პრესტო გელი
პრესტო გელი - რევოლუციური პროდუქტი, ბუასილის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
შეიცავს მაღალ ხარისხიანი ნატურალური კომპონენტების უნიკალურ კომპოზიციას.
პრესტო გელი განკუთვნილია სწრაფი და ეფექტური ტკივილის კუპირებისთვის, ბუასილის, ანალური ნახეთქების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
პრესტო გელი ეფექტურად ხსნის ტკივილს, წვას, ქავილს და გაღიზიანების შეგრძნებას ანალურ მიდამოში. ქმნის ფიზიკურ ბარიერს ლორწოვან გარსზე, ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას და კანის გაღიზიანებას.
პრესტო გელის შეფუთვა შედგება:
1 .ჰერმეტული ალუმინის ტუბი, პლასტიკური თავსახურით. მასა 25 გრ
2. აპლიკატორი (პლასტიკური წვერი) ინტრარექტალური გამოყენებისთვის
3. გამოყენების ინსტრუქცია
როგორ გამოვიყენოთ პრესტო გელი?
- მოხსენით თავსახური ტუბს
- გახვრიტეთ ტუბი და მჭიდროდ მიახრახნეთ აპლიკატორი (პლასტიკური წვერი) ინტრარექტალური გამოყენებისთვის
- შეიყვანეთ მიახლოებით 0.5-1 სმ გელი ანალურ ხვრელში. გამოყენების შემდეგ მოხსენით პლასტიკური წვერი და კარგად დახურეთ ტუბი თავსახურით
- აპლიკატორი გარეცხეთ ყოველი გამოყენების შემდეგ თბილი წყლით
პრესტო გელის შეფუთვა (25 გრ) საკმარისია მიახლოებით 100 ჯერ გამოსაყენებლად
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ ადგილას, ტემპერატურა არა უმეტეს +25 C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან.
გაფრთხილების ზომები:
- შესაძლებებილა ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
- აკრძალულიია შიგნით გამოყენება
- მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს
- თუ გაწუხებთ მძიმე სისხლდენა, ან მუდმივი პრობლემები ბუასილთან დაკავშირებით(ჰემორაიდალური კვანძების გადიდება) დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის
შემადგენლობა: ორმაგად დისტილირებული, ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებული წყალი (93.58%), ტრიეტანოლამინი (1.500%), კარბომერი (1%), ალოე ბარბადენსის ფოთლების ექსტრაქტი (3%), გერანიუმ ტუნბერგის ექსტრაქტი (0.220%), პოგესტემონ კაბლინის ფოთლების ექსტრაქტი (0.700%)
პრესტო გელი არ შეიცავს არამატიზატორებს და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს. პრესტო გელი დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ფორმულაა სწრაფი მოქმედებით. გელის გამოყენების შემდეგ პირველი რამოდენიმე წუთის განმავლობაში შეიგრძნობა ძლიერი გამაგრილებელი ეფექტი, რომელიც გადადის სასიამოვნო თბილ შეგრძნებაში
პრესტო გელი იცავს კრემის მიერ დაფარულ მიდამოს მავნე ბაქტერიებისგან რომლებიც იწვევენ ანთებას. ამცირებს სისხლმდენი სისხლძარღვების განვლადობას, ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას ჰემოროიდალური კვანძებიდან. ასტიმულირებს შეხორცების ბუნებრივ პროცესს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენები:
გელის შემადგენლობაში მხოლოდ ნატურალური კომპონენტებია, მისი გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები. ჰემორაიდალური კვანძების გადიდების შემთხვევაში, გელის გამოყენების დასაწყისში შეიძლება აღინიშნებოდეს გარდამავალი წვის შეგრძნება, ხელმეორედ გამოყენებისას ეს შეგრძნება ქრება.
გამოყენების წესი:
1-2 ჯერ დღეში, თითებით ფაქიზად დაიტანება ანალურ არეში. გამოყენების წინ რეკომენდებულია დაბანა საპნის გარეშე თბილი წყლით და რბილი ნაჭრით გაწმენდა.
4-6 ჯერ დღეში აპლიკატორის გამოყენებით შეიყვანეთ გელი ანალურ ხვრელში(სასურველია დეფეკაციის შემდგომ).
პრესტო გელი დაიტანეთ სუფთა კანზე, ყოველი დეფეკაციის შემდეგ.
პრესტო გელი გამოიყენება ყველა ასაკში, ორსულებში და მშობიარობის შემდგომ პერიოდში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ.
12 წლამდე ასაკში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით და მისი ზედამხედველობის ქვეშ.
მწარმოებელი: დან ფარმი, ისრაელი