მწარმოებელი: ზენტივა ა.ს., სლოვაკეთის რესპუბლიკა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნაზალური წვეთები; გამჭვირვალე სითხე მოცისფროდან მწვანე-ლურჯ ფერამდე, მენთოლ-ევკალიპტის სუნით.
პრეპარატის 10 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
• ჩვეულებრივი ფიჭვის ზეთი ......................... 0,3752 გრ
• ევკალიპტის ზეთი ....................................... 0,0500 გრ
• თიმოლი ..................................................... 0,0032 გრ
• ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი ...................... 0,1700 გრ
• ბაღის პიტნის ზეთი ..................................... 0,1000 გრ
• გუაიაზულენი .............................................. 0,0020 გრ
დამხმარე ნივთიერებები:
ბუტილოქსიანიზოლი, ლაბრაფილი M, რაფსის ზეთი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის ანტიკონგესციური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება
ჩვენებები:
• მწვავე რინიტი;
• ქრონიკული ატროფიული რინიტი;
• ცხვირისა და ცხვირხახას ლორწოვანი გარსების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ცხვირის ლორწოვანი გარსების სიმშრალე;
• ცხვირის ღრუს პოსტოპერაციული მდგომარეობები ექიმის დანიშნულებით (სტაციონარის პირობებში ან ამბულატორიულად).
გამოყენების მეთოდები და დოზები:
ადგილობრივად.
უფროსებს პრეპარატს აწვეთებენ პირველ დღეს 1-2 წვეთს ყოველ ნესტოში 1-2 საათიანი ინტერვალით. მომდევნო დღეებში 1-2 წვეთი ყოველ ნესტოში 3-4ჯერ დღეში.
ბავშვებს უწვეთებენ 1-2 წვეთს 3-4-ჯერ დღეში ან იყენებენ ბამბის ტამპონს.
შესაძლებელია საინჰალაციო პრეპარატის გამოყენება, ამისათვის 2 მლ-ს (50 წვეთს) აწვეთებენ ინჰალატორში.
ინჰალაციის ჩატარება რეკომენდებულია 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-7 დღეა.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
* ალერგიული რინიტი;
* 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოვლენები:
ქავილი, წვა, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება ან ჰიპერემია. არასასურველი მოვლენების ან სხვა უჩვეულო რეაქციების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირების საფრთხე მინიმალურია.
შენახვის პირობები:
150-დან 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.