შემადგენლობა
აღწერილობა: მყარი, ღია ყავისფერი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, ღია ყვითელი-ყავისფერი ფხვნილის შემცველობით.
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ლიოფილიზებული ბაქტერიები 2.5 × 109CFU:
- Lactobacillus bulgaricus 0.5 × 109CFU
- Streptococcus thermophilus 0.8 × 109CFU
- Lactobacillus acidophilus 0.8 × 109CFU
- Bifidobacterium ssp. (Bifidobacterium bifidum,
Bifidobacterium longum, Bifidobacterium infantis) 0.4 × 109CFU
ინულინი 150.0მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემცველობა: რკინის შავი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ჟელატინი.
როტაბიოტიკი – კომბინირებული პრობიოტიკი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების შტამები: Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium ssp., აგრეთვე Streptococcus thermophilus. როტაბიოტიკი ახდენს ორგანიზმის ფუნქციის ოპტიმიზაციას, არეგულირებს წონასწორობას და ანორმალიზებს ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობას.
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები ახდენენ ნახშირწყლების დაშლას რძემჟავის წარმოქმნით. მათ მიერ წარმოქმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების განვითარებას, რომლებიც შეადგენენ ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის 85-95%-ს. Lactobacillus bulgaricus და Streptococus thermophilus-ის კულტურები ავლენენ სიმბიოზს, აკომპენსირებენ რა ერთმანეთის მეტაბოლიზმს და ასტიმულირებენ ურთიერთზრდას. ინულინი – მცენარეული პოლისაქარიდი, D-ფრუქტოზის პოლიმერი, ზრდის კალციუმისა და მაგნიუმის შეწოვას, ხელს უწყობს ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის კონცენტრაციას. ინულინი დადებით გავლენას ახდენს ნაწლავურ ფლორაზე და ასტიმულირებს ბიფიდობაქტერიების ზრდას. ბიფიდობაქტერიებსა და ლაქტობაქტერიებს გააჩნიათ მაღალი ანტაგონისტური აქტივობა პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ, თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელების, როტავირუსების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის, ზოგიერთი საფუარი სოკოს სიცოცხლისუნარიანობას, აფერხებენ მათ ადჰეზიას ნაწლავების ლორწოვან გარსთან. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის განვითარებისთვის, არეგულირებენ ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიოცენოზის ნორმალიზაციას. ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ამაღლებენ ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას, გააჩნიათ იმუნომოდულაციური მოქმედება.
როტაბიოტიკის შემადგენლობაში შემავალი ნორმალური მიკროფლორის ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელებას, მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში, ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესებში (ავლენენ ჰიპოქოლესტერინემიულ მოქმედებას). ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანტოთენის მჟავის, K ვიტამინისა და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას.
- ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია;
- ბავშვებსა და მოზრდილებში ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა,;
- კვების რაციონის შეცვლასთან, მოგზაურობასთან და სხვა მიზეზებთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქციის (დიარეა, ყაბზობა) მკურნალობა;
- საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი;
- გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები (მწვავე და ქრონიკული);
- იმუნიტეტისა და დაავადებების მიმართ ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის ამაღლება.
როტაბიოტიკი მიიღება შიგნით, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, კაფსულა უნდა გაიხსნას, მისი შემცველობა მოთავსდეს კოვზზე და შეერიოს მცირე რაოდენობის სითხე.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მოზრდილები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
გამოყენება პედიატრიაში
ერთი წლის ასაკიდან ბავშვებში საკუთარი ნაწლავური მიკროფლორის განვითარების მიზნით, პრობიოტიკური პრეპარატების გამოყენება ამ ასაკობრივი კატეგორიის ავადმყოფებში შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პაციენტთა შემდეგი ჯგუფებისათვის პრობიოტიკური თერაპია ტარდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით:
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ იმუნური სისტემის დარღვევა ან დათრგუნვა, განსაკუთრებით პაციენტები, შიდსის გვიან სტადიაზე ან ალოტრანსპლანტანტების მქონე პაციენტები, აგრეთვე ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტები;
- პაციენტები, ენდო- ან მიოკარდიტით, გადატანილი ოპერაციით მსხვილ ნაწლავზე, პირის ღრუში ან კბილებზე;
- პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა, მათ შორის
ინსულინდამოკიდებული დიაბეტიკები. პრობიოტიკებს შესწევთ უნარი გააუმჯობესონ შაქრის შეთვისება და ამასთან გამოიწვიონ ინსულინური შოკი. პრობიოტიკების მიღებისას აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივად გაზომვა და ინსულინის დოზის შესაბამისად შემცირება;
- მოკლე ნაწლავების სინდრომის მქონე ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ D-ლაქტური აციდოზი. აუცილებელია შტამებით D-ლაქტატის პროდუცირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიღება;
- სისხლიანი დიარეის მქონე პაციენტები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, პრობიოტიკების სასარგებლო მოქმედება აღემატება შესაძლო რისკს.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
როტაბიოტიკი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ამჟამად ცნობილი არ არის როტაბიოტიკით ჰიპერდოზირების შემთხვევების შესახებ.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული გვერდითი ეფექტების ან არასასურველი რეაქციების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ინახება ნესტისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 18°C-ტემპერატურაზე.
ფლაკონის გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში და გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.