საერთაშორისო დასახელება:
DEXAMETHASONE; NEOMYCIN; POLYMYXIN B
მწარმოებელი: Laboratoires du Docteur
E.BOUCHARA, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: ნეომიცინი+პოლიმიქსინი+დექსამეტაზონი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გლუკოკორტიკოსტეროიდი+ანტიბიოტიკი+სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება
კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ყურის წვეთები: ფლაკონში 10.5 მლ, საწვეთურით.
1 მლ
ნეომიცინის სულფატი ................................... 10 მგ (6500 სე)
პოლიმიქსინის სულფატი ............................. 10 000 სე
დექსამეტაზონის მეტასულფობენზოატი ......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლითიუმის ქლორიდი, თიომერსალი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიკოლ-პოლიეთილენი 400, პოლისორბიტი 80, დისტილირებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ფლობს ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატის ეფექტურობა განპირობებულია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინური მოქმედებითა და ორი ბაქტერიციდული ანტიბიოტიკის ანტიბაქტერიული ეფექტით.
ჩვენებები:
- გარეთა ყურის ანთება, გარეთა სასმენი მილის ინფექციური ეზემა;
- შუა ყურის მწვავე ანთება (დაფის აპკის დაზიანების გარეშე).
მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა საშუალოდ 7-10 დღე. გამოიყენება 1-5 წვეთი 2-ჯერ დღეში 6-10 დღე. გამოყენების წინ მიზანშეწონილია ფლაკონის შეთბობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უსიამოვნო შეგრძნება ყურში ცივი სითხის მოხვედრის გამო.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს კანის ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენებები:
* დაფის აპკის ინფექციური ან ტრავმული დაზიანება;
*პრეპარატის ერთ-ერთ კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაფის აპკის დათვალიერება. მისი მთლიანობის დარღვევის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული სმენისა და ვესტიბულარულ აპარატზე მისი ტოქსიკური მოქმედების რისკის გამო.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.