რონოციტი
RONOCIT

სავაჭრო დასახელება
რონოციტი, Ronocit

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ციტიკოლინი, Citicoline

სამკურნალწამლო ფორმა
საინექციო ხსნარი

შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერება:
ციტიკოლინი (ნატრიუმის მარილის სახით) 500 მგ ან 1000 მგ
დამხმარე ნივთიერება:
საინექციო წყალი

პრეპარატის ათქ კოდი  N06BX06

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციტიკოლინი, წარმოადგენს რა უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტების (განსაკუთრებით ფოსფოლიპიდების) წინამორბედს, ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით: ხელს უწყობს უჯრედის დაზიანებული მემბრანის აღდგენას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზებს, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ზედმეტი რაოდენობით წარმოქმნას, ასევე, მოქმედებს რა აპოპტოზის მექნიზმებზე, ხელს უშლის უჯრედის სიკვდილს. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს დაზიანებული ქსოვილის სიდიდეს, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. თავ-ზურგტვინის ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას და ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატვას.
ციტიკოლინი აუმჯობესებს ჰიპოქსიის დროს არსებული სიმპტომების მიმდინარეობას, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, ემოციური ლაბილობა, უინიციატივობა, სიძნელეები ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურების დროს.
პრეპარატი არ მოქმედებს სუნთქვაზე, პულსზე და არტერიულ წნევაზე, ამდენად, შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობა.  

ფარმაკოკინეტიკა
რადგან ციტიკოლინი ითვლება ბუნებრივ ნაერთად, რომელსაც შეიცავს ორგანიზმი, მისი კლასიკური ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევის ჩატარება შეუძლებელია, ციტიკოლინის ეკზოგენური და ენდოგენური რაოდენობრივი განსაზღვრის სიძნელესთან დაკავშირებით. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში ნიშანდებული С14  _ ციტიკოლინის შიგნით მიღებისას აღინიშნებოდა მისი პრაქტიკულად სრულად შეწოვა. დანიშვნიდან 5 დღის განმავლობაში ფეკალიებთან ერთად ექსკრეტირდა დანიშნული დოზის 1 %-ზე ნაკლები.

გამოყენების ჩვენებები
-    იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი;
-    იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
-    ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
-    კოგნიტიური დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები
-    ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება);
-    ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (მონაცემების არ არსებობის გამო);
-    პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნებადობა ტრემორი.
საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, მადის დაქვეითება, ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის შეცვლა.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ანაფილაქსიური შოკი.
სხვა: ცხელება; ცალკეულ შემთხვევებში _ ხანმოკლე ჰიპოტენზიური მოქმედება, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულირება.

დოზირება და გამოყენების წესი
ხსნარი ინტრავენურად და ინტრამუსკულარულად გამოყენებისთვის.
ინტრავენურად ინიშნება ნელი ინტრავენური ინექციის ფორმით (5 წუთის განმავლობაში) ან წვეთოვანით ინტრავენური გადასხმისთვის (40 – 60 წვეთი წუთში) ინსულტების და ქალა-ტვინის ტრავმის დროს მწვავე პერიოდში 1 000 -    2 000 მგ დღეში, დაავადების სიმძიმისგან დამოკიდებულებით 3-7 დღის განმავლობაში, შემდგომ ინტრამუსკულარულ ან პერორალურ გამოყენებაზე გადასვლით. ინტრავენური შეყვანის გზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტრამუსკულარული.
ინტრამუსკულარულად: 1-2 ინექცია დღეში. ინტრამუსკულარული გამოყენებისას არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის განმეორებითი ინექცია  ერთიდაიმავე ადგილზე.
ცნობიერების ხანგრძლივი დარღვევების დროს შესაძლებელია დაავადების პირველივე სტადიებიდან პრეპარატის უწყვეტი გამოყენება.
პარკინსონის დაავადებისა და სინდრომის დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ-ს დღე-ღამეში 3-4 კვირის განმავლობაში შესვენებებით.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის დროს პრეპარატის დანიშვნა მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისთვის.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა, რადაგან მონაცემები ქალის რძესთან ერთად ციტიკოლინის გამოყოფის შესახებ არ არსებობს.  

დოზის გადაჭარბება
პრეპარატის დაბალი ტოქსიურობის გამო დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუნდაც თერაპიული დოზის გადაჭარბების დროს.  

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციტიკოლინი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება მეკლოფენოქსატის შემცველ სამკურნალწამლო საშუალებებთან.
რონოციტის დანიშვნა შესაძლებელია ქალასშიდა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან და ჩვეულებრივ პერფუზიულ ხსნარებთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები
თავის ტვინის ტრავმების დროს ქალასშიდა წნევის დაქვეითებისთვის აუცილებელია ისეთი პრეპარატების დანიშვნა, როგორიცაა მანიტოლი და კორტიკოსტეროიდები.
ენდოკრინული სისხლჩაქცევების დროს არ შეიძლება ციტიკოლინის დოზის 500 მგ-ზე მეტად მომატება ერთჯერადად გამოყენებისთვის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დოზის დაყოფა (100-200 მგ 2-3-ჯერ დღეში).

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება
ციტიკოლინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გამოშვების ფორმა
რონოციტი, საინექციო ხსნარი, 4 მლ, მინის უფერო ამპულაში.
5 ამპულა კონტურულ-უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურულ-უჯრედოვანი შეფუთვა ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

მწარმოებელი
რონოციტი არის კომპანია “როტაფარმი,,-ს პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი.
დიდი ბრიტანეთი.
(“ROTAPHARM”, Great Britain).    
წარმოებულია
“ვეკი & კ. პიამ ს.ა.პ.ა.“,  ქუჩა პადრე გ. სემერია, 5, 16131 გენუა, იტალია).
(“Vecchi & C.PIAM s.a.p.a.”, Via Padre G. Semeria, 5, 16131 Genova, Italy)

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია