საერთაშორისო დასახელება:
RUBITAL FORTE
მწარმოებელი: P.P.E. "GEMI", პოლონეთი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფიტოპრეპარატი ამოსახველებელი, ამომფენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 125 მლ დოზირებული ხუფით.
100 გ
ტუხტის ფესვების 6% ექსტრაქტი .............. | 25.4 გ |
საქაროზა ............................................ | 40 გ |
ეთანოლი 600 ...................................... | 1 გ |
ნატრიუმის ბენზოატი ............................. | 0.1 გ |
ჟოლოს სიროფი ................................... | 33.4 გ |
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება როგორც ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსველი, დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, აგრეთვე, გაციებით გამოწვეული სხვა დაავადებების სამკურნალოდ:
- მშრალი ხველა;
- სველი ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით;
- ბრონქიტი, ტრაქეიტი, ბრონქული ასთმა;
- ყელისა და ხახის ტკივილი;
- მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი და სხვა.
მიღების წესები და დოზირება:
3-დან 60 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/2 დოზირებული ხუფი (5 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით ასაკის ბავშვებში: 1:2 დოზირებული ხუფი (15 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში: 1 დოზირებული ხუფი (10 მლ) 3-4-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბენზოატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ჭარბი დოზირება:
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.