შემადგენლობა:
პრეპარატი პიობაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური , სტრეპტოკოკური , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ), ფსევდომონა აეროგინოზას
(ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის (მირაბილის და ვულგარის) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს .
მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. განისაზღვრება ვიზუალურად.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus ( სხვადასხვა სახეობის ), Escherichia coli ( სხვადასხვა სეროტიპის ), Pseudomonas aeruginosa, Proteus vulgaris, mirabilis .
ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს .
ჩვენება:
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო - პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ჩირქოვან - ანთებითი და ენტერალური ინფექციების დროს .
- ცხვირ - ხახის ინფექციური დაავადებები : შუა ყურის ანთება , ანგინა , ლარინგიტი , რინიტი , ტრაქეიტი , ბრონქიტი , პნეუმონია , პლევრიტი ;
- კანის ინფექციური დაავადებები : ფურუნკულოზი , კარბუნკულოზი , აბსცესები , ჰიდროადენიტები , ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები , პიოდერმიტები ;
- ქირურგიული ინფექციები : ჩირქოვანი ჭრილობები , მასტიტები , ოსტეომიელიტი , ფლეგმონი ;
- პირის ღრუს ანთებითი პროცესები ; სტომატიტი , გინგივიტი და სხვა .
- კონიუნქტივიტი ;
- დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები ;
- ურო - გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები : ურეთრიტი , ცისტიტი , პიელონეფრიტი , კოლპიტი , ენდომეტრიტი ;
- ენტერალური ინფექციები : გასტროენტეროკოლიტი , ქოლეცისტიტი , დისბაქტერიოზი ;
- ბავშვთა ( მათ შორის ახალშობილთა ) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები ;
- სტაფილოკოკის , სტრეპტოკოკის , პათოგენური ნაწლავის ჩხირის ( სხვადასხვა სეროტიპის ) ფსევდომონა აეროგინოზას ( ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის ) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები ;
- ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ;
გამოყენების წესი და დოზირება:
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად ( ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო ). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.
ფაგის ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის გამოყებებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკურებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით .
- აბსცესების , პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ . რაოდენობით, დღეგამოშვებით .
- ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.
- ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ. ოდენობით დღეგამოშვებით.
- კუჭ - ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეჰყავთ 100 მლ . ოდენობით , ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი შეჰყავთ ღრუში ერთხელ 30 მლ . ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში .
- პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის სახით 0,1-0,5 მლ . რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ .
- კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6- ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით .
- ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიობაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში .
- per os პიობაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება .
განსაკუთრებული მითითებები;
გამოყენების წინ ამპულა ან ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ . სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე .
შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოყენოთ !!!
არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის ან ფლაკონის გახსნის შემდეგ .
პიობაქტერიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას .
პიობაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.
შეფუთვა:
5 მლ და 10 მლ ამპულებში , №10.
შენახვის პირობები ინახება +2 - +8 0C ტემპერატურაზე .
ვარგისიანობა 1 წელი .
გაიცემა რეცეპტით .
მწარმოებელი : გ . ელიავას სახ . ბაქტერიოფაგიის ,
მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ს / კ ინსტიტუტის მიერ
შპს " ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები "