შემადგენლობა:
ნაფტიდროფულის ოქსალატის მჟავა —200 მგ
დანამატები :
ეუდრაჟიტ ღშ, კომპრიტოლ 888, ლაქტოზა , ტალკი , მაგნიუმის სტეარატი , ეუდრაჟიტ NE 30D, ჰიპრომელოზა , მაკროგოლ 4000, 415 მგ შემოგარსული ტაბლეტების მოსაზადებლად .
20 ტაბლეტიანი კოლოფი შეიცავს 4 გ ნაფტიდროფურილის ჰიდროგენ ოქსალატს .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : პერიფერიული ვაზოდილატატორი .
ჩვენება:
- ტკივილი არტერიიტის დროს ( ქვედა კიდურების არტერიების დისფუნქცია , რაც იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვას სიარულის დროს .)
- ცერებრო - ვასკულარული დარღვევა .
- ასაკთან დაკავშირებული მცირე ნევროლოგიური დარღვევები
- რეინოდის სინდრომი ( კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა .)
უკუჩვენება:
*ნაფტიდროფურილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგია;
* შარდში ოქსალატების მომატება;
* თირკმელში კენჭის არსებობა.
სიფრთხილე
სითხის გარეშე ძილის წინ პრეპარატის მიღებამ , შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავი მილის დაზიანება , ამიტომ კაფსულას უნდა მიაყოლოთ საკმარისი რაოდენობის წყალი
რეკომენდებულია მკურნალობის პერიოდში სითხით დატვირთვა , რადგან ყოველი 200 მგ ტაბლეტი შეიცავს 38 მგ ოქსალატს .
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრაქსილენით მკურნალობის პერიოდში , აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატების მიღების შესახებ .
დოზირება:
2-3 ტაბლეტი დღეში , ჭამის დროს .
ტაბლეტი არ გატეხოთ . დააყოლეთ დიდი რაოდენობით წყალი .
გვერდითი მოვლენები :
საჭმლის მომნელებელი სისტემა : დიარეა , გულისრევა , ღებინება , ტკივილი კუჭის არეში
იშვიათად - ღვიძლის ბიოლოგიური ფუნქციის მოშლა , კაფსულის მოძრაობის შეჩერება , რაც იწვევს საყლაპავი მილის ლოკალურ ანთებას ( თუ მიიღებთ წყლის გარეშე ), თირკმლის კენჭი ( კალციუმის ოქსალატი )
შეფუთვის ფორმა და დოზა
200 მგ №20 ტაბლეტი
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით
შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურა
მწარმოებელი:
Merk Lipha Sante s.a.s- თვის Famar LYON
29, AVENUE CHARLES DE GAULLE- 69230 SAINT GENIS LAVAL- FRANCE