საერთაშორისო დასახელება:
MULTIVITAMINE+OTER SUBSTANSES
მწარმოებელი: TEVA Pharmaceutical works CO LTD,უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: პოლივიტამინები და სხვა პრეპარატები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინური საშუალება და სხვა პრეპარატები. თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღმდგენი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 კაფს.
D,L მეთიონინი ................................ | 100 მგ |
L-ცისტინი ....................................... | 50 მგ |
კალციუმის პანთოთენატი ..................... | 50 მგ |
თიამინის ჰიდროქლორიდი .................. | 1.5 მგ |
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ........... | 10 მგ |
P-პარამინობეზოინის მჟავა ................... | 20 მგ |
მინერალების ქელატონაერთები ............. | 65 მგ |
რკინა ............................................. | 2 მგ |
თუთია ............................................ | 2 მგ |
სპილენძი ........................................ | 0.5 მგ |
ბუჩხის ექსტრაქტი .............................. | 50 მგ |
ხორბლის თავთავის ექსტრაქტი .............. | 50 მგ |
სამედიცინო საფუარა ........................... | 50 მგ |
დამხმარე ნივთიერებები:
კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი .... 45მგ
კაფსულის გარსი:
ჟელატინი ...... .................... 98 მგ,
წითელი ინდიგო(E132) ......... 0.05 მგ,
ყვითელი ქვინოლინი(E104) .... 0.11 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნივთიერებები, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში ხელს უწყობს მეტაბოლიზური პროცესების ნორმალიზაციას.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავთ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანებები და თმის ცვენა და ხელს უწყობს:
- თმის გარეგანი სტრუქტურის გაუმჯობესება და მათი მტვრევადობის შემცირება;
- თმის ძირების და ფრჩხილების ტროფიკის გაუმჯობესება;
- მდგრადობის მომატება და თმის ცვენის შენელება გარემოს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად (მექანიკური დაზიანება, ქიმიური ზემოქმედებით - თმის შეღებვა, რენტგენული და ულტრაიისფერი დასხივებით, განპირობებული).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისათვის - ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ ჭამის დროს ან ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ გრძელდება 2-3 თვე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება ან განმეორება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში (ინტენსიური ან დიფუზური თმის ცვენისას) რეკომენდებულია გაძლიერებული მკურნალობა: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში პირველი თვის განმავლობაში. შემდეგ შესაძლებელია გადასვლა მკურნალობის ჩვეულებრივ კურსზე: ერთი კაფსულა დღეში 3-ჯერ, ექიმის რეკომენდაციით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
დღეში 6 კაფსულის მიღებისას შესაძლებელია გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უმნიშვნელო დარღვევა. ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ 3 კაფსულამდე.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* არ არის რეკომენდებული მიღება ჰორმონალური დარღვევის შედეგად გამოწვეული თმის ცვენისას;
* ფრჩხილების ბაქტერიული დაავადებისას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აქვეითებს სულფანილამიდების მოქმედების აქტიურობას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 5-120C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.