ერთწლიანი ბოსტნეული მცენარეა, გვხვდება ველურად მოზარდიც. მის სამშობლოდ სამხრეთ აზია ითვლება. ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღერო აქვს. ფოტლების ქვემო ზედაპირზე ცხიმოვანი ჯირკვლები აქვს. ყვავილები თეთრია. მცენარე მთლიანათ არომატული სუნის მქონეა. საჭმელში იხმარება როგორც სანელებელი. მას შაშკვლავს უწოდებენ. სამედიცინო წყაროებში ის მოხსენებულია აგრეთვე ჰარიობის და ჰრილობის სახელწოდებით. „იადიგარ დაუდში“ ვხვდებით განმარტებას: „ჰრილბ, რეჰანი“. რეჰანი გამოყენებული იყო თვალის სნეულების მკურნალობისთვის: ვინცა ესე ჰარიობი დანაყოს და გაცრას და ვარდის წყალშიგა ამოსურიმს და ამის წვენი კაცს თვალში ჩააწუროს, მწოედ კაი არის თეთრს გაუქარვებს და სინათლეს მისცემს“ სამკურნალოდ იხმარებოდა აგრეთვე რეჰანის თესლი და წყალი. ეს მცენარე კეთილსურნელოვან მცენარეებს ეკუთვნის და, ამის გამო გამოყენებული იყო ახლად გამოჯანსაღებული ადამიანისათვის სასუნებლად.
ფიქრობდნენ აგრეთვე, რომ რეჰანის წასმა ხელს უწყობდა თმის ზრდას: „ვინცა რეჰანი დანაყოს და ახლის ერბოთი მოხარშოს და თავზედა შეიცხოს, თმა გაუგრძელოს“.
რეჰანის თესლი გვხვდება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო წამლების შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენდა სურნელოვან წასასმელ წამალს და იხმარებოდა კბილების და ღრძილების გამოსაწმენდად.
ფარმაკოპეაში შეტანილია მეორე სახეობა Ocimum gratissimum L., რომელიც ევგენოლის მისაღებ ნედლეულად ითვლება.