რინგერის ხსნარი

    
სავაჭრო დასახელება: რინგერის ხსნარი

სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი

შემადგენლობა:
ბალანსირებული ხსნარი, რომელიც შეიცავს ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის მარილების ხსნარებს.

აღწერილობა:
უფერო გამჭვირვალე სითხე
  
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის წყალ-მარილოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს კრისტალოიდურ ხსნარს, რომელსაც გააჩნია დაბალი მოლეკულური მასა, იგი ადვილად გაივლის კაპილარების კედელს. თავისი შემადგენლობით იგი უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი.
პრეპარატის მნიშვნელოვანი თვისებაა _ სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მიკროცირკულაციის ნორმალიზაცია, სისხლის შედედების უნარის განვითარების პროფილაქტიკა.

ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება ზოგიერთი ფორმის წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექციისათვის, ტრავმული, საოპერაციო და დამწვრობით გამოწვეული შოკის დროს, სისხლდენების დროს, ასევე როგორც დეზინტოქსიკაციური საშუალება.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატი ინიშნება ინტრავენურად, წვეთოვანი 2-3 ლ-მდე დღეღამეში.

უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეჰყავთ ცირკულატორული დარღვევების დროს, როდესაც ვითარდება თავის ტვინის და ფილტვების შეშუპება, კორტიკოსტეროიდული საშუალებების დიდი დოზებით მკურნალობის დროს,  თირკმელების გამომყოფი ფუნქციის დარღვევის დროს.

გამოშვების ფორმა
200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები; 250მლ, 500მლ, 1000მლ და 3000მლ პოლიეთილენის პაკეტები.

შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი და მისი მისამართი:
Liqvor Pharmaceuticals
სომხეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია