საერთაშორისო დასახელება:
PILOCARPINE
მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: პილოკარპინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 2%: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი ......... 20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს მ-ქოლინომიმეტიკს, მეთილიმიდაზოლის წარმოებულს, გააჩნია პირდაპირ მ-ქოლინომიმეტური მოქმედება, თერაპიულ დოზებში ზრდის სანერწყვე, საცრემლე, საოფლე, ნაწლავის ჯირკვლების, პანკრეასის, ასევე სასუნთქი გზების მუკოზური უჯრედების სეკრეციას. ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას იწვევს გამოხატულ მიოზს, აკომოდაციის სპაზმს, ამცირებს თვალშიდა წნევას.
ჩვენებები:
- პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მათ შორის დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;
დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევის დროს პილოკარპინი შეიძლება დაინიშნოს, როგორც ცალკე ასევე შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან) კომბინაციაში.
- მიოზის გამოსაწვევად.
მიღების წესი და დოზირება:
ღიაკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა: ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.
მწვავე შეტევის დროს მკურნალობა ინდივიდუალურია და ხორციელდება ექიმ-ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ, სტაციონარში.
გვერდითი მოვლენები:
პილოკარპინის წვეთები კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
- ჩაწვეთების შემდეგ თვალის ხანმოკლე სიწითლე და წვა, მხედველობის დაბინდვა, სიბნელეში ადაპტაციის დარღვევა;
- აკომოდაციის სპაზმი განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, მხედველობის სიმახვილის შემცირება შორ მანძილზე რამდენიმე საათით, თავის ტკივილი, გაძლიერებული ცრემლდენა;
- იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბრონქოსპაზმი, ჰიპერსალივაცია, ბრადიკარდია.
უკუჩვენებები:
* პილოკარპინის თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის (თვალის ფერადი გარსი, ცილიარული სხეული) ანთების დროს. აგრეთვე,
* მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
* უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიზანშეწონილი გუგების შევიწროება.
* პილოკარპინი სიფრთხილით გამოიყენება ბადურას ჩამოფცქვნის დროს და ახალგაზრდებში, ახლომხედველობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მოქმედების პოტენციური სარგებლობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფისათვის.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ კონტაქტური ლინზები: პილოკარპინი შეიცავს კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს, რის გამოც პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზები ამოღებული იქნას თვალებიდან. შემდეგ მათი გამოყენება შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
♦ პილოკარპინის თვალის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება სიბნელეში. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ავტომობილის მართვისას, განსაკუთრებით სიბნელეში.
ჭარბი დოზირება:
თვალში ჩაწვეთების დროს ნაკლებად სავარაუდოა ჭარბი დოზირება. ჭარბი დოზირების პირველი სიმპტომებია გულისრევა და ბრადიკარდია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი კარგად გადაიტანება ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად გლაუკომის სამკურნალოდ.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ფლაკონის გახსნიდან - 4 კვირა.