საერთაშორისო დასახელება:
GUAIFENESIN
მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ
მოქმედი ნივთიერება: გუაიფენეზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.
1 ტაბ.
გუაიფენეზინი ........ 100 მგ
1 ტაბ.
გუაიფენეზინი ...... 200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას, რომელიც ამცირებს ნახველის ზედაპირის დაჭიმულობას და მის ადჰეზიურ თვისებას. პრეპარატი აქვეითებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს სასუნთქი გზებიდან მის ევაკუაციას.
ჩვენებები:
- პრეპარატი გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელსაც თან ახლავს სველი ხველა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად.
ერთჯერადი დოზა შეადგენს:
მოზრდილებში - 200-400 მგ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 100-200 მგ;
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50-100 მგ.
მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 4 საათს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის შეგრძნება, ხოლო პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შესაძლოა მივიღოთ სიმპათომიმეტურ, ბრონქოლიზურ-ფოსფიდიესთერაზას ინჰიბიტორებთან, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.