პანდერმილი®

ჰიდროკორტიზონი 10 მგ/გ კრემი

ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ ჩანართი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

-  შეინახეთ ეს ფურცელ ჩანართი . შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

-  დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

-  თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ·შეინახეთესინსტრუქცია. შეიძლებადაგჭირდეთმისიკვლავწაკითხვა.

-  ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების, რომლებიც მითითებული არ არის ამ ფურცელ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-  მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თუ თავს უარესად იგრძნობთ 7 დღის შემდეგ.

რა არის ამ ფურცელჩანართში:

1. რა არის პანდერმილი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პანდერმილის გამოყენების წინ

3. როგორ გამოიყენება პანდერმილი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება პანდერმილი

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის პანდერმილი და რისთვის გამოიყენება

პანდერმილი გამოიყენება მოზრდილებში კანის მძიმე დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა დერმატიტი, მზისგან დამწვრობა ან რეაქცია მწერის ნაკბენზე. ასევე გამოიყენება ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდის გამოყენება, როგორიცაა დერმატოზით გამოწვეული ანთება და ქავილი.

გამაცოცხლებელი და გამოსაშრობი მოქმედების გამო, პანდერმილის ცრემი ნაჩვენებია მწვავე და ექსუდაციურ სიტუაციებში.

მიმართეთ ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ 7 დღის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ პანდერმილის გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ პანდერმილი

-  ტუბერკულოზური ან სისტემური და კანის ვირუსული ეტიოლოგიის მქონე დერმატოზის დროს (როგორიცაა მაგალითად, ვარიცელა და მარტივი ჰერპესი), კანზე ჭრილობისას, ტუჩზე მჭამელებისას, სასქესო ორგანოების მიდამოში.

-  თვალების სიახლოვეს, სახეზე ან დაინფიცირებულ უბნებზე.

-  თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6).

-  ორსულობის და/ან ძუძუთი კვების დროს, გარდა ექიმის მკაცრი დანიშნულებისა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანდერმილის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პანდერმილი ზოგადად კარგად გადაიტანება, მაგრამ თუ განვითარდა სენსიბილიზაციის ნიშნები, როგორიცაა წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება ან სიმშრალე, გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის.

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ განვითარდა მხედველობის დაბინდვა ან სხვა დარღვევები მხედველობის მხრივ.

გაცემის კატეგორიის გათვალისწინებით (პრეპარატი გაიცემა სამედიცინო რეცეპტის გარეშე აფთიაქის გამოკლებით), ეს პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში, გარდა ექიმის მკაცრი დანიშნულებისა:

- შაქრიანი დიაბეტი;

- ინფექცია ან ჭრილობა სამკურნალო უბანზე ან დაწყლულებულ უბნებზე;

- პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები;

- პეპტიკური წყლულის ისტორია.

- ამ პრეპარატის გამოყენების წინ ექიმმა უნდა განიხილოს პოტენციური რისკები და სარგებელი, შემდეგის გათვალისწინებით:

- ალერგია კორტიკოსტეროიდების ან სხვა სუბსტანციების მიმართ, როგორიცაა კონსერვანტები, საკვები ან მელანი;

- არ გამოიყენება ბავშვებში დროის ხანგრძლივი პერიოდით ან ფართო უბნებზე, სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე;

- კორტიკოსტეროიდების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული სამკურნალოდ ფართო ექსუდაციური ჭრილობებისას ოკლუზიური პლასტიკური მასალებით, უფრო მაღალი სისტემური აბსორბციის, თერმოლიზის განვითარების და ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამო.

სპორტის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს კომპონენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი შედეგი ანალიზისას.

სხვა პრეპარატები და პანდერმილი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

არ გამოიყენოთ პანდერმილი, თუ იღებთ შემდეგ პრეპარატებს:

- პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ინსულინი;

- თიაზიდები და ზოგიერთი დიურეტიკი;

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;

- პროთრომბენიური ანტიკოაგულანტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ფართო უბნებზე და ხანგრძლივად, ვინაიდან კანისმიერი კორტიკოსტეროიდები შეიწოვება სისტემურად.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

არ შეესაბამება.

პანდერმილი შეიცავს ცეტილის სპირტს.

ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანზე ადგილობრივი რეაქციები (მაგ. კონტაქტური დერმატიტი).

პანდერმილი შეიცავს პარაბენს (მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი).

პარაბენებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაყოვნებული).

3. როგორ გამოიყენება პანდერმილი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პანდერმილი გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ, დაზიანებულ უბანზე.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობს 7 დღის გასვლის შემდეგ.

გამოყენება ბავშვებში

არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა ექიმის მკაცრი მითითებისა.

სახეზე გამოყენებისას მოერიდეთ თვალებში მოხვედრას.

ზოგადად, წასმის ადგილას სახვევი არ გამოიყენება. წყალგაუმტარი სახვევების გამოყენება იწვევს ოკლუზიას და ზრდის პრეპარატის ეფექტიანობას, თუმცა, ასევე იწვევს გვერდით ეფექტებს. დასაშვებია მხოლოდ ექიმის დანიშნულებისას და სამედიცინო მეთვალყურეობით.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი პანდერმილი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ

კანზე ქრონიკული ზედოზირებისას, იმის გამო, რომ სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ტარდება სიმპტომატური მკურნალობა და კანზე კორტიკოსტეროიდული თერაპია თანდათან უნდა შეწყდეს.

თუ დაგავიწყდათ პანდერმილის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდით იეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ყველა კანისმიერი კორტიკოსტეროიდის მსგავსად, ფართო უბნებზე და ხანგრძლივად ოკლუზიური მეთოდის გამოყენებისას, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს სისტემური ეფექტების შესაძლებლობა. შესაძლო სისტემური ეფექტებია:

-  ინფექციები და ინვაზიები: მაღალი მგრძნობელობა ინფექციის მიმართ.

-  ენდოკრინული დარღვევები: ზრდის შეფერხება, ადრენული ფუნქციის დათრგუნვა.

-  მეტაბოლიზმი და კვებითი დარღვევები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია.

-  ფსიქიკური დარღვევები: ეიფორია და დეპრესია.

-  თვალის მხრივ დარღვევები: კატარაქტები.

-  ვასკულარული დარღვევები: არტერიული ჰიპერტენზია.

-   კუჭ-ნაწლავური დარღვევები: კუჭ-ნაწლავური ცვლილებები.

-  ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ:ოსტეოპოროზი.

-  დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ: სითხის შეკავება.

შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას და გადის მკურნალობის გაგრძელების ფონზე, მიუხედავად ამისა, თუ გაგრძელდება სიმპტომების გამოვლენა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს:

-  დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: წვის შეგრძნება, სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი ან ერითემა; ერითემას მომატება ან კანის აქერცვლა ჭრილობებზე, კანზე გამონაყარი.

-  დარღვევები თვალის მხრივ: მხედველობის დაბინდვა (სიხშირე უცნობია: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

გვერდითი ეფექტების ინფორმირება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის წინამდებარე ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, შეგუძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პირდაპირ (მონაცემები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

INFARMED, I.P.

Direςão de Gestão do Risco de Medicamentos

პარკ და სოიდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 71 40

ფაქსი: +351 21 798 73 97

ვებ-გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ-ფოსტა: farmacovigilancia@infarmed.pt

5. როგორ ინახება პანდერმილი

- ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

- შეინახეთ 250C-მდე.

- ტუბი უნდა ინახებოდეს თავდახურულ მდგომარეობაში.

- ტუბი უნდა ინახებოდეს გარეთა შეფუთვაში.

- პირველად გახსნის შემდეგ ტუბი გამოიყენება 12 თვის განმავლობაში.

- ეს პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე ან ტუბზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

- ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ დაზიანების ვიზუალურ ნიშნებს.

- პრეპარატების გადაყრა საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პანდერმილი

აქტიური სუბსტანცია არის ჰიდროკორტიზონი. კრემის ყოველი გრამი შეიცავს 10 მგ ჰიდროკორტიზონს.

სხვა კომპონენტებია: გლიცერილის მონოსტეარაზი, იზოპროპილ მირისტატი, ცეტილის სპირტი, სტეარის მჟავა, თხევადი პარაფინი, გლიცეროლი, დექსპანთენოლი, მეთილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარა-ჰიდროქსიბენზოატი და გასუფთავებული წყალი.

პანდერმილის აღწერა და შეფუთვის შემცველობა

პანდერმილი არის ერთგვაროვანი  თეთრი ფერის კრემი.

კრემი მოთავსებულია ალუმინის ტუბში 30 გ-ს შემცველობით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

LaboratórioEdol – ProdutosFarmacêuticos, S.A.

ავ. 25 დე აბრილი, 6-6ა

2795-225 ლინდა-ა-ველია

პორტუგალია

ტელ: +351 21 415 81 30

ფაქსი: +351 21 415 81 31

ელ-ფოსტა: gera;@edol.pt 

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია