როსტაკური

რით გამოირჩევა პროსტატიტის საწინააღმდეგო და პარასამკურნალო მცენარული ნაყენი პროსტაკური სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?
პროსტაკური წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის, შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ და შარდგამომყოფი გზების სადეზინფექცოდ. 
დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული ქიმიურ-სინთეზური მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ პროსტაკურს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
1. 
მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, უებარი საშუალებაა პროსტატის ჯირკვალის სამკურნალოდ და მასში მომდინარე ანთებითი პროცესების ჩასაქრობად; გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება . 
პროსტაკურის სისტემატიური მიღებით იკურნება ნევროზი, უმჯობესდება კუჭის მოქმედება, ძილი.

2. 
პროსტაკური შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად და არ უშლის ხელს მათი თერაპიული ეფექტის გამოვლენას, პირიქით ეხმარება ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომების ალაგებას.
შემჩნეულია ზოგიერთი პაციენტისათვის მკურნალობის პერიოდში სქესობრივი პოტენციის საგრძნობლად მომატება და ორგანიზმის საერთო სასცოცხლო ტონუსის და ენერგიის ამაღლება, შრომის ნაყოფერების გაუმჯობესება. 
პროსტაკური საუკეთესო პროფილაქტიკური საშულებაა ჯანმრთელი მამაკაცებისთვისაც, რადგანაც სულ არსებობს მამაკაცისთვის რისკი აღმავალი გზებით პროსტატის ჯირკვალის დაინფიცირებისა, პროსტაკური საუკეთესოა ასევე დაბალი ფიზიკრი აქტივობის ფონზე შარდის ბუშტის მოდუნების გამო ინფექციური პროცესების განვითარების თავიდან ასაცილებლად. 
კარგია თუ პროსტატიტის - ამ მძიმე დაავადებისგან დაზღვევის და პროფილაქტიკის მიზნით დრო გამოშვებით ჯანმრთელი მამაკაციც ჩაიტარებს პროსტაკურის გამოყენებით 2-3 თვიან სანაციის კურსს.
ქალებში ძლიერ გავრცელებულია შარდის ბუშტის ანთება(ცისტიტი) . პროსტაკური მასში შემავალი ანტისეპტიკური მცენარეული წვენებით ამ დაავადების საწინააღმდეგოდ საუკეთესო თერაპიულ ეფექტს იძლევა.
3. 
პროსტაკურში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: ფარსმანდუკი, სალბი, თავშავა, და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:
მიღების წესი:
პროსტაკური არ ინიშნება ბავშვებისა და მოზარდებისთვის .
მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
4. 
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალ ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.
უკუჩვენება:
პროსტაკურის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე პროსტაკური არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე,აქვთ ეპილეფსია,კრუნჩხვები,ყოფილან კომაში.....რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.
მცენარეული პროსტაკური საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯამრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული პროსტაკური და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია