საერთაშორისო დასახელება:
HYDROCORTISONE; OXYTETRACYCLINE
მწარმოებელი: Pharmaceutical Company
JELFA S. A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონი+ოქსიტეტრაციკლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
მალამო: ტუბში 10 მგ
1 გ
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ....... 30 მგ
ჰიდროკორტიზონის აცეტატი .......................... 10 მგ
დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოქსიკორტი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გარეგანი გამოყენებისათვის ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიექსუდაციური და ანტიბაქტერიული ეფექტით, რაც განპირობებულია ჰიდროკორტიზონისა და ოქსიტეტრაციკლინის ერთობლივი მოქმედებით.
ჩვენებები:
- კანის ჩირქოვანი დაავადებები (გამოწვეული სტრეპტოკოკური, სტაფილოკოკური ან შერეული ინფექციებით);
- ჩვეულებრივი იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო;
- ახალშობილთა ბულოზური ან ექსფოლიციური დერმატიტი;
- ბაქტერიული გამოყელვა;
- ბაქტერიული ფოლიკულიტი;
- ფურუნკული, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ახალშობილთა კარბუნკული;
- წითელი ქარი;
- კანის ალერგიული დაავადებების ჩირქოვანი გართულებები;
- ეგზემა, ბავშვთა ეგზემა;
- ალერგიული დერმატიტი;
- პრურიგო;
- კონტაქტური დერმატოზები, პროფესიული დერმატოზები;
- დამწვრობები;
- მწერების ნაკბენები;
- მრავალფორმიანი ერითემა;
მიღების წესი და დოზირება:
მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილებში ან სტერილურ საფენზე, 2-3-ჯერ დღეში, რომელსაც ადებენ კანზე და ახვევენ დოლბანდით.
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ შესაძლებელია სოკოებით ან დაავადების გამომწვევი რეზისტენტული მიკროორგანიზმებით კანის მეორადი დაინფიცირება.
უკუჩვენებები:
* კანის ვირუსული ინფექციები, როგორიცაა: მაგ, ჰერპესი, ჩუტყვავილა.
* კანის ტუბერკულოზი.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.