რელიფი  (RELIEF®)

რექტალური სუპოზიტორია

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

არ არსებობს.

სავაჭრო დასახელება

რელიფი.

სამკურნალწამლო ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები

დახასიათება

გაუმჭირვალე, თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე, ტორპედოს ფორმის სუპოზიტორიები

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება (1 სუპოზიტორია შეიცავს): ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 5მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, სიმინდის სახამებელი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ბუასილის და ანალური ნახეთქების გარეგანი გამოყენების სამკურნალო სხვა საშუალებები. ათქ კოდი: C05AX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ალფა-ადრენომიმეტურ საშუალებას. ავლენს სისხლძარღვთა ადგილობრივ შემავიწროვებელ მოქმედებას, რაც ხელს უწყობს ექსუდაციის, ქსოვილების შეშუპების და ანორექტალურ მიდამოში ქავილის შემცირებას.

გამოყენების ჩვენებები

სიმპტომური საშუალება ბუასილის და ანალური ნახეთქების კომპლექსურ მკურნალობაში.

გამოყენების მეთოდი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ.

სწორ ნაწლავში შეიყვანება ერთი სუპოზიტორია დღეში 4 ჯერამდე (დილით, ძილის წინ და ყოველი დეფეკაციის შემდეგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების თავისებურებების, პრეპარატის ამტანობის და მიღებული ეფექტების გათვალისწინებით.

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: რეფლექტორული ბრადიკარდია, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მომატება.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა, სიმპტომატიკა ალერგიული რეაქციებისა, ჯვარედინი ტიპის რეაქციების ჩათვლით, ტომლებიც შესაძლებელია გამოვლინდეს კანზე გამონაყარის სახით, ქავილით, ანგიონერვული შეშუპებით, კონტაქტური დერმატიტით.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, ტრემორი, უძილობა, შეფოთვა, წამოხურება.

კანისა დაკანქვეშა ქსოვილების მხრივ: კონტაქტური დერმატიტი, ჰიპერემია, გამონაყარი კანზე, ქავილი, შეშუპება, ტკივილი, წვა.

იმ შემთხვევაში თუ განვითარდა ისეთი გვერდითი რეაქციები რომლებიც აღწერილი არ არის აქ, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და კონსულტაცია ექიმთან.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტებზე, მძიმე ფორმის არტერიული ჰიპერტენზია, გულის რითმის ტაქსისქოლური დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, მძიმე ფორმის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, მწვავე პანკრეატიტი, თრომბოემბოლური დაავადება (მათ შორის ადრე გადატანილი), გრანულოციტოპენია, მონოამინოოქსიდაზებთან ერთად გამოყენება ან 14 დღის განმავლობაში მათი მიღების შეწყვეტიდან.

ჭარბი დოზირება

რეკომენდებული ერთჯერადი და სადღეღამისო დოზების მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევებში შეიმჩნევა ჰიპერკოაგულაციისადმი.

ჰიპერდოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი მოვლენები: არტერიული ჰიპერტენზია, ტკივილი და დისკომფორტი გულის არეში, გულისცემა, სუნთქვის გაძნელება, ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპება, აგზნებადობა, კრუნჩხვა, ძილის დარღვევა, შფოთვა, გაღიზიანება, ფსიქოზი ჰალუცინაციებით, ზოგადი სისუსტე, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ოლიგოურია, შარდის გამოყოფის დარღვევა, სახის გაწითლება, სახსრებში სიცივის შეგრძნება, პარესთეზია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებში სისხლის მიწოდების შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლების სისხლმომარაგების გაუარესება, მეტაბოლური აციდოზი, პერიფერიული სისხლძარღვების გამავლობის გაძნელება რაც გულზე დატვირთვის გაზრდას იწვევს. სიმპტომური მკურნალობა.

უსაფრთხოების ზომები

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის დაავადებები, კუჭქვეშა ჯირკვლის, შარდვის გაძნელება (მაგ: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია) სამკურნალო საშუალების გამოყენება დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ, ხოლო მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.

პრეპარატის დანიშვნის წინ ექიმმა უნდა შეაგროვოს ალერგიული ანამნეზი, მათ შორის სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებზეც.

არ გამოიყენოთ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია ან არ აქვს დამცავი პლასტიკური გარსი.

უკანა ტანიდან მნიშვნელოვანი სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში, ან თერაპიული ეფექტის არარსებობისას საჭიროა დამატებით კონსულტაცია ექიმთან.

ვინაიდან, პრეპარატი შეიცავს მეთიპარაჰიდროქსიბენზოატს პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები, მათ შორის შენელებული ტიპისაც.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი არ გამოიყენება სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებთან ერთად (მათი ორგანიზმიდან გამოსვლის გზების მიუხედავად). ასევე, ანტიჰიპერტენზული საშუალებებთან ერთად (ბეტა-ადრენობლოკატორები). ატროპინის სულფატი ფენილეფრინის მიერ გამოწვეულ რეფლექტორული ბრადიკარდიის ბლოკირებას ახდენს და ამაღლებს ფენილეფრინის ვაზოპრესორულ მოქმედებას. ფენილეფრინის და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია და გამოხატული ბრადიკარდია გულის ბლოკადით.

სიფრთხილეა საჭირო რელიფის ერთდროული გამოყენებისას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, პრეპარატებთან, რომლების გავლენას ახდენენ გულის გამტარებლობაზე (საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმიული საშუალებები). ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც აძლიერებენ ორგანიზმიდან კალიუმის გამოდევნას (მაგ: ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები) შესაძლებელია გაღრმავდეს ჰიპოკალიემია და შესუსტდეს ფენილეფრინის ვაზოპრესული მოქმედება. სხვა სიმპტომიმეტურ საშუალებებთან ფენილეფრინის ერთდროული გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დამატებითი სტიმულაცია, რომელსაც ახლავს აგზნებადობა, გაღიზიანება, უძილობა, შესაძლოა კრუნჩხვითი შეტევის განვითარება.

პრეპარატ რელიფის ერთდროული გამოყენება არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი მიღების შეწყვეტიდან.  

გამოყენება ბავშვებში

12 წლამდე ბავშვებში სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში

სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე

ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

6 სუპოზიტორიანი 2 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

ინსტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ,

50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრულლი 103/ც, იტალია

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია