საერთაშორისო დასახელება:
PIROXICAM
მწარმოებელი: Pharmaceutical Compani JELFA S.A., პოლონეთი
მოქმედი ნივთიერება: პიროქსიკამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონალური პრეპარატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
პიროქსიკამი ......... 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის ფოსფატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ავლენს აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას. იგი ამცირებს ან თრგუნავს ანთების საწინაღმდეგო ყველა სიმპტომს.
პრეპარატი ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ და შენარჩუნებულია 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენებები:
- მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი;
- ოპერაცისაა და ტრავმების შემდგომი ტკივილები;
- რადიკულიტის მსგავსი მწვავე ტკივილი (იშიაზი).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, საკვების მიღებისას, დოზა დგინდება ექიმის მიერ;
- მადეფორმირებელი ოსტეოართროზის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის სამკურნალოდ პრეპარატის საწყისი და შემანარჩუნელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შემანარჩუნებელი თერაპია საკმარისი დოზით შეადგენს 10 მგ-ს დღე-ღამეში.
- ზოგიერთ პაციენტებში იშვიათად აუცილებელია დროებით დოზის მომატება 30 მგ-მდე დღე-ღამეში ან დაყოფილი დოზით.
- საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადების დროს პირველი 2 დღის განმავლობაში პრეპარატი მიიღება 40 მგ-ის ოდენობით ან დაყოფილი დოზით.
- შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ-ს ერთხელ დღეში, არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში.
- ოპერაციისა და ტრავმისშემდგომი ტკივილის კუპირებისთვის რეკომენდებული, საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლებელია დოზის მომატება და იგი ინიშნება პირველი ორი დღის განმავლობაში 40 მგ-ის ოდენობით ერთჯერადად ან დაყოფილი დოზით.
- პოდაგრის მწვავე შეტევის დროს პრეპარატი მიიღება ერთჯერადი დოზით 40 მგ, 6 დღის შემდეგ 2-ჯერ დღეში 20 მგ-ის ოდენობით.
გვერდითი მოვლენები:
ხშირ შემთხვევაში პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებისას შესაძლებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ დარღვევები: გულისრევა, ღებინება, მუცლის მიდამოში დისკომფორტი. იშვიათად ვითარდება შინაგანი და გარეგანი შეშუპება.
• სადღეღამისო დოზის 30 მგ-ზე ზევით გამოყენება ზრდის არასასურველი მოვლენების განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სისხლის მორფოლოგიური ლაბორატორიული, აგრეთვე ღვიძლისა და თირკმელების მაჩვენებლების გადახრა.
ზემოთაღნიშნული სიმპტომები ატარებენ დროებით ხასიათს და პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ალერგიული დაავადება;
* ასთმა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
ორსულობა და ლაქტაცია:
* პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ციროზისა და ღვიძლის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
◄ აგრეთვე ნეფროზის და თირკმელების უკმარისობის, გულის უკმარისობის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემდგომ პერიოდში.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედება: პრეპარატი ავლენს სუსტად გამოხატულ დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე, აგრეთვე იგი ახდენს ზემოქმედებას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, ამიტომ მისი გამოყენებისას სატრანსპორტო საშუალებების მართვისას საჭიროა სიფრთხილე.
◄ მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია ფსიქო-ფიზიკური უნარის დაქვეითება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- პრეპარატი აძლიერებს სულფანილშარდოვანას ჯგუფის პერორალური, ანტიდიაბეტური საშუალებების, აგრეთვე ფენიტოინისა და სულფონამიდების მოქმედებას.
- იგი აძლიერებს კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებისა და ინდანდიონის წარმოებულების მოქმედებას.
- პიროქსიკამისა და ანტიკოაგულანტების ერთდროული გამოყენება საჭიროებს პროთრომბინის დროის სისტემატურ კონტროლს და შესაძლებელია მათი დოზის შემცირება.
- პრეპარატი ზრდის სისხლში ლითიუმის დონეს. პრეპარატი ასუსტებს დიურეზული საშუალებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებების მოქმედებას.
- სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები ამცირებენ სისხლის შრატში პიროქსიკამის დონეს.
- პიროქსიკამისა და კორტიკოსტეროიდების ან ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება. გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.