შემადგენლობა –კალიუმ ქლორიკუმი მზადდება KCIO3-ის 10% ხსნარი და გამოხდილი წყლით ხდება პოტენცირება D4-მდე: 0,001 გრ
სტაბილიზატორი - ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარით ხდება pH მიყვანა pH= 10-11,5 მდე. გამოხდილი წყალი 100 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება
ჩვენებები: გამოიყენება როგორც სიმპტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:
- ვეგეტო-ვასკულარული დისტროფია;
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
- სასუნთქი გზების დაავადებები;
- საჭმლის მომნებელი სისტემის დაავადებები ( მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი პროცესები, სტომატიტი);
- ორსულთა ტოქსიკოზი;
- გარეგანად გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობებისა და გამონაყარის სამკურნალოდ.
გამოყენება: პერორალურად- 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15-30 წთ. ადრე, დღეში 3 ჯერ 3-4 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
გარეგანად საფენის სახით- 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2-3 ჯერ.
უკუჩვენება: არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
გაფრთხილება: არ საჭიროებს
განსაკუთრებული მითითებები – არ საჭიროებს.
სიფრთხილე –არ საჭიროებს.
ურთიერთქმება სხვა წამლებთან და ურთიერთობის სხვა ფორმები - არ არის შეზღუდული.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ბავშვები – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ჭარბი დოზირება – არ არის აღწერილი.
გავლენა ავტომობილის მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე – არ ახასიათებს ზეგავლენა.
მითითება გამოტოვილი დოზის შესახებ – დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება გამოტოვებული დოზის გაორმაგების გარეშე
შენახვის ვადა: 2 წელი. ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აგრძალულია.
ვიზუალური დაკვირვებისას ნალექის არსებობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
შენახვის პირობები: მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 25 მლ ნარინჯისფერ პოლიეთილენის ფლაკონში. მეურეული შეფუთვა – მუყაოს კოლოფი.
ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის რაჟიმი: ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად.

მწარმოებელი: შპს “ბიოფარმი L” შპს “აქილეა”-სთვის გოთუას ქ.№3, თბილისი, საქართველო.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია