პაპაზოლი-დარნიცა

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი მონაცრისფრო შეფერილობის ტაბლეტები;
შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ბენდაზოლი 0.03 გ, პაპავერინის ჰიდროქლორიდი 0.03 გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, რძის შაქარი.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პერიფერიული ვაზოდილატატორები. კოდი ATC C04A X51**.

ფარმაკოლოგიური თვისებები. პაპაზოლი-დარნიცა – კომბინირებული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის ალკალოიდ პაპავერინი და იმიდაზოლის წარმოებული – ბენდაზოლი. პაპავერინი – უჯრედშიდა ფოსფოდიესტერაზისა და კრეატინფოსფოკინაზის ბლოკატორი სისხლძარღვების გლუვ კუნთებში, იწვევს ციკლური ამფ-ს დაგროვებას, ამცირებს უჯრედშიდა კალციუმის შემცველობას, იწვევს ვაზოდილატატურ ეფექტს. ეფექტი ძირითადად რეზისტენტულ არტერიებში ვლინდება, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა და არტერიული წნევა.
პაპავერინი ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღველსადენი და შარდსადენი გზების გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ბენდაზოლი – საშუალება, რომელიც უშუალოდ მოქმედებს სისხლძარღვების კედლების გლუვი კუნთების მდგომარეობაზე იმიდაზოლურ რეცეპტორებზე ზეგავლენის გამო. ამცირებს არტერიულ წნევას, თავისუფალი კალციუმის შემცველობას გლუვ კუნთებში. ხსნის მუცლის ღრუს გლუვი კუნთების სპაზმს. ახდენს ზურგის ტვინის სტიმულირებას. ხანგრძლივი გამოყენებისას ახორციელებს იმუნომამოდულირებელ მოქმედებას, ზრდის ინტერფერონის სინთეზს, ხელს უწყოფს ანტისხეულების სინთეზს, ზრდის ფაგოზიტების აქტივობას, ხელს უწყობს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციევის პროფილაქტიკას. ზრდის ქსოვილის ჰიპოქსიისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ზრდის ნუკლეინური მჟავებისა და ცილის სინთეზს.

ფარმაკოკინეტიკა. პაპაზოლი-დარნიცას ფარმაკოკინეტიკის სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა.

გამოყენების ჩვენებები. პაპაზოლი-დარნიცა გამოიყენება დამოუკიდებლად ან ჰიპერტონიული დაავადების კომბინირებული ფარმაკოთერაპიის შემადგენლობაში, პერიფერიული სისხლძარღვების, ტვინის სისხლძარღვების, ზომიერად გამოხატული სპაზმებისას, პილოროსპაზმის, სპასტიკური კოლიტების, ქოლეცისტიტის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, შარდსადენი გზების სპაზმების, მონო- და პოლინევრიტების, გადატანილი პოლიომყელიტის ნარჩენი მოვლენების, სახის ნერვის პარალიჩის დროს.

გამოყენების წესი და დოზები. უფროსებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შინაგანად 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ობიექტური მონაცემები პაპაზოლი-დარნიცას გამოყენების შესახებ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არსებობს.

გვერდითი მოქმედება. შესაძლოა ალერგიული რეაქციები, ღებინება, ყაბზობა, ჭარბი ოფლდენა, გულის რითმის დარღვევა.

უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ინგრედიენტების მიმართ, არტერიული ჰიპოტენზია, AV-გამტარობის დარღვევები. უკუნაჩვენებია ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. იზრდება ანტიჰიპერტენზიული აქტივობა ბეტა-ადრენობლოკატორებთან, სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად გამოყენების დროს.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. სიფრთხილით და მცირე დოზებით უნდა დაინიშნოს პაციენტებისათვის ქალატვინის ტრავმით, ღვიძლის, თირკმელების დარღვეული ფუნქციით, ჰიპოთირეოზით, თირკმელზედა ჯირკვლების არასაკმარისი ფუნქციით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები. ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან კოლოფებში.

მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია