ბეტამეთაზონი-დიკლოფენაკ ნატრიუმი-ვიტამინი B12, საინექციო

რაოდენობრივი ფორმულა: ყოველი ფლაკონი შეიცავს:

ნატრიუმის დიკლოფენაკი                                   75.00 მგ

ბეტამეთაზონი (დინატრიუმ ფოსფატის სახით)       2.00 მგ

ჰიდროქსოკობალამინი (სულფატის სახით)             10.00 მგ

ნატრიუმის მეტაბისულფიტი                                9.00მგ

ბენზილის სპირტი                                              120.00 მგ

პროპილენგლიკოლი                                           600.00მგ

დინატრიუმ ედეტატი                                         0.30 მგ

საინექციო წყალი ს.რ.                                         3.00 მლ

თერაპიული მოქმედება:

ანალგეზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტინევროზული

ათქ კოდი: M01AB66

ჩვენება:

ანთებითი და ინტენსიური მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით ნევროზული კომპონენტით. რევმატიული დაავადებები სახსრის და სახსარგარეთა გამოვლინებით. ფიბროზიტი. მიალგია, საჯდომი ნერვის ნევრალგია, ტრავმა. დაჭიმვა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები /თვისებები:

ფარმაკოლოგიური მოქმედება: როდინაკი B12 ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკს ნატრიუმის მარილის ფორმით, არასტეროიდულ ანთებისს საწინააღმდეგო საშუალებას (ასაპ), რომელიც გამოყოფილია ფენილის ძმარმჟავასგან, აქვს ინტენსიური ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზური მოქმედება. მისი ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმი ნაწილობრივ წარმოადგენს პროსტაგლანდინების ფუნქციის და გამოთავისუფლების ინჰიბირების შედეგს ანთებითი პროცესის დროს. ამ შემთხვევაში დიკლოფენაკი აინჰიბირებს ორივე იზოენზიმს, ციკლოოქსიგენაზებს  (ცოგ-1 და ცოგ-2). აღწერილია, რომ მაღალი კონცენტრაციით დიკლოფენაკი აინჰიბირებს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიტის წარმოქმნას, ლეიკოტრეინების და 5-ჰიდროქსიეკოზატეტრანის მჟავას (5- HETE) ჩათვლით. ამას გარდა, მას შეუძლია ლეიკოციტების მიგრაციის ინჰიბირება, ანთების ადგილზე და აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ინდუცირებულია  ADP და კოლაგენით. დიკლოფენაკი ახდენს ლიზოსომური ენზიმების გამოყოფის პრევენციას პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტებიდან და აინჰიბირებს სუპეროქსიდის პროდუქციას და ლეიკოციტების ქემოტაქსისს. მისი ანალგეზური ეფექტი დაკავშირებულია ნოციცეპტური გზის დაქვეითებასთან, პერიფერიულ დონეზე იმპულსების გენერირების ბლოკირებასთან. ამის მსგავსად, ცენტრალური მოქმედება პოსტულირებულია არაოპიოიდურ მექანიზმზე, ჰიპოთალამუსის დონეზე.

მას აგრეთვე გააჩნია ანტიპირეტული ეფექტი, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის დონეზე პროსტაგლანდინების აქტივობის დაქვეითებასთან, თერმორეგულაციის ცენტრში. ბეტამეთაზონი არის სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი.

ფიზიოლოგიური გლუკოკორტიკოიდები (კორტიზონი და ჰიდროკორტიზონი) ძირითადი მეტაბოლური ჰორმონებია, სინთეზური კორტიკოიდები, როგორიცაა ბეტამეთაზონი ძირითადად გამოიყენება მათი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო. მაღალი დოზა აქვეითებს იმუნურ პასუხს. მისი მეტაბოლური და რეტენციული ეფექტი ნაკლებია ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

ჰიდროქსიკობალამინი (ვიტამინი B-12) მოქმედებს როგორც კოენზიმი, მრავალ მეტაბოლურ ფუნქციაში, ლიპიდების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმის და ცილის სინთეზის ჩათვლით. ის საჭიროა ზრდის პროცესში, ურჯედების რეპლიკაციაში, ჰემატოპოეზში და ნუკლეოპროტეინების და მიელინის სინთეზში, ძირითადად მისი ეფექტის გამო მეთიონინზე, ფოლიუმის მჟავაზე და მალონის მჟავაზე. მაღალი დოზებით (ფარმაკოლოგიური), კლინიკურმა ტესტებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი ანტინევროზული ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა: პლაზმაში დიკლოფენაკის მაქსიმალური კონცენტაცია მიიღწევა ინტრამუსკულარული შეყვანიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში კონცენტრაცია დროის მრუდი, რომელიც მიიღება კუნთში ინექციის შემდეგ თითქმის ორჯერ მეტია ორალურად იდენტური დოზის მიღების დროს აღნიშნულ მაჩვენებელზე. დიკლოფენაკის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 99%-ზე მეტს და განაწილების მოცულობა- 0.12 – 0.17 ლ/კგ.

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევიდან 2 საათის შემდეგ, სინოვიურ სითხეში კონცენტრაცია უფრო მეტია ვიდრე პლაზმაში, ეს კავშირი ნარჩუნდება მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. სინოვიურ სითხეში ელიმინაციის საშუალო დრო შეადგენს 3-6 საათს. დიკლოფენაკის ტოტალური სისტემური კლირენსი პლაზმაში შეადგენს 263 ± 56 მლ/წთ-ს. გამოყოფის საშუალო დრო 1-2 საათს… დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ღვიძლით და გამოიყოფა ნაღვლით და თირკმელებით, ძირითადად გლუკურონატის ან სულფატის მეტაბოლიტების სახით. შარდში გამოყოფილი დოზის მხოლოდ 15 შეესაბამება დიკლოფენაკს, კონიუგირებული შეადგენს შარდში გამოვლენილი დოზის 5-10%-ს. დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ადამიანში ძირითადი მეტაბოლიტია 4-ჰიდროსიდიკლოფენაკი, შეადგენს საერთო გამოყოფილი დოზის დაახლოებით 40%-ს. დიკლოფენაკის 3 სხვა მეტაბოლიტი (3-ჰიდროქსი, 5-ჰიდროქსი, 4,5-დიჰიდროქსიდიკლოფენაკი) შეადგენს შარდში გამოყოფილი დოზის დაახლოებით 10-20%-ს. დიკლოფენაკის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია სწრაფად ხდება: მიღებული დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა პირველი 12 საათის განმავლობაში. დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მუდმივია განმეორებითი მიღების შემდეგ ჯანმრთელ პაციენტებში, მაგრამ თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში პრეპარატი და/ან მისი მეტაბოლიტები შეიძლება კუმულაციას ამჟღავნებდეს (თუმცა კლინიკური მნიშვნელობის გარეშე). ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში (ქრონიკული ჰეპატიტის, ციროზი პორტული დეკომპენსაციის გარეშე) ავლენს პრეპარატის კინეტიკას და მეტაბოლიზმს, რაც ჯანმრთელი სუბიექტების მსგავსია. კუნთში ინექციისას ჰიდროქსოკობალამინი სრულად შეიწოვება, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 1 საათში. სისტემაში მოხვედრის შემდეგ ჰიდროქსიკობალამინი უერთდება სპეციფიურ გადამტან ცილებს, ტრანსკობალამინებს. განსაზღვრულია სამი ტრანსკობალამინი (ტრანსკობალამინი 1, 2 და 3). ტრანსკობალამინთან დაკავშირებული ჰიდროქსიკობალამინი სწრაფად ტოვებს პლაზმას და ნაწილდება უპირატესად ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. მოზრდილებში ჰიდროქსიკობალამინის დაახლოებით 90%ის რეზერვაცია ხდება ღვიძლში. ნაღველი ჰიდროქსიკობალამინის ექსკრეციის ძირითადი გზაა. ჰიდროქსიკობალამინის ორი მესამედი გამოიყოფა ნაღველში და რეაბსორბცია ხდება თეძოს ნაწლავის ლორწოვანში, აქედან გამომდინარე გადის ენტეროჰეპატურ ციკლს. დანარჩენი გამოიყოფა განავალთან ერთად; მასში ჰიდროქსიკობალამინის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს საჭმლის მონელებელი ტრაქტის ეპითელური უჯრედების დესქვამაციით და აგრეთვე მსხვილ ნაწლავში არსებული ბაქტერიების სინთეზით.

ნორმალურ პირობებში შარდში ჰიდროქსიკობალამინის ექსკრეცია მწირია. როდესაც მიღებული დოზა პროგრესულად იზრდება, გლომერულური ფილტრაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ბეტამეთაზონის დინატრიუმ ფოსფატის ინტრამუსკულარული მიღების შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცეტრაცია მიიღწევა 60 წუთში. რეკომენდებული თერაპიული დოზების ფარგლებში პლაზმის ცილებთან, ძირითადად ალბუმინთან კავშირი შეადგენს 60-70%-ს. ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობაა 1.4 ± 0.3 ლ/კგ. ორალურად მიღებული ბეტამეთაზონის დინატრიუმ ფოსფატის პლამზაში ყოფნის პერიოდი საშუალოდ 5 საათს შეადგენს, მისი ბიოლოგიური საშუალო ხანგრძლივობა 36-54 საათია, თირკმლისმიერი კლირენსი 2.9 ± 0.9 მლ/წთ/კგ. ბეტამეთაზონის ეთერები ჰიდროლიზს განიცდის ქსოვილოვან დონეზე ინექციის ადგილას ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად და გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით, გლუკურონის მჟავასთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული კლინიკური სიტუაციები:

ღვიძლის უკმარისობის და ჰიპოთირეოზის დროს, ხანგრძლივდება გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიტების გამოყოფა, რამაც შეიძლება გააძლიეროს ბეტამეთაზონის ფარმაკოლოგიური მოქმედება. ამის მსგავსად, ჰიპოალბუმინემიამ, როგორც ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში აქტიური ნივთიერებების კონცენტრაციის მომატება, რომლებიც ცილებთან დაკავშირებული არ არის. გლუკოკორტიკოიდების ელიმინაცია ხანგრძლივდება ორსულობის დროს და პლაზმიდან გამოყოფა უფრო დაბალია  ახალშობილებში ვიდრე ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში და მოზრდილებში.

დოზირება და მიღება:

დოზის დადგენა მოხდება ინდივიდუალურად სამედიცინო კრიტერიუმების და პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. საშუალო რეკომენდებული დოზები შემდეგია:

მოზრდილები და ბავშვები >12 წლის: 1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში.

ინექციის ტექნიკა: ინექციის ადგილას დისკომფორტის და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების რისკის მინიმალიზაციისთვის, რეკომენდებულია გამოყენების გაიდლაინების დაცვა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინექციის ადგილში ასეპტიკის დაცვისას. ასეპტიკა შეამოწმეთ მუშაობისას. შეიყვანეთ რაც შეიძლება ღრმად. ინექციის პროცესი ნელი უნდა იყოს. ფრთხილად გააკეთეთ ინექციის ადგილის მასირება სითხის შეწოვის გაადვილებისთვის.

უკუჩვენება:

ანამნეზში ალერგია პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. აქტიური გასტროინტესტინური წყლული. ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე დარღვევები. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. სისხლის მწვავე მაღალი წნევა. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა და რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ასთმის მწვავე შეტევა, რინიტი ან გამონაყარი აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს. მწვავე ტუბერკულოზი, სისტემური მიკოზი. ვირუსული დაავადებები. მწვავე გლომერულონეფრიტი. მწვავე ფსიქოზი, ოსტეოპოროზი, ღვიძლის პორფირია, ორსულობა, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

სიფრთხილე: კორტიკოიდების მიღება შეიძლება ხელს უწყობდეს ინფექციების განვითარებას, ჰიდროსალი, ჰიდროსალინის რეტენციას და გასტრო დუოდენური მჟავა პეპტიურიდ აავადებების გამწავებას.

ასაპ-ით და/ან კორტიკოიტებით მკურანლობასთან დაკავშირებული გასტროიტენსტინური ეფექტების გათვალისწინებით, რეკომენდებულია იმ პაციენტების სამედიცინო ზედამხედველობა, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ პეპტიური წყლული ან გასტროინტესტინური ჰემორაგია.

განსაკუთრბეული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში რომლებიც დიკლოფენაკით ქრონიკულად მკურნალობენ პეპტიური წყლულოვანი დავადების და გასტროინტესტინური ჰემორაგიის და პერფორაციების გამო, ზემო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დამახასიათებელი სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაშიც. ხანდაზმული და სუსტი პაციენტები ნაკლებად იტანენ წყლულებს და ჰემორაგიებს ვიდრე სხვა ინდივიდები და მწვავე გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენების უმრავლესობა აღინიშნება ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ღვიძლზე ეფექტები: პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის გადახრა. ეს ლაბორატორიული ანომალიები შეიძლება პროგრესირდეს, უცვლელი დარჩეს ან ქონდეს ტრანზიტორული ხასიათი. ღვიძლის დაზიანების ზედამხედველობისთვის, რეკომენდებულია გლუტამილ პირუვის ტრანსამინაზას

(GPT) მონიტორინგი. ტრანსამინაზების მომატება უფრო ხშირად აღინიშნა ართროზით დაავადებულ პაციენტებში ვიდრე რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში. ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში აღწერილი ენზიმების ზრდის გარდა აღწერილია ღვიძლის მწვავე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, ჰეპატოცელულარული დარღვევის ჩათვლით სიყვითლით და მის გარეშე. კლინიკური გამოცდილების საუფძველზე, ტრანსამინაზების კონტროლი საჭიროა 4-8 კვირას შორის დიკლოფენაკით ხანგრძლივი მკურნალობის დაწყების შემდეგ. როგორც სხვა ასაპ-ის შემთხვევაში თუ ღვიძლის ანომალური ტესტები პერსისტირებს ან უარესდება, თუ ჩნდება ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნები და/ან სიმპტომები (მაგ. გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, გამონაყარი, სიყვითლე, ქავილი, ეოზინოფილია) მკურნალობა უნდა შეწყდეს უსაფრთხოების ზომების გამო.

ანაფილაქტოიდური რეაქციები: როგორც სხვა ასაპ-ის შემთხვევაში, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც ადრე ექსპოზირებულნი არ იყვნენ პროდუქტის კომპონენტებისადმი. რეკომენდებული არ არის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც ალერგია აქვთ ასპირინზე ან სხვა ასაპ-ზე. ამგვარ პაციენტებში აღწერილია უკიდურესად მწვავე რეაქციები.

თირკმლის მწვავე დაავადება: თირკმლის შორსწასული დაავადების შემთხვევაში ნებისმიერი ასაპ-თი მკურნალობა უნდა დაიწყოს თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ორსულობა: განსაკუთრებით ორსულობის გვიან პერიოდში, ასაპ-ს მიღება რეკომენდებული არ არის არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვის რისკის გამო.

ზოგადი უსაფრთხოების ზომები:

როდინაკი B12 არ უნდა გამოიყენონ სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც შეიცავს იგივე აქტიურ ნივთიერებებს ან სხვა ასაპ-ის მიღებამდე საჭიროა ადექვატური უსაფრთხოების ზომების მიღება, უნდა გაითვალისწინონ აქვს თუ არა პაციენტს გამოვლენილი მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

დიგროსალინის რეტენცია და ედემა: ჰიდროსალინის რეტენციის მწვავე ხარისხები აღწერილია შეშუპებასთან ერთადაც. ეს აღწერილია ანტიანთებითი საშუალებების გამოყენებისას, ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კარდიალური მოვლენები, სისხლის მაღალი წნევა ან სხვა პათოლოგია, რომელმაც შეიძლება ჰიდროსალინის რეტენცია გამოიწვიაოს.

თირკმლის ეფექტები: გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა, გულის დარღვევები, ღვიძლის დარღვევები, რომლებიც მკურნალობენ დიურეტიკებით და ხანდაზმულებში.

პაციენტებში, რომელებიც დიკლოფენაკით მკურნალობენ იშვიათად აღწერილია მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი და პაპულარული ნეკროზი. ასაპ-თან დაკავშირებული თირკმლის დაზიანების მეორადი ფორმა აღწერილია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელში პლაზმის ნაკადის ან სისხლის მოცულობის შემცირება, რადგან თირკმლის პროსტაგლანდინებს დამხმარე როლი აქვთ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამგვარ პაციენტებში ასაპ-ის მიღება იწვევს დაქვეითებას რაც დამოკიდებულია დოზაზე პროსტაგლანდინების სინთეზში და მეორადად თირკმელში პლაზმის ნაკადის შემცირებაზე, რამაც შეიძლება გააძლიეროს თირკმლის უკმარისობა, გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. თირკმლის მნიშვნელოვანი უკმარისობის იზოლირებული შემთხვევები აღწერილია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დიკლოფენაკს, მაგრამ არ აღინიშა 4000-ზე მეტ პაციენტში საერთაშორისო კლინიკურ შეფასებაში, რომლის დროსაც ხდებოდა შრატში კრეატინინის მოცულობის ინტენსიური კონტროლი. მხოლოდ 11 პაციენტში (0.3%) შრატში კრეატინინის და შარდოვანას დონე აღემატებოდა 2მგ/დლ-ს და 40მგ/დლ-ს დიკლოფენაკის მიღებისას. იმ ფაქტის გამო, რომ დიკლოფენაკის მეტაბოლიტები ძირითადად შარდში გამოიყოფა, პაციენტებში საჭიროა მკაცრი კონტროლი და დოზის შესაბამისი ცვლილება განსაკუთრებით თირკლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში.

პორფირია: დიკლოფენაკის გამოყენებას უნდა მოერიდონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის პორფირია, 1 ფაქტის გამო, რომ როგორც სხვა ასაპ-ს შემთხვევაში შეიძლება ამ პათოლოგიის კრიზისის ტრიგერირება, განსაკუთრებით პორფირიზული სინთეტაზას ზინაპრის დელტა-ამინოლევულინის მჟავას ინდუქცით.

ასეპტიური მენინგიტი: როგორც სხვა ასაპ-ს შემთხვევაში, ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფენაკით ნამკურანლებ პაციენტებში აღინიშნა ასეპტიური მენინგიტის, ცხელებით და კომით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენების განვითარება უფრო სავარაუდოა სისტემური ერითემატოზული მგლურით ან შემაეთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში, დიკლოფენაკით ნამკურნალებ პაციენტებში უნდა მენინგიტის ნიშნების ან სიმპტომების განვითარებისას უნდა გაითვალისწინო პრეპარატის მიღებასთან კავშირი.

არსებული ასთმა: ასთმით დაავადებული პაციენტების 10%-ში ასპირინის მიღებისას შეიძლება განვითარდეს კრიზისი (ასპირინ სენსიტიური ასთმა. ასპირინ სენსიტიური ასთმით დავადებულ პაციენტებში ასპირინის გამოყენება დაკავშირებულია ბრონქოსპაზმის ეპიზოდებთან, ზოგიერთი მათგანი უკიდურესად მწვავეა. იმ ფაქტის გამო, რომ ასპირინ სენსიტიურ პაციენტებში აღწერილია სხვა ასაპ-სთან ჯვარედინი რეაქციები ბრონქოსპაზმის ჩათვლით, დიკლოფენაკი არ უნდა გამოიყენონ ასპირინისადმი სენსიტიურობისას და სიფრთხილე უნდა დაიცვან ანამნეზში ასთმის მქონე პაციენტებში.

სხვა უსაფრთხოების ზომები: დიკლოფენაკის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს ცხელება და ანთება და აქედან გამომდინარე შეამციროს ზოგიერთი პათოლოგიის დიაგნოსტიკური ნიშნები. აღწერილია დაბინდული ან დაქვეითებული მხედველობა, სკოტომა და/ან ფერების აღქმის დარღვევა. თუ დიკლოფენაკის მიღებისას პაციენტს უვითარდება ამგვარი დარღვევა, პრეპარატი უნდა მოიხსნას და პაციენტმა უნდა გაიაროს ოფთალმოლოგიური შემოწმება. კორტიკოიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ წყლულოვანი კოლიტით დაავადებულ პაციენტებში (პერფორაციის რისკი), ბოლო დროს დადებული ნაწლავის ანასტომოზის, თირკმლის უკმარისობის, სისხლის მაღალი წნევის, ოსტეოპოროზის, მიასთენია გრავის და დიაბეტის შემთხვევაში. ზოგიერთ პაციენტში განსაკუთრებით ხანდაზმულებში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მოქმედებების შესრულებისას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ურთიერთქმედება:

დიკლოფენაკი

ორალური ანტიკოაგულანტები და ჰეპარინი: დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს ეფექტი. მეტოტრექსატი: შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიურობა.

დიურეტიკები: შეიძლება დაქვეითდეს დიურეტიკების აქტივობა.

სულფონილშარდოვანა: შეიძლება გაიზარდოს სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიური ეფექტი. დიგოქსინი და/ან ლითიუმი: შეიძლება გაიზარდოს დიგოქსინის და/ან ლითიუმის კონცენტრაცია პლაზმაში.

ციკლოსპორინი: შეიძლება გაიზარდოს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიურობა.

აცეტილსალიცილის მჟავალ აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება რეციპროკულად ამცირებს ბიომისაწვდომლობას.

ჰიდროქსიკობალამინი (ვიტამინიB12)

ალკოჰოლი (ჭარბი მოხმარება 2 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში), ამინო სალიცილატები, კოლხიცინი (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან დაკავშირებული) შეიძლება ამცირებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვიტამინ B12 –ის შეყვანას.

ანტიბიოტიკები: შეიძლება მოწმდებდეს მიკრობიოლოგიურ შეფასების მეთოდზე შრატში ვიტამინი B12 და ერითროციტების განსაზღვრაზე, აქედან გამომდინარე შეიძლება გამოიწვიოს ცრუ მცირე შედეგები.

ფოლიუმისმჟავა: მაღალი და მუდმივი დოზებით შეიძლება შეამციროს სისხლში ვიტამინი ბ12 –ის კონცენტრაცია.

ბეტამეთაზონი

ასპირინი: სალიცილემიის დაქვეითება.

ორალურია ნტიკოაგულანტები და ჰეპარინი: ანტიკოაგულაციური ეფექტის დაქვეითება, ორალური კონტრაცეპტივები: კორტიკოსტეროიდების ტოქსიურობის ზრდა, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: ფსიქოპათიის რისკი.

ჰორმონები (ესტროგენი/ანდროგენი): ედემა, წონის მატება.

იმუნო სუპრესორები: ოპორტუნისტული დაავადების განვითარების რისკი (მაგ. ტუბერკულოზი).

ორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინ: ჰიპოგლიკემია გლუკოზოტოლერანტობის გამო.

ანტიჰიპერტენზული საშუალებები: ანტიჰიპერტენზული ეფექტის დაქვეითება ჰიდროსალინის რეტენციის გამო. დასუსტებულ ვირუსიანი ვაქცინები: სერიოზული ზოგადი დაავადების რისკი. ალფა ინტერფერონი: მისი მოქმედების ინჰიბირების რისკი.

ენზიმის ინდუქტორები (რიფამპიცინი, ანტიკონვულსანტები როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი): კორტიკოიდული აქტივობის დაქვეითება.  პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ „torsades de pointes" (ანტიარითმული საშუალებები როგორიცაა ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინები, სოტალოლი და არა-ანტიარითმულები როგორიცაა ასტემიზოლი, ტერფენადინი, ვინკამინი, პენდამიდინი): მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს კორტიკოიდებით გამოწვეულმა შესაძლო ჰიპოკალიემიამ.

სათითურას პრეპარატები: შესაძლო ჰიპოკალიემია ხელს უწყობს სათითურას პრეპარატების ტოქსიურ ეფექტებს. სხვა ჰიპოკალიემიის გამომწვევი პრეპარატები (ზოგიერთი დიურეტიკი, ზოგიერთი მასტიმულირებელი სასაქმებელი საშუალება): ადიტიური ეფექტები.

კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა: ვირთხების კარცინოგენობის ხანგრძლივმა კვლევებმა, რომლებიც ირებდნენ დიკლოფენაკ ნატრიუმს >2მგ/კგ/დღეში დოზით გამოავლინა, რომ სიმსივნეების სიხშირე მნიშნველოვნად არ გაიზარდა. აღინიშნა ფიბროადენომას სიხშირის მცირედ ზრდა 0.5მგ/კგ დღეში დოზით, მაგრამ ზრდა მნიშვნელოვანი არ იყო ამ ტიპის სიმსივნისთვის. კარცინოგენობის 2 წლიანმა კვლევამ თაგვებში, როდესაც მამრები იღებდნენ დიკლოფენაკის >0.3მგ/კგ/დღეში დოზას და მდედრები 1მგ/კგ/დღეში დოზას, არ გამოავლინა ონკოგენეტიკური პოტენციალი.

დიკლოფენაკმა არ გამოავლინა მუტაგენური აქტივობა სხვადასხვა ინ ვიტრო და  ინ ვივო ტესტებში ქრომოსომული და ნუკლეარული ანომალიების კვლევების ჩათვლით; მდედრ და მამრ ვირთხებში 4მგ/კგ/დღეში დოზით გამოყენენისას არ აღინიშნა ფერტილობაზე გავლენა.

ორსულობა, ტერატოგენური ეფექტები: თაგვებში (>20მგ/კგ/დღეში) ვირთხებში და კურდღლებში (>10მგ/კგ/დღეში) გამოქვეყნებულმა რეპროდუქციის კვლევებმა, არ გამოავლინა ტერატოგენობის მტკიცებულება, დედის ტოქსიურობა და ნაყოფის ტოქსიურობა.

ვირთხებში ტოქსიურობა დაკავშირებული არ იყო გაძნელებულ მშობიარობასთან, ხანგრძლივ გესტაციასთან, ნაყოფის წონის ან ზრდის და გადარჩენის სიხშირის შემცირებასთან. თაგვებში და ვირთხებში დიკლოფენაკმა გამოავლინა პლაცენტის ბარიერის გადალახვის უნარი. თუმცა ორსულ ქალებში ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. ცხოველების რეპროდუქციის კვლევები ყოველთვის არ ასახავს ადამიანის პასუხს, აქედან გამომდინარე პროდუქტი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ თუ დედის სარგებელია არ აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.  ნაყოფში რისკია არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა რაც დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორის გამოყენებასთან, ამიტომ დიკლოფენაკის მიღებას უნდა მოერიდონ ორსულობის ბოლო სტადიაზე.

დაბადება: ორსულ ქალებში მშობიარობაზე და დაბადებაზე დიკლოფენაკის ეფექტები უცნობია. სხვა ასაპ-ს მონაცემების საფუძველზე არ შეიძლება იმ ფაქტის სრულად გამორიცხვა, რომ დიკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვის ინჰიბირება და მშობიარობის გახანგრძლივება.

ძუძუთი კვება: პოტენციური გვერდითი რეაქციების გამო, რომლებიც პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში, მისი მიღება უნდა შეწყდეს, უნდა გაითვალისწინონ დედისთვის მკურნალობის მნიშვნელობაც.

პედიატრიაში გამოყენება: ფარმაცეტული ფორმა არადექვატურია ბავშვებისთვის.

გერიატრიაში გამოყენება: განსხვავება არ აღინიშნა ეფექტურობის, გვერდითი მოვლენების ან გენეტიკური პროფილის მხრივ ხანდაზმულებში ახალგაზრდა მოზრდილებთან შედარებით. როგორც სხვა ასაპ-ის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებში შეიძლება ნაკლები იყოს ტოლერანტობა გვერდითი რეაქციების მიმართ.

გვერდითი რეაქციები: თერაპიულ დოზებში პროდუქტი ზოგადად კარგად აიტანებოდა. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები.

შემთხვევით: სიხშირე 1-10%

ზოგადი: მუცლის ტკივილი, ცეფალგია, ჰიდროსალინის რეტენცია, მუცლის დარღვევები. გასტროინტესტინური: დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, შებერილობა, ღვიძლის ტესტების დარღვევა. 3%-ზე ნაკლებში პეპტიური წყლული პერფორაციით ან მის გარეშე და/ან სისხლდენა. წყალელექტროლიტური: ჰიპოკალიემია, ნატრიუმის რეტენცია ხანდახან სისხლის მაღალი წნევით და გულის შეგუბებითი უკმარისობა.

ენდოკრინომეტაბოლური: არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

ნერვულისისტემა: ვერტიგო

კანი: გამონაყარი, ქავილი.

გრძნობათაორგანოები: ტინიტუსი.

იშვიათი: სიხშირე

ზოგადი: ზოგადი დისკომფორტი, ტუჩის და ენის შეშუპება, ფოტოსენსიტიურობის რეაქციები, ანაფილაქსიის და ხორხის შეშუპების იზოლირებული შემთხვევები. კარდიოვასკულური: ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა. გასტროინტესტინური: ღებინება, სიყვითლე, მელენა, სტომატიტის, ლორწოვანის სიმშრალე, ჰეპატიტი, პანკრეატიტი. იზოლირებულ შემთხვევებში საყლაპავის დაზიანებები, ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენული სინდრომი, კოლიტი.

ჰემატოლოგიური: ჰემოგლობინის დაქვეითება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და პურპურა. იზოლირებულ შემთხვევებში ეოზინოფილია, ანემია, ნეითროპენია, აგრანულოციტოზი, პანციტოპენია.

ენდოკრინომეტაბოლური: გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური დიაბეტი.

იზოლურებულ შემთხვევებში: კუშინგის სინდრომი, აკტჰ ჰიპერსეკრეცია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია, ბავშვებში განვითარების შეჩერება. ნერვული სისტემა: უძილობა/ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა, დიპლოპია, გაღიზიანება. იზოლირებულ შემთხვევებში: ასეპტიური მენინგიტი და კონვულსიები.

რესპირატორული: ეპისტაქსისი, ასთმა, ხორხის შეშუპება.

კანი და დანამატები: ალოპეცია, გამონაყარი, დერმატიტი, ანგიოედემა. იზოლირებულ შემთხვევებში:ლ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმული ერითემა, ვირუსული დერმატიტის. გრძნობათა ორგანოები: მხედველობის დაბინდვა, სკოტომა, სმენის დაკარგვა, დისგევზია. უროგენიტალური: პროტეინურია. იზოლირებულ შემთხვევებში: ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი.

ძვალკუნთოვანი: იზოლირებულ შემთხვევებში კუნთების ატროფია, რომელსაც წინ უსწრებს კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი, ძვლის მოტეხილობა, ბარძაყის თავის ასეპტიური ნეკროზი.

ინექციის ადგილას აღწერილია ზოგიერთი არასასურველი ადგილობრივი ეფექტი როგორიცაა ინექციის შემდგომი ტკივილი, გამაგრება და გამონაკლის შემთხვევებში აბსცედირება და ნეკროზი (ბოლო ორი განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ ხანდაზმულ პირებში). მკურნალობის ჩვეული ხანმოკლე ხასიათის გამო ამ გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა დაბალია.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის ცენტრს.

შეფუთვა: შეფუთვაში 3 ან 6 ფლაკონი. საავადმყოფოში გამოყენებისთვის 100 ფლაკონი.

 

შენახვის და უსაფრთხოებისპ ირობები:

ინახება

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი მე-2 ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

INSTITUTO BIOLÓGICO CONTEMPORÁNEO S.A. ARGENTINA

წარმოების ლიცენზიის მფლობელი:

GÉMINIS FARMACÉUTICA S.A.,Argentina

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია