პარიჟონი  10მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები

პარიჟონი  20მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები

რაბეპრაზოლი ნატრიუმის

PARIJON

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ  ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ინსტრუქციაში მოცემულია

  1. რა არის პარიჟონი  და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონის მიღებამდე
  3. როგორ მივიღოთ პარიჟონი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შევინახოთ პარიჟონი
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

 

1.  რა არის პარიჟონი  და რისთვის გამოიყენება

პარიჟონის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის რაბეპრაზოლი. იგი მიეკუთვნება ე.წ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს და ამცირებს კუჭის მიერ მჟავას წარმოქმნას.

პარიჟონი  გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD), რომელსაც შეიძლება ახლდეს გულძმარვა. GORD  გამოწვეულია მჟავისა და საკვების გადასვლით კუჭიდან საყლაპავში.

- კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლული. თუ ეს წყლულები ინფიცირებულია ე.წ. ‘Helicobacter pylori’ ბაქტერიებით,  ასევე შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკები, პარიჟონის ტაბლეტების და ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ინფექციის ერადიკაციას და წყლულის შეხორცებას. ის ასევე ხელს უშლის ინფექციის და წყლულის ხელახალ განვითარებას.

- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით მჟავას.

2. რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონი ს მიღებამდე

ნუ მიიღებთ პარიჟონს, თუ

- ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რაბეპრაზოლი   ნატრიუმის  ან პარიჟონს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);

- ხართ ორსულად ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად;

-  ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

ნუ მიიღებთ პარიჟონს, ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, პარიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ასევე იხილეთ პუნქტები, ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.

გაფრთხილებები

პარიჟონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

- თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის  მიმართ;

- ზოგ პაციენტში დაფიქსირდა სისხლის და ღვიძლის პრობლემები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მდგომარეობა გაუმჯობესდა პარიჟონის შეწყვეტის შემდეგ;

- გაქვთ კუჭის კიბო;

- ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;

- თუ ღებულობთ ატაზანავირს აივ ინფექციის სამკურნალოდ;

- თუ გაქვთ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დაბალი მარაგი ან მისი დაქვეითების რისკ ფაქტორები და იღებთ დიდი ხნის განმავლობაში რაბეპრაზოლის ნატრიუმს.  ყველა მჟავას დამაქვეითებელი პრეპარატების მსგავსად, პარიჟონსაც შეუძლია გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირება;

- თუ ოდესმე გქონიათ კანის მხრივ რეაქციები პარიჟონის მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას.

კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით მზის მიმართ ექსპოზირებულ ადგილებზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პარიჟონის შეწყვეტა. ასევე აუცილებლად აღნიშნეთ,თუ გქონიათ სახსრების ტკივილი.

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ზემოთ აღნიშნული გეხებათ, პარიჟონის გამოყენებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ბავშვებში პარიჟონის გამოყენება არ შეიძლება.

თუ თქვენ გაქვთ მძიმე ფაღარათი (თხიერი ან სისხლიანი) ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ცხელება, მუცლის ტკივილი, შეწყვიტეთ პარიჟონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებისას, როგორიცაა პარიჟონი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით, შეიძლება გაიზარდოს ბარძაყის ძვლის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რაც ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს).

სხვა პრეპარატები და პარიჟონი

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს. აღნიშნული ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უთხრათ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა:

- კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი - სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები. პარიჟონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამ ტიპის პრეპარატების შემცირება. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს შეგიცვალოთ დოზა.

- ატაზანავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ. პარიჟონმა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება სისხლში, ამის გამო, მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.

- მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მაღალი დოზებით გამოიყენება  კიბოს სამკურნალოდ); თუ თქვენ ღებულობთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეგიწყვიტოთ პარიჟონი ს მიღება.

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, პარიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

- ნუ გამოიყენებთ პარიჟონს, თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად;

- ნუ გამოიყენებთ პარიჟონს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ მომავალში.

ორსულობის და ლაქტაციის დროს, პარიჟონის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პარიჟონ ს გამოყენებისას  შეიძლება შეგაწუხოთ ძილიანობამ. ასეთ შემთხვევაში თავი აარიდეთ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.

3. როგორ მივიღოთ პარიჟონი

პარიჟონი  მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღება

- პრეპარატის მიღების დროისთვის ბლისტერული სტრიპიდან ამოიღეთ ერთი ტაბლეტი.

- გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის მიყოლებით. ნუ დაღეჭავთ ან დააქუცმაცებთ ტაბლეტს.

- ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რამდენი ხნის განმავლობაში. ეს დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე.

- თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი მოახდენს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგს.

მოზრდილები ან ხანდაზმულები

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD)

საშუალო  ან მძიმე სიმპტომების მკურნალობა (სიმპტომური GORD)

- ჩვეულებრივი დოზა არის 10მგ პარიჟონი  1-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.

- მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილას, უზმოზე;

- 4 კვირიანი მკუნრალობის შემდეგ, თუ თქვენი მდგომარეობა განმეორდა, თქვენი ექიმი აგიხსნით როდის და რა შემთხვევაში მიიღოთ პარიჟონი  10მგ ტაბლეტი.

შედარებით სერიოზული სიმპტომების (ეროზიული ან წყლულოვანი GORD-ის მკურნალობა)

- ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი  20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში;

- ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

სიმპტომების ხანგრძლივი მკურნალობა (GORD-ის მკურნალობა)

- ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 10მგ ან 20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით;

- ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

- ექიმი დაგინიშნავთ რეგულარულ ვიზიტებს თქვენი სიმპტომების და დოზის მონიტორინგისთვის.

კუჭის წყლულის მკურნალობა (პეპტიური წყლული)

- ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 6 კვირის განმავლობაში;

- ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

- იმ შემთხვევაში თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,  ექიმმა  პარიჟონი  შეიძლება დაგინიშნოთ მომდევნო 6 კვირის განმავლობაშიც.

ნაწლავის წყლული (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული)

- ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი ე1-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში;

- ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

- იმ შემთხვევაში თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,  ექიმმა პარიჟონი  შეიძლება დაგინიშნოთ მომდევნო 4 კვირის განმავლობაშიც.

H. Pylori-ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა და მათი განკურნება შეუქცევადად

- ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში;

- თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს - ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს.  H. Pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ინდივიდუალური პროდუქტის ინსტრუქცია.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭის მიერ დიდი რაოდენობით მჟავა წარმოიქმნება

- ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 3 ცალი პარიჟონი  20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში;

-  ექიმის მიერ დოზა შეიძლება შეიცვალოს მკურნალობისადმი თქვენი ორგანიზმის პასუხის შესაბამისად.  

თუ თქვენ იმყოფებით ხანგრძლივ მკურნალობაზე, საჭიროა ექიმთან რეგულარული ინტერვალებით ვიზიტი თქვენი სიმპტომების და დანიშნული მკურნალობის გასაკონტროლებლად.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

პარიჟონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, საჭიროა გაიაროთ ექიმის კონტულტაცია, რომელიც სათანადოდ შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.

თუ თქვენ მიიღეთ პარიჟონი  დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ მიიღეთ პარიჟონი  დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონი ს დროული მიღება

- თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონის დროული მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე.

თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ის და გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

- თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონის მიღება 5 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

- ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პარიჟონი ს მიღება

წყლულის სრულ შეხორცებამდე შესაძლებელია სიმპტომების ალაგება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტების მიღება ექიმის რჩევის გარეშე.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის საშუალო ხარისხის და გაუმჯობესდება პრეპარატის შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ პარიჟონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა:

- ალერგიული რეაქციები - ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაქვეითება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა და სინკოპე;

- ხშირი რეაქციები, როგორიც არის ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ან პირისა და ყელის წყლულები;

- სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნა და სისხლდენა. ეს გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

-  კანის ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ტკივილი ან დაწყლულება პირის ღრუში. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-  ინფექციები;

- ძილის გაძნელება;

- თავის ტკივილი ან თავბრუსხვევის შეგრძნება;

- ხველა, გამონადენი ცხვირიდან ან ყელის ტკივილი (ფარინგიტი);

- ეფექტები თქვენს კუჭსა და ნაწლავებზე, როგორიც არის კუჭის ტკივილი, ფაღარათი, შებერილობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება ან ყაბზობა;

- ზურგის ტკივილი;

- სისუსტე ან გრიპის მაგვარი სიმპტომები.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-  ნევროზულობა ან ძილიანობა;

-  გულმკერდის ინფექციები (ბრონქიტი);

-  მტკივნეული და დაბლოკილი ცხვირის წიაღები (სინუსიტი);

-  პირის სიმშრალე;

-  მონელების გაძნელება ან ბოყინი;

-  გამონაყარი კანზე ან სიწითლე;

-  კუნთების, ფეხების ან სახსრების ტკივილი;

-  ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა;

-  შარდის ბუშტის ინფექციები (საშარდე სისტემის ინფექციები);

- ტკივილი გულმკერდის არეში;

- შემცივნება და ცხელება;

- ღვიძლის ფუნქციის დაარღვევა (სისხლის ანალიზით).

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

-  მადის დაქვეითება (ანორექსია);

-  დეპრესია;

-  ჰიპერსენსიტიურობა (გულისხმობს ალერგიულ რეაქციებს);

-  მხედველობის დარღვევა;

-  პირის ტკივილი (სტომატიტი) ან გემოვნების დარღვევა;

-  კუჭის მხრივ დარღვევა ან ტკივილი;

-  ღვიძლის მხრივ პრობლემები, რაც ვლინდება კანის და სკლერების გაყვითლებით (სიყვითლე);

-  გამონაყარი კანზე და ქავილი ან ბუშტუკოვანი გამონაყარი;

-  ოფლიანობა;

-  პრობლემები თირკმლის მხრივ;

-  წონის მომატება;

-  სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (სისხლის სურათით), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები;

-  თრომბოციტების დონის დაქვეითება, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს და სისხლდენებს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):

- მკერდის გადიდება მამაკაცებში;

- სითხის შეკავება;

- ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და გონების დაბინდვა, კუნთების კრუნჩხვები, გულყრები და კომა;

-  პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება იშვიათ შემთხვევებში განუვითარდეთ ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება);

-  გამონაყარი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან.

თუ თქვენ იმყოფებით პარიჟონით მკურნალობაზე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია ორგანიზმში მაგნიუმის დონის ვარდნა. მაგნიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე სპაზმები, ორიენტაციის დარღვევა, გულყრები, გულის რითმის აჩქარება. ნებისმიერი ასეთი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, ჩაატაროს თუ არა სისხლის რეგულარული გამოკვლევები თქვენს ორგანიზმში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ინფარმედ ი.პ.-ს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინების გზით თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო ინფორმაციის მიწოდებას.

ინფარმედ ი.პ.

მედიკამენტების რისკების მართვის სამსახური

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53 1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: + 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ.ფოსტა: farmacovigilancia@infarmed.pt

5.  როგორ შევინახოთ პარიჟონი

შეინახეთ არაუმეტს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისგან დაცვის მიზნით.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პარიჟონს შეფუთვაზე მითითებული ‘EXP’ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს მისი ხილული დაზიანების შემთხვევაში.

ნუ გადაყრით ამ პრეპარატს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში და ჩამდინარე წყლებში. კითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

6.  შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

თითოეული ტაბლეტი პარიჟონი  10მგ შეიცავს 10მგ აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის რაბეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ტაბლეტის შიდა გარსი: ეთილცელულოზა, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი.

ნაწლავში ხსნადი გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

თითოეული ტაბლეტი პარიჟონი  20მგ შეიცავს 20მგ აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის რაბეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ტაბლეტის შიდა გარსი: ეთილცელულოზა, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი.

ნაწლავში ხსნადი გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება პარიჟონი  და შეფუთვის შიგთავსი

პარიჟონი  10მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არის ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები.

პარიჟონი  20მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, ორმხრივამობურცული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები.

პარიჟონი  10მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 56 ტაბლეტს.

პარიჟონი  20მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ან 56 ტაბლეტს.

შეფუთვის ყველა სახე შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Sofarimex - Indústria Química e Farmacêutica, S.A.

ინდუსტრიის გამზ. - ალტო დე კოლორიდი - აგუალვა

2735-213 კასემი, პორტუგალია

მწარმოებელი:

Sofarimex - Indústria Química e Farmacêutica, S.A.

ინდუსტრიის გამზ. - ალტო დე კოლორიდი - აგუალვა

2735-213 კასემი, პორტუგალია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია