პრაქსილინი
Praxilene
წამლის ფორმა
კაფსულა 100 მგ და 200 მგ შემოგარსული ტაბლეტები
გენერიული დასახელება:
ნაფტიდროფურილი
შემადგენლობა:
100 მგ კაფსულა შეიცავს 100 მგ ნაფტიდროფურილს.
200 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ნაფტიდროფურილს.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულა - მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი.
შემოგარსული ტაბლეტები – მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაკროგოლი 4000.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პერიფერიული ვაზოდილატატორი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი წარმოადგენს პერიფერიულ ვაზოდილატატორს. იგი აუმჯობესებს უჯრედშიდა მეტაბოლიზმს. პრეპარატი ხელს უწყობს ატფ-ის დონის მომატებას, აუმჯობესებს გლუკოზისა და ჟანგბადის უტილიზაციას, ქსოვილების ჰიპოქსიის პირობებში უჯრედებში ამცირებს რძის მჟავას დონეს.
ჩვენებები:
პრეპარატი ინიშნება პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევისას, მათ შორის ”ხანგამოშვებითი კოჭლობის”, კუნთების კრუნჩხვების, ქვედა კიდურების ტკივილის, განგრენის საწყისი სტადიის, ტროფიკული წყლულის, რეინოს სინდრომის, დიაბეტური ანგიოპათიის, აკროციანოზის სამკურნალოდ. აგრეთვე თავის ტვინში სისხლმიმოქცევის დარღვევისას, მათ შორის ცერებრული უკმარისობა და ცერებრული ათეროსკლეროზი, ყურადღების და/ან მეხსიერების, ხანდაზმულებში სმენის დარღვევა.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად მიღებისას ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს 2-3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრიუმში ტკივილი. ხანდახან - კანზე გამონაყარი. იშვიათად – ჰეპატიტი ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობა.
წინააღმდეგჩვენება:
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მწვავე ჰემორაგიული ინფარქტი, სისხლძარღვოვანი კოლაფსის მიმართ მიდრეკილება, ორთოსტატული ჰიპოტონია, კრუნჩხვითი მომატებული აქტივობა, გულის მძიმე ფორმის უკმარისობა, არითმია, აგრეთვე ნაფტიდროფურილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოშვების ფორმა:
100 მგ კაფსულა N20-100 შეფუთვაში
200 მგ შემოგარსული ტაბლეტები N20 შეფუთვაში
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
მწარმოებელი ფირმა:
“მერკ სანტე” (საფრანგეთი)