალების ან აღჭურვილობის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

მკურნალობა: სიმპტომატური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან კომბინირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია