რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები

კალციუმის აცეტატი
გამოიყენება ზრდასრულებში

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
• შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითვა.
• დამატებითი ინფორმაციისათვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
• გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
• მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 8 დღის შემდეგ.

დანართ ფურცლელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს რენაცეტი 950მგ და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ რენაცეტი 950მგ გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ რენაცეტი 950მგ
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ რენაცეტი 950მგ
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადენს რენაცეტი 950მგ და რისთვის გამოიყენება?
რენაცეტი 950მგ გამოიყენება სისხლში ფოსფატის მომატებული კონცენტრაციის შესამცირებლად.
რენაცეტი 950მგ გამოიყენება ქრონიკულად დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა დიალიზის გამოყენება.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 8 დღის შემდეგ.
2. რა უნდა იცოდეთ რენაცეტი 950მგ გამოყენებამდე
არ მიიღოთ რენაცეტი 950მგ:
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კალციუმის აცეტატის, ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),
• თუ აღგენიშნებათ სისხში ფოსფატის შემცირებული კონცენტრაცია,
• თუ აღგენიშნებათ სისხში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია,
• კალციუმის მომატებული რაოდენობის გამოყოფისას შარდით, რაც
დაკავშირებულია თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების არსებობასთან,
• თუ გაქვთ დეკალცინირებული სიმსივნეები და მეტასტაზები ძვლებში (მეტასტაზები ძვლოვან ქსოვილში),
• თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა დიალიზით მკურნალობის გარეშე,
• თუ აღგენიშნებათ ყაბზობა,
• თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები,
• თუ ხანგრძლივი იმობილიზაციის (წოლითი რეჟიმი, ინვალიდის ეტლი) შედეგად აღგენიშნებთ ძვლის პათოლოგიური დეკალცინაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რენაცეტი 950მგ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

რენაცეტი 950მგ მკურნალობისას საჭიროა სისხლში კალციუმის და ფოსფატის რაოდენობის რეგულარული განსაზღვრა. კალციუმის დონის ნორმის ზღვარზე მეტად მომატების თავიდან ასაცილებლად (მაგ. კალციუმი საკვები დანამატის სახით) კალციუმით შემდგომი თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
სხვა პრეპარატები და რენაცეტი 950მგ
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები (ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით).
რენაცეტი 950მგ და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი.
რენაცეტი 950მგ-ის მიღებამ სხვა პრეპარატებთან ერთად შეიძლება შეამციროს მათი აბსორბცია ორგანიზმში:
მაგალითად:
 ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ტეტრაციკლინი და დოქსიციკლინი, ქინოლონები),
 ოსტეოპოროსის საწინააღმდეგო საშუალებები (ბიფოსფონატები),
 კარიესის (კბილის დაშლა) საპრევენციო საშუალებები (ფტორიდები),
 ანტიქოლინერგული ჯგუფის პეპარატებით მკურნალობა, როგორიცაა ატროპინი,
 ვიტამინი D-ს პრეპარატებით მკურნალობა.
ეფექტი საგულე გლიკოზიდებისა, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (როდესაც გული ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლს), შეიძლება გაიზარდოს რენაცეტი 950მგ-თან ერთად მიღებისას, მაშინ როდესაც ამ პრეპარტის მიღებამ კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად, რომლებიც ასევე გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თიაზიდური დიურეტიკებით, მაღალია სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატების რისკი. ადრენალინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა, როდესაც სისხლში მომატებულია კალციუმის კონცენტრაცია.

კალციუმის მარილების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი მჟავების და ნაღვლის მჟავების დალექვა კალციუმის სტეარატის სახით.
ამან შესაძლოა გაართულოს ურსოდეზოქსიქოლის მჟავას და ქენოდეზოქსიქოლის მჟავას აბსორბცია, ასევე ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბცია.

რენაცეტი 950მგ-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, ან ჭამის დასრულებისთანავე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით დაუღეჭავად.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ჰიპერკალცემიის განვითარების ალბათობა მაღალია ორსულ ქალებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალციუმს და ვიტამინ D-ს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რენაცეტი 950მგ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
რენაცეტი 950მგ შეიცავს საქაროზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მივიღოთ რენაცეტი 950მგ
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზა შეადგენს:
ზრდასრულები:
საუზმესთან ერთად: 1/5-1 შემოგარსული ტაბლეტი
წახემსების დროს: 1/5-1 შემოგარსული ტაბლეტი
ძირითად საკვებთან ერთად: 1-3 შემოგარსული ტაბლეტი
სამხართან ერთად: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ ნაწილებად. დოზა განსხვავდება ინდივიდუალურად. იქიდან გამომდინარე, რომ რენაცეტი 950მგ უკავშირდება საკვებში არსებულ ფოსფატს, შემოგარსული ტაბლეტების რაოდენობა უნდა დარეგულირდეს საკვების რაოდენობის (პორციის ზომა) და ამგვარად მიღებული ფოსფატის შესაბამისად. მაგალითად 2 შემოგარსული ტაბლეტი საუზმის დროს, რომელიც შემდგება მხოლოდ ერთი ნაჭერი ჯემიანი პურისაგან, გამოიწვევს კალციუმის სიჭარბეს და შესაბამისად სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაციის რისკს. მეორეს მხრივ, მხოლოდ 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება არ იყოს საკმარისი ძირითადი საკვებიდან დიდი რაოდენობით მიღებულ ფოსფატთან შესაკავშირებლად (ამგვარად არასაკმარისად ეფექტურია).

რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, ან ჭამის დასრულებისთანავე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით დაუღეჭავად.
თუ მიიღეთ რენაცეტი 950მგ ჭარბი დოზით
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ რენაცეტის 950მგ უფრო მაღალი დოზა, ვიდრე მოცემულია ამ დანართ ფურცელში, ან გადააჭარბეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას.
თუ დაგავიწყდათ რენაცეტი 950მგ მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ. მკურნალობა განაგრძეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
გვერიდი მოვლენების შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი სიხშირეები:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში
არახშირი: ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არ არის ცნობილი: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით

ზოგადი დარღვევები:
არახშირი: რბილი ქსოვილის კალციფიკაცია (მაგ. კანქვეშ ცხიმოვან ქსოვილში) ჩვეულებრივ ვლინდება მრავალი წლის განმავლობაში მიღების შემდეგ და ხშირად დაკავშირებულია სისხლში კალციუმის მომატებულ დონესთან.

დარღვევები გულის/სისხლძარღვების მხრივ:
არახშირი: სისხლში კალციუმის მომატებული დონე, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების შემდეგ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
იშვიათი: დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ როგორებიცაა გულისრევა და ყაბზობა, განსაკუთრებით ძალიან მაღალი დოზების მიღებისას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით:
გაერთიანებული სამეფო

Yellow Card Scheme

ვებ. გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ მეტი ინფორმაციის მოწოდება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ რენაცეტი 950მგ
 შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 არ გამოიყენოთ რენაცეტი 950მგ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.ს

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს რენაცეტი 950მგ
მოქმედი ნივთიერება არის:
950მგ კალციუმის აცეტატი (უწყლო), რაც შეესაბამება 240.5მგ კალციუმს.

სხვა ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი ა), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული.
გარსი: ჰიპრომელოზა, რაფინირებული აბუსალათინის ზეთი, ტალკი, ფორთოხლის არომატიზატორი.

რენაცეტი 950მგ აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
აღწერა:
თეთრი, ოვალური, ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

შეფუთვის ზომები:
100 შემოგარსული ტაბლეტი
200 შემოგარსული ტაბლეტი

ეს პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
გერმანია: Renacet 950 mg
გაერთიანებული სამეფო: Renacet 950 mg
ესპანეთი:  Acetato de calcio RenaCare 950 mg

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

RenaCare NephroMed GmbH

Werrastr. 1a

35625 ჰუთენბერგი
გერმანია
ტელ:+49 (0) 64 03 9 21 60
ფაქსი: +49 (0) 64 03 9 21 63
ელ.ფოსტა:  mail@renacare.com

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია