საერთაშორისო დასახელება:
PLANTAGINIS LANCEOLATAE HERBA
მწარმოებელი: P.P.E.”GEMI”, პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.
აქტიური ნივთიერებები:
12 ლანცეტისებური მრავალძარღვას ფოთლების თხიერი ექსტრაქტი (1:2, 0-2,5); მაექსტრაგირებელი საშუალება - 60% ეთანოლი(V/V).
დამხმარე ნივთიერებები:
საქაროზა, ლიმონმჟავა, ვანილის არომატი, თაფლის არომატი, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავენ აუკუბინის გლიკოზიდებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ K-ს, ასკორბინის მჟავას, მწარეებს, ალკალოიდებს, პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.
ჩვენებები:
ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება. ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ავლენს ანტიბაქტერიულ და ამომფენ მოქმედებას.
- პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. რომლებსაც თან ახლავს ხველა ძნელად ევაკუირებადი ნახველით, აგრეთვე
- პირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთების შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 4-ჯერ დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები:
არ მოიპოვება მონაცემები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
იმის გამო, რომ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მისი გამოყენება არ არის წინააღმდეგნაჩვენები.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც მისი გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია.
ჭარბი დოზირება:
არ მოიპოვება მონაცემები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ მოიპოვება მონაცემები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.