საერთაშორისო დასახელება:
CHLORHEXIDINE; FORMALDEHYDE; RHUBARB
მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება ანტიბაქტერიულ, ჰემოსტატიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 100 გ
100 გ
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი ................... 0.02გ
რევანდის ექსტრაქტი ................................. 0.20 გ
ფორმალდეჰიდი ....................................... 0.10გ
ექსციპიენტი: 100 გ-მდე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პაროდიუმი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ჰემოსტატიური, ანთების საწინაღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით.
ჩვენებები:
- პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პარდონტიტი, პაროდონტოზი კონსერვატიულ და ოპერაციული მკურნალობის კომპლექსში გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ჰემოსტატური თერაპია.
მიღების წესი და დოზირება:
- კონსერვატული მკურნალობის და პოსტოპერაციული პერიოდის დროს, სახლის პირობებში, გელის წასმა შესაძლებელია თითით ან სპეციალური აპლიკატორით ანთებადი ღრძილის ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.
- მარდონტის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის დროს კიურეტაჟი, გინგივოტომია ნაფლეთოვანი ოპერაციები. პაროდიუმი გამოიყენება ჭრილობებისა და პაროდონტალური ჯიბეების დასამუშავებლად.
- პაროდიუმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დენტალური ნახვევების სახით, ეფექტურობის გაზრდის ასამაღლებლად რეკომენდებულია პაროდიუმის გამოყენება ანტისეპტურ სავლებ ხსნარ ელუდრილთან და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
გელი არ გამოიყენება ახალშობილებში.
* განსაკუთრებული მითითებები:
პაროდიუმი არის სამკურნალო პრეპარატი და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პაროდიუმის და ისეთი კბილის პასტის ერთდროულად გამოყენებამ, რომელიც არ შეიცავს ქლორჰექსიდინს, შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შესუსტება, რაც გამოწვეული იქნება აქტიური კომპონენტების არასასურველი ურთიერთქმედებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.