კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ფლაკონი 100მლ

 შემადგენლობა  1½ ჩაის კოვზი (7,5მლ)  5 ჩაის კოვზი (25მლ)
 ექინაცეას ექსტრაქტი  0,90მ  3მგ
 რუტინი  0,75მგ  2,5მგ
 შავი მოცხარის კონცენტრატი  111,6მგ  372მგ
 ჟოლოს წვენი  37,2მგ  124მგ
 ასკილის ექსტრაქტი  7,44მგ  24,8მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.

ჩვენებები

- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

მიღების წესები და დოზები

3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში. 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
AFLOFARM, Poland
პოლონეთი

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია