პიკოლაქსი-ავერსი

 (PICOLAX-AVERSI)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ნატრიუმის პიკოსულფატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ტაბლეტი: თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ორმხრივამოზნექილი შემოუგარსავი ტაბლეტები ჭდით;
პერორალური ხსნარი: უფეროდან მკრთალ მოყვითალო ფერამდე გამჭვირვალე არომატული სითხე;
შემადგენლობა:            
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
პერორალური ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნატრიუმის პიკოსულფატს – 7.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, თხევადი სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ფორთოხლის არომატიზატორი, ანანასის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 10 მგ.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის, 15 მლ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო საშუალება.
ათქ-კოდი: A06AB08.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის პიკოსულფატი - საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ამცირებს ელექტროლიტებისა და წყლის შეწოვას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. ნაწლავური მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ჰიდროლიზდება აქტიური ფორმის წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რის შედეგადაც ჩქარდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილება. მოქმედების ეფექტი აღინიშნება მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკა:
არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. არ მონაწილეობს ენტეროჰეპატურ ცირკულაციაში.

ჩვენება:
-ყაბზობა, განპირობებული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და დუნე
  პერისტალტიკით;
- ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალის არსებობის დროს ფეკალიების გამოყოფის შესამსუბუქებლად;
- ოპერაციის წინ და მის შემდგომ პერიოდში;
- რენტგენოლოგიური ან ინსტრუმენტული მეთოდებით მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის მოსამზადებელ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 5-10 მგ 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის:
1 მლ შეიცავს 15 წვეთს.
მოზრდილებში და ბავშვებში 10 წლის ზემოთ ინიშნება 10-20 წვეთი (5-10 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
ბავშვებში 4-დან 10 წლამდე _ 5-10 წვეთი (2.5-5.0 მგ) 1-ჯერ დღეში ძილის წინ.
პრეპარატის მიღება 4 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები:
ფაღარათმა შესაძლოა გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ელექტროლიტებისა და კალიუმის ნაკლებობა, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, აბდომინალური ტკივილი, არტერიული ჰიპოტონია.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
ნაწლავის გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, გაურკვეველი გენეზის ტკივილი მუცლის არეში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და საშვილოსნოდან, სპასტიური ყაბზობა, ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 4 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად იწვევს საფაღარათო ეფექტის დაქვეითებას.
დიურეტიკებთან და გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ელექტროლიტური დარღვევების რისკი. ელექტროლიტური დისბალანსის გამო პაციენტები ძნელად იტანენ საგულე გლიკოზიდებს პრეპარატთან ერთდროული გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ღრუში, ხშირი დეფეკაცია, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემია, ჰიპერალდოსტერონიზმი.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ელექტროლიტური ბალანსის კორექცია, სპაზმოლიზური საშუალებები.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის I ტრიმესტრში. II და III ტრიმესტრში და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში პიკოლაქსი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პერორალური ხსნარი არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც შესაძლებელია მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
არ არსებობს მონაცემები სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების შესახებ.
არასასურველია მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
15 მლ პერორალური ხსნარი ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში საწვეთურით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ტაბლეტები: ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის: ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე,  სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში. დაუშვებელია გაყინვა.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:    
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია