საერთაშორისო დასახელება:
POTASSIUM & MAGNESIUM ASPARTATE
მწარმოებელი: GEDEON RICHTER
მოქმედი ნივთიერება: კალიუმის ასპარტატი+მაგნიუმის ასპარტატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოკალიემიის საკორექციო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.
1 ტაბ.
კალიუმის ასპარტატი ..... 158 მგ
მაგნიუმის ასპარტატი ..... 140 მგ
საინექციო ხსნარი: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 5 ც.
1 ამპ.
კალიუმის ასპარტატი ....... 452 მგ
მაგნიუმის ასპარტატი ...... 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აუმჯობესებს მიოკარდში ნივთიერებათა ცვლას. კალიუმის და მაგნიუმის იონების დეფიციტისას აკორეგირებს გულის კუნთის უჯრედებში მათ ბალანსს, ზრდის სათითურას პრეპარატების მიმართ ტოლერანტობას, გააჩნია ანტიარითმიული ეფექტი.
ჩვენებები:
- სტენოკარდია;
- მიოკარდიუმის ინფარქტი და მისი შემდგომი მდგომარეობა;
- არითმია, გამოწვეული საგულე გლიკოზიდებით;
- გლიკოზიდური ინტოქსიკაცია;
- გულის რითმის დარღვევა: ტაქიარითმია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.
მიღების წესი და დოზირება:
კორონარული სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ყოველდღიურად 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ან 1-2 ამპულა 1-2-ჯერ დღეში.
განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100 მლ-ში, ნელა, ინტრავენურად ან წვეთოვანის სახით.
პროფილაქტიკის მიზნით და შემანარჩუნებელი დოზის სახით - 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს 2 ამპულა დღეში (ერთი დილას, ერთი საღამოს) განზავებული 5% გლუკოზის ხსნარის 50-100 მლ-ში.
უკუჩვენებები:
* თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დასაშვებია პანანგინის კომბინირება სტროფანტინთან ან სათითურას პრეპარატებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები - 5 წელი; საინექციო ხსნარი - 3 წელი.