როვატინექსი
საშარდე სისტემა კენჭების გარეშე!
მხოლოდ ექიმის დანიშნულებით
შემადგენლობა: 1 გასტრორეზიზსტენტულ კაფსულაში – α-პინენი 24.8მგ, β-პინენი 6.2მგ, კამფენი 15.0მგ, ბორნეოლი 10.0მგ, ანეტოლი 4.0მგ, ფენხონი 4.0მგ, ცინეოლი 3.0მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატი ლითოლიზური , სპაზმოლიზური და შარდმდენი ეფექტით პრეპარატი.
როვატინექსი ხელს უწყობს თირკმელება და შარდსადენში კენჭების დეზინტეგრაცია და გამოდევნას . პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტერპენები არის ცხიმსცსნადი და კარგად ათვისებადი, ის განიცდის მეტაბოლურ ცვლილებებს და გამოიყოფა შარდთან ერთად , ძირითადად გლუკუნორიდების სახით. ეს ზრდის შარდში დამცავი კოლოიდებისა და გლუკურონის მჟავის შემცველობას რასაც აქვს როგორც სამკურნალო , ასევე პროფილაქტიკური მნიშვნელობა. გლუკურონიდები აზრდის კალციუმის მარილების ხსნადობას (კენჭების ძირითადი კომპონენტები).როვატინექსს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს კენჭების განვლადობას საშარდე გზებში , ამცირებს ტკივილს თირკმელის და შარდსადენის კოლიკის დროს. გააჩნია ანთბის საწინააღმდეგო , ანტიმიკრობული მოქმედება.
ჩვენებები:
- შარდკენჩოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი, უროლითიაზი);
- თირკმელებსა და საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა.
გამოყენების წესი და დოზა: ექიმის დანიშნულებით. კაფსულა მიიღება მთლიანად დაუღეჭავად ჭამის წინ. მკურნალობის პერიოდში უნდა გაზარდოთ სითხის მიღება.
- ჩვეულებრივი დოზა ბავშვებისათვის 6 - 14 ასაკიდან: თითო კაფსულა ორჯერ დღეში.
- ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის და ბავშვებისათვის 14 წლის ასაკიდან: 1 - 2 კაფსულა 4 - 5 ჯერ დღეში.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა. უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილით: ანტიკოაგულანტების და ისეთი პრეპარატების ერთდროულად მიღება რომლებიც ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდურებული პრეპარატის გამოყენება თირკმლის კოლიკისა და საშარდები გზების ანთების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია: მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა: 10 საღეი კაფსულა ბლისტერზე. 10 ბლისტერი (100 კაფსულა) მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
მწარმოებელი: ,,Rowa Pharmaceuticals“, ირლანდია.