მწარმოებელი: AFLOFARM, Poland
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნომოდულატორები; ფიტოპრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფლაკონი 100მლ
შემადგენლობა | 1½ ჩაის კოვზი (7,5მლ) | 5 ჩაის კოვზი (25მლ) |
ექინაცეას ექსტრაქტი | 0,90მ | 3მგ |
რუტინი | 0,75მგ | 2,5მგ |
შავი მოცხარის კონცენტრატი | 111,6მგ | 372მგ |
ჟოლოს წვენი | 37,2მგ | 124მგ |
ასკილის ექსტრაქტი | 7,44მგ | 24,8მგ |
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, დისტილირებული წყალი, ლიმონმჟავა (მჟავიანობის რეგულატორი), ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტინის ფისი (შემასქელებელი), ჟოლოს წვენი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მცენარეული იმუნოსტიმულატორი. პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვით ძალებს და წარმოადგენენ იმუნიტეტის სტიმულატორებს.
ჩვენებები:
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.
მიღების წესები და დოზები:
3 წლამდე ბავშვებში: ½ ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-ჯერ დღეში.
3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 5-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ყოველდღიური მიღებისას 10 დღე ან დღეგამოშვებით 20 დღე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. არ არის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
უკუჩვენება;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
* აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირებმა ექინაცეა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება დახურულ მდგომარეობაში, 25ºC - ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.