საერთაშორისო დასახელება:
SERENOA REPENS
მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
Serenoa repens -ის ნაყოფის ექსტრაქტი ........... 320 მგ
ჩვენებები:
- კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი.
უკუჩვენება:
* პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები:
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება.
შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15°C - +25°C
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!