შემადგენლობა:
1 ამპულა (1 მლ) შეიცავს 5 სე სინთეზურ ოქსიტოცინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ოქსიტოცინი წარმოადგენს ჰორმონს, რომელიც გამომუშავდება ჰიპოფიზის უკანა ნაწილში. ბუნებრივი გზით მიღებული პრეპარატებისაგან განსხვავებით მას არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. პრეპარატს დიდი გამოყენება აქვს სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. იგი აძლიერებს მშობიარობის შედეგად გამოწვეულ ჭინთვებს საშვილოსნოს მიომეტრიუმის შეკუმშვის გაძლიერებით.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მშობიარობის გამოსაწვევად, პირველადი და მეორადი ჭინთვის სისუსტის დროს. პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება საშვილოსნოს ყელის გახსნისა და მშობიარობის პროცესში. პრეპარატი პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით გამოიყენება პლაცენტური სისხლდენების და საშვილოსნოს ატონიის დროს. საკეისრო კვეთის დროს ოქსიტოცინი შეყავთ საშვილოსნოს კუნთებში. იგი გამოიყენება მშობიარობის შემდგომი პერიოდის სუბინვოლუციის და სისხლდენის შეჩერების მიზნით, ასევე არასრული და უეცარი აბორტის დროს. ოქსიტოცინი გამოიყენება გინეკოლოგიური სისხლდენის დროს ჰისტოლოგიური დიაგნოზის შემდეგ.

წინააღმდეგჩვენება:
ნაყოფისა და მენჯის ზომის შეუთავსებლობა, საშვილოსნოს მოსალოდნელი დაზიანება, ნაყოფის განივი მდებარეობა ასევე ვიწრო მენჯი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს, ან საჭიროა დაუყოვნებლივი ეფექტი მაშინ პრეპარატი შეყავთ ვენაში. პრეპარატის ვენაში შეყვანის პროცესი ტარდება ნელი ტემპით. კუნთებში და ვენაში პრეპარატი მიიღება დოზით 1-3 სე. საკეისრო კვეთის დროს დროს ოქსიტოცინი შეყავთ 5 სე-ის ოდენობით, ხოლო გინეკოლოგიური ჩვენების მიხედვით კანში ან კუნთებში დოზით 5-10 სე.

განსაკუთრებული მითითებები:
იმ შემთხვევაში თუკი შპრიცი იმყოფება სპირტში, მაშინ ოქსიტოცინის შეწოვამდე მას ავლებენ გამოხდილ წყალში სპირტის ნარჩენის მოსაშორებლად.

შენახვის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 2-150C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 5 ან 50 ამპულა შეფუთვაში.

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია