პოლიჟენი
(POLIJEN)
შემადგენლობა:
სამეფო ჟელე (ფუტკრის რძე) 20 მგ
ნიკოტინამიდი 20 მგ
ჟენშენის ექსტრაქტი 40 მგ
ასკორბინის მჟავა 150 მგ
ხორბლის ღივების ზეთი 50 მგ
ფოლის მჟავა 0,5 მგ
ალისარჩულის ზეთი (საფლორი) 30 მგ
კალციუმის პანთოტენატი 10 მგ
L – არგინინი 20 მგ
კალიუმი 8 მგ
L – ლიზინი 20 მგ
კალციუმი 50 მგ
ოროტის მჟავა 10 მგ
ფოსფორი 38,71 მგ
დეანოლის ბიტარტრატი 25 მგ
რკინა 14 მგ
სოიოს ლეციტინი 90 მგ
ფტორი 0,2 მგ
მეთიონინი 74 მკგ
მაგნიუმი 1 მგ
ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი 1 მგ
სპილენძი 2 მგ
მცენარის მტვერი 25 მგ
იოდი 150 მკგ
ვიტამინი A 5000 სე
მანგანუმი 2,5 მგ
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი ) 400 სე
მოლიბდენი 0,186 მგ
ვიტამინი E 180 მგ
თუთია 15 მგ
ბიოტინი 0,2 მგ
სელენი 50 მკგ
ვიტამინი B1 5 მგ
ქრომი 340 მკგ
ვიტამინი B2 5 მგ
ნიკელი 4 მკგ
ვიტამინი B6 4 მგ
ბორი 130 მკგ
ვიტამინი B12 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინის ფხვნილი, სორბიტოლი, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, ერითროცინი, ბრილიანტის ლურჯი, ეთილის ვანილინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლიჟენი შეიცავს საგანგებოდ შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ საპროფილაქტიკო და სამკურნალო მოქმედება ორგანიზმის ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
ფუტკრის რძე: ცილების, ამინომჟავების, ლიპიდების, ნახშირწყლების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების ბუნებრივი ნარევი.
ჟენშენი: ბუნებრივი ექსტრაქტი, რომელსაც გააჩნია ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი, ავლენს მასტიმულირებელ და მატონიზირებელ მოქმედებას. ჟენშენი ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგობის და რეგენერაციის უნარს.
ათი ბიოელემენტი, აუცილებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის.
ოცდაშვიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, მინერალი და მიკროელემენტი ავსებს დეფიციტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის, როგორც სადღეღამისო, ასევე რომელიმე მათგანზე გაზრდილ მოთხოვნილებას.
ჩვენებები:
- მოზრდილებში ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- კლიმაქტერული პერიოდი;
- სექსუალური ასთენია და უნაყოფობა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- მკაცრ დიეტაზე მყოფ პირთათვის;
- ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.
უკუჩვენებები:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- 12 წლამდე ასაკი.
გაფრთხილება:
პოლიჟენის მიღება დღის მეორე ნახევარში არ არის რეკომენდირებული.
მიღების წესი და დოზები:
მოზრდილთათვის - 1 კაფსულა ყოველდღე ან დღეგამოშვებით საუზმის შემდეგ 2-3 კვირის მანძილზე. დანარჩენ შემთხვევებში - ექიმის დანიშნულებით.
შენახვის პირობები:
ინახება 15° - 25° C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
კოლოფში მოთავსებულია 12 კაფსულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია:
“ე.ი.პ.ი.კო” ტენტ ოვ რამადან სიტი A.R.E. პირველი სამრეწველო ზონა B1, ეგვიპტე
“E.I.P.I.CO.” Tenth of Ramadan City A.R.E. First Industrial Zone B1, Egypt
“ვორლდ მედიცინ ლ.ლ.ც.”-სათვის (აშშ), 400, ვესტ ეფლ სტრიტ, SD, თი, 57064, აშშ
For “World Medicine L.L.C.” (USA), 400, West Apple Street, SD, Tea, 57064, USA.
E-mail: wm@wmcorp.us, Web-Site: www.wmcorp.us