მწარმოებელი: ORION CORPORATOIN
მოქმედი ნივთიერება: დექსტროზა+ კალიუმის ქლორიდი+ ნატრიუმის ქლორიდი+ ნატრიუმის ცელულოზა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
წყალ-მარილოვანი და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში, შეფუთვაში 20 ც.
1 პაკ.
ნატრიუმის ქლორიდი ........ 3.5 გ
ნატრიუმის ციტრატი ......... 2.9 გ
კალიუმის ქლორიდი ........ 2.5 გ
უწყლო გლუკოზა ....... 10 გ
ჩვენება:
რეჰიდრატაციული პერორალური თერაპიისათვის მწვავე დიარეის დროს მსუბუქი (წონის დაკლება 3-5%) ან საშუალო (წონის დაკლება-10%) ხარისხის დეჰიდრატაციის შემთხვევაში.
მიღების წესი და დოზირება:
რეჰიდრონი მიიღება შიგნით საკვებისგან დამოუკიდებლად.
პაკეტის შიგთავსს ხსნიან 1ლ ახლადადუღებულ და გაცივებულ წყალში.
დიარეის დროს მიიღება პორციებად (50-100მლ) 3-5 წუთიანი ინტერვალით ან შეჰყავთ ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.
ახალშობილებსა და ბავშვებში ინიშნება 1-2 ჩაის კოვზი 5-10 წუთიანი ინტერვალით 4-6 საათის განმავლობაში (მიღებული ხსნარის რაოდენობა მსუბუქი დიარეის დროს შეადგენს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში, საშუალო სიმძიმის დიარეის დროს კი- 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში).
შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ხსნარის სავარაუდო რაოდენობაა 80-100მლ/კგ/დღე-ღამეში დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.
სითბური ზემოქმედების დროს წყალ-ელექროლიტური ცვლის დარღვევისას, რაც გამოწვეულია გადახურებითა და გაუწყლოებით (პოლიურია, წყურვილი), რეჰიდრონის ხსნარი მიიღება პორციებად 100-150 მლ-დან 500-900 მლ-მდე პირველი 30 წთ-ის განმავლობაში. შემდგომ ყოველ 40 წთ-ში ხსნარს იღებენ იგივე დოზებით წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე და სითბური დაზიანების სიმპტომების გაქრობამდე. ექსტრემალური სითბური და ფიზიკური დატვირთვის დროს წყალ-ელექტროლიტური დეფიციტის პროფილაქტიკისთვის რეჰიდრონი მიიღება პორციებად წყურვილის გრძნობის დაკმაყოფილებამდე.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
შენახვის ვადა:
3 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები:
რეჰიდრონის ფხვნილი ინახება ოთახის (15-250C) ტემპერატურაზე. მომზადებული ხსნარი კი- მაცივარში (2-80C) 24 საათის განმავლობაში.