რეუტაზა
წვეთები, საკვები დანამატი
წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის,
Lactobacillus Reuteri და ფერმენტი ლაქტაზა
წამლის ფორმა და შეფუთვა:
10 მლ წვეთები per os მისაღებად, ყავისფერ ბოთლში, ფურცელ-ჩანართთან ერთად კოლოფში.
რას შეიცავს რეუტაზას წვეთები?
რეკომენდებული დღიური დოზა 6 წვეთი:
შემადგენლობა: 6 წვეთი
ცოცხალი ლიოფილიზირებული რძემჟავა ბაქტერიის კულტურა Lactobacillus reuteri DSM 26866 1•109 cfu*
ფერმენტი ლაქტაზა 13 მგ
cfu = კოლონიუმის წარმომქმნელი ერთეულები
შემადგენლობა: რაფინირებული და არარაფინირებული ზეითუნის ზეთი; საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები; ლიოფილიზირებული Lactobacillus reuteri DSM 26866,სიმინდის სახამებელი; ფერმენტი: ლაქტაზა; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი; სილიკონის დიოქსიდი.
კვებითი ღირებულება |
100 გრამი შეიცავს |
6 წვეთი შეიცავს (290 მგ) |
ენერგეტიკული ღირებულება |
3233.8 კ/ჯ (786.3 კ/კალორია) |
9.4 კ/ჯ (2.3 კ/კალორია) |
პროტეინი |
0 გ |
0 გ |
კარბოჰიდრატები |
2.59 გ |
|
- ადვილად შესათვისებელი (სახამებელი) |
2.59 გ |
|
ცხიმი |
86.21 გ |
0.25გ |
- ნაჯერი |
4.15 გ |
0.01 გ |
- ნაჯერი, საშუალო - ჯაჭვიანი |
42.07 გ |
0.12 გ |
- უჯერი |
39.99 გ |
0.12 გ |
მარილი |
0 გ |
0 გ |
რისთვის არის განკუთვნილი რეუტაზა ?
შეიცავს ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძემჟავა ბაქტერიას Lactobacillus reuteri DSM 26866;
შეიცავს ფერმენტ ლაქტაზას.
როგორია რეუტაზას წვეთების გამოყენების სათანადო წესი?
პროდუქტი განკუთვნილია ახალშობილებისა და ბავშვებისთვის;
გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს რათა მიღწეულ იქნასარსებული ნალექის ნორმალური განაწილება;
მიღებულ იქნას პირდაპირ ან შერეული ცივ სასმელებთან ერთად, მაგ. წვენთან ან რძესთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა : 6 წვეთი 1-ჯერ დღეში, საკვებთან ერთად;
დღიური დოზის გადაჭარბება რეკომენდებული არ არის;
საკვები დანამატი არ გამოიყენება რაიმე სახის დიეტის ან ჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად;
მნიშვნელოვანია ბალანსირებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება;
თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს: ანტიბიოტიკების მიღების შემთხვევაში წვეთების მიღება უნდა მოხდეს 3 საათიანი შუალედის დაცვით.
პიქტოგრამები შეფუთვაზე აჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნას პროდუქტი სწორად გამოყენებული. პიქტოგრამები ნიშნავს:
ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს.
გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების ზომები:
თუ ბავშვი ალერგიული ან ჰიპერსენსიტიურია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ, არ უნდა მოხდეს რეუტაზას წვეთების გამოყენება.
შენახვის პირობები:
ინახება: 15-25 o C ტემპერატურის პირობებში ორიგინალურ შეფუთვაში.
ბოთლი მჭიდროდ დახურული.
პროდუქტი უნდა მოარიდონ წყალს.
პროდუქტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
მწარმოებელი:
შპს PharmaS, Radnicka cesta 47, HR-10000 ზაგრები, EU
Pharmas Switzerland.S.A .ლიცენზიის თანახმად
წარმოების ქვეყანა: EU