სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს გვარის ბაქტერია იწვევს (ცნობილია მისი 2200-ზე მეტი სეროტიპი). კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს - დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით.
შემთხვევათა უმრავლესობაში სალმონელოზი უპირატესად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანებით (გასტროენტერიტი, კოლიტი) მიმდინარეობს.
ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ცხოველები, ზოგჯერ - ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ მსხვილფეხა ცხოველებში, ასევე - კატებში, ძაღლებში, მღრღნელებსა და ფრინველებში გვხვდება სალმონელოზის უსიმპტომო ფორმა. ამ დროს ცხოველები სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებიან, მაგრამ რძესთან, ნერწყვთან, შარდსა და განავალთან ერთად გარემოში უხვად გამოყოფენ ინფექციის გამომწვევს. ამ კუთხით ყველაზე სახიფათონი არიან ინფიცირებული შინაური ცხოველები (რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი, კატა, ძაღლი). ხშირად ინფიცირებულია შინაური ფრინველების კვერცხიც.
ადამიანებიდან ინფექციის წყაროდ შეიძლება იქცნენ მედპერსონალი და ჰოსპიტალიზებული პაციენტები, ასევე - საკვები პროდუქტების დამამზადებელი და სავაჭრო ქსელების თანამშრომლები.
სალმონელოზით ინფიცირების ძირითადი გზა ალიმენტურია (კვებითი). დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ყველაზე ხშირად რძისა და მისი ნაწარმის, ხორცის სუფლეს, სალათის, კვერცხის, კრემიანი ნამცხვრების ანუ იმგვარი საკვების მეშვეობით ხვდება, რომლის კულინარიული დამუშავება არ ხდება უშუალოდ ჭამის წინ. ინფექცია ვრცელდება წყლითაც (ტბები, მდინარეები და, საზოგადოდ, ღია წყალსატევები, ასევე - წყალგაყვანილობის სისტემა ავარიების დროს). აღსანიშნავია, რომ ადრეული ასაკის ბავშვებს ინფექცია შეიძლება შეხვდეთ კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ზოგჯერ ინფიცირებული მტვრის ჩასუნთქვითაც კი.
სალმონელოზი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტად ხშირდება ზაფხულში, რასაც ექიმები საკვების შენახვის პირობების გაუარესებით ხსნიან.
ორგანიზმში მოხვდრილი სალმონელა ინერგება ნაწლავის ლორწოვან შრეში და ნაწლავის გარსის დამაზიანებელ ტოქსინებს გამოყოფს. ეს იწვევს ფაღარათს, ორგანიზმის გაუწყლოებასა და მუცლის ტკივილს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
კვებითი გზით ინფიცირების შემთხვევაში სალმონელოზის საინკუბაციო პერიოდი 6 საათიდან 3 დღემდე გრძელდება (უმეტესად - 12-24 საათს). ჰოსპიტალური (საავადმყოფოსშიდა) აფეთქების დროს, როდესაც ინფექცია ვრცელდება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, საინკუბაციო პერიოდი 3-8 დღეს გასტანს.
ცნობილია სალმონელოზის შემდეგი კლინიკური ფორმები:

  • გასტროინტესტინური (ლოკალიზებული) ფორმა, რომელიც მიმდინარეობს გასტრიტული, გასტროენტერიტული, გასტროენტეროკოლიტური და ენტეროკოლიტური ვარიანტებით;
  • გენერალიზებული ფორმა - ტიფისებრი და სეპტიკური ვარიანტები;
  • ბაქტერიამატარებლობა - მწვავე, ქრონიკული და ტრანზიტორული;
  • სუბკლინიკური ფორმა.

სალმონელოზის მანიფესტირებული (კლინიკურად გამოვლენილი) ფორმები მიმდინარეობითა და სიმძიმის ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდება.
გასტროინტესტინური ფორმა (მწვავე გასტრიტი, მწვავე გასტროენტერიტი ან გასტროენტეროკოლიტი) სალმონელოზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა (გვხვდება ასიდან 96-98 შემთხვევაში). იწყება მწვავედ: ტემპერატურა იმატებს (მძიმე ფორმების დროს - 39 გრადუსამდე და მეტად), ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, თავის ტკივილს, შემცივნებას, გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრიუმისა და ჭიპის არეში - ტკივილს. მოგვიანებით ამას ერთვის კუჭის მოქმედების მოშლაც. ზოგიერთ ავადმყოფს დასაწყისში აღენიშნება ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისმხრივი ცვლილებები კი მოგვიანებით იჩენს თავს. ისინი ყველაზე მკვეთრად არის გამოხატული დაავადების მეორე-მესამე დღეს. კლინიკურ გამოვლინებათა ინტენსივობა და დაავადების ხანგრძლივობა პროცესის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
სალმონელოზის გასტროინტესტინური ფორმის მსუბუქი მიმდინარეობისას ტემპერატურა სუბფებრილურია, ღებინება - ერთჯერადი, განავალი თხიერია (წყლისებური), დეფეკაცია - დღეში 5-ჯერადი, ფაღარათი გრძელდება 1-3 დღე და ამ ხნის განმავლობაში იკარგება სხეულის მასის 3%-მდე (მეტი არა) წონის სითხე.
საშუალო სიმძიმის გასტროინტესტინური ფორმის დროს ტემპერატურა იმატებს 38-39Oჩ-მდე, ცხელება გრძელდება 4 დღე, ღებინება განმეორებითი ხასიათისაა, დეფეკაცია ზოგჯერ დღეში 10-ჯერადიც კია, ფაღარათი შეიძლება 7 დღემდე გაგრძელდეს. დამახასიათებელია ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. შესაძლოა, განვითარდეს I-II ხარისხის გაუწყლოება (იკარგება სხეულის მასის 6%-მდე წონის სითხე).
მძიმე გასტროინტესტინურ ფორმას ახასიათებს 39 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც 5 დღეს და უფრო მეტხანსაც გასტანს და გამოხატული ინტოქსიკაცია. ღებინება მრავალჯერადია და გრძელდება რამდენიმე დღე, დეფეკაცია დღეში ათჯერ და მეტჯერ ხდება, განავლოვანი მასები უხვია და წყლიანი, ზოგჯერ აქვს ლორწოვანი მინარევი და მკვეთრი მყრალი სუნი. ფაღარათი 7 დღეს და მეტხანს გრძელდება. აღინიშნება ღვიძლის და ელენთის გადიდება. შესაძლოა კანმა და სკლერამ მიიღოს მოყვითალო ფერი. ხშირად შეიმჩნევა ციანოზი, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ვლინდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა: ოლიგურია, ალბუმინურია, შარდში ერითროციტები და ცილინდრები, იმატებს ნარჩენი აზოტის დონე. შესაძლოა განვითარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობა. ირღვევა წყალმარილოვანი ცვლა (II-III ხარისხის გაუწყლოება), რაც ვლინდება კანის სიმშრალით, ციანოზით, აფონიით, კრუნჩხვებით. წყლის დანაკარგი სხეულის მასის 7-10%-ს შეადგენს. სისხლში იმატებს ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონე, დამახასიათებელია ზომიერი ლეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით.
გასტროინტესტინური სალმონელოზი ყველაზე ხშირად გასტროენტერიტული ვარიანტით ვლინდება. მსხვილი ნაწლავის დესტრუქციული ცვლილება (კატარულ-ჰემორაგიული) ასიდან 5-8 შემთხვევაში აღირიცხება.
გასტროენტეროკოლიტური და კოლიტური ვარიანტები მიმდინარეობით ძალიან ჰგავს დიზენტერიას და დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც დაავადების კლინიკურ სურათში ჭარბობს კოლიტი და დაავადება ბაქტერიოლოგიურად ან სეროლოგიურად არის დადასტურებული.

გენერალიზებული ფორმა
გენერალიზებული ფორმის ტიფისმაგვარი ვარიანტი მეტწილად იწყება მწვავედ. ზოგჯერ დაავადების პირველი სიმპტომებია ნაწლავთა აშლილობა, ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაცია, მაგრამ 1-2 დღის შემდეგ ნაწლავების დისფუნქცია გაივლის, ტემპერატურა მაღალი რჩება, საერთო ინტოქსიკაციის სიმპტომები კი ძლიერდება. უმეტესად დაავადება მუცლის ტიფის და A ან B პარატიფის მსგავსად მიმდინარეობს. ცხელება ზოგჯერ მუდმივია, უფრო ხშირად - ტალღისებური ან რემისიული. ავადმყოფს რეაქციები შენელებული აქვს, აპათიურია, ფერმკრთალი, ზოგჯერ დაავადების მეორე-მესამე დღეს უჩნდება ჰერპესული გამონაყარი, ხოლო მეექვსე-მეშვიდე დღიდან - როზეოლური გამონაყარი მუცელზე. შეინიშნება პულსის შენელება (ბრადიკარდია), წნევის დაქვეითება, გულის ტონების მოყრუება. ფილტვებში ისმინება მსუბუქი გაფანტული ხიხინი, პირველი კვირის ბოლოს დიდდება ღვიძლი და ელენთა. ცხელება შესაძლოა 1-3 კვირა გაგრძელდეს. რეციდივი იშვიათია.
გენერალიზებული ფორმის სეპტიკური ვარიანტი სალმონელოზის ყველაზე მეტად გავრცელებული ვარიანტია. დაავადება იწყება მწვავედ, პირველ დღეებში ტიფის მსგავსად მიმდინარეობს, შემდგომ ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა დღის განმავლობაში ფართო ამპლიტუდით მერყეობს, ახასიათებს განმეორებითი შემცივნება და ჭარბი ოფლდენა. დაავადება, წესისამებრ, რთულად მიმდინარეობს და ცუდად ემორჩილება ანტიბიოტიკოთერაპიას. შესაძლოა, სხვადასხვა ორგანოში მეორეული სეპტიკური კერები გაჩნდეს, რის გამოც სალმონელოზის ამ ვარიანტის კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია, ხოლო დიაგნოსტიკა - რთული. სიმპტომებიდან უმთავრესი მნიშვნელობა აქვს ჩირქოვანი კერის ფორმირებას. ჩირქოვანი კერა უმეტესად საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში ყალიბდება, რის შედეგადაც ვითარდება ოსტეომიელიტი, ართრიტი. ზოგჯერ შეინიშნება სეპტიკური ენდოკარდიტი, აორტიტი შემდგომში აორტის ანევრიზმის განვითარებით. შედარებით იშვიათია ქოლეცისტოქოლანგიტი, ტონზილიტი, კისრის ჩირქოვანი ლიმფადენიტი, მენინგიტი (ბავშვებში). უფრო იშვიათია სხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი კერები, მაგალითად, ღვიძლის აბსცესი, საკვერცხის ინფილტრირებული კისტა, მასტოიდიტი, დუდნდულის არეში აბსცესი.
სალმონელოზის სეპტიკურ ვარიანტს ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა და შეიძლება ლეტალურად დასრულდეს, განსაკუთრებით - აივ-იფექციის ფონზე. დიაგნოზს, ჩვეულებრივ, სვამენ დაავადების პირველ დღეებში ჩირქოვანი კერიდან ან სისხლიდან სალმონელების გამოყოფის შემდეგ.
წლამდე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში (60 წლიდან) სალმონელოზი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, პათოლოგიურ პროცესში უფრო მეტად ერთვება მსხვილი ნაწლავი, დეფეკაციის მოწესრიგება გაძნელებულია და დაავადებულთა დიდ ნაწილს უვითარდება გენერალიზებული ფორმა.

ბაქტერიამატარებლობა
სალმონელოზის ბაქტერიამატარებელ ფორმას არ ახასიათებს კლინიკური გამოვლინება და მას აღმოაჩენენ ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური კვლევის დროს. განასხვავებენ: 1) მწვავე ბაქტერიამატარებლობას; 2) ქრონიკულ ბაქტერიამატარებლობას; 3) ტრანზიტორულ ბაქტერიამატარებლობას.
მწვავე ბაქტერიამატარებლობა აღინიშნება სალმონელოზის გამოვლენილი ფორმის შემდეგ, რეკონვალესცენციის (გამოჯანმრთელების) პერიოდში. მას ახასიათებს სალმონელების გამოყოფა 15-30 დღის განმავლობაში.
ქრონიკულ ბაქტერიამატარებლობაზე საუბარია მაშინ, როდესაც სალმონელები 3 თვეზე მეტხანს გამოიყოფა. დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელია 6 თვის განმავლობაში დაკვირვება, განავლის, შარდისა და დუოდენალური შიგთავსის განმეორებითი ბაქტერიოლოგიური ანალიზი. ტარდება სეროლოგიური გამოკვლევებიც.
ტრანზიტორულ მატარებლობაზე საუბრობენ, როდესაც სალმონელოზი კლინიკურად არ ვლინდება, პირველი გამოკვლევისა და მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩატარებული ბაქტერიოლოგიური კვლევების პასუხი უმეტესად უარყოფითია, მაგრამ ზოგჯერ დადებითიც, და უარყოფითია სეროლოგიური კვლევის შედეგის დინამიკა.
სალმონელოზის სუბკლინიკური ფორმის დიაგნოზს სვამენ ფეკალური მასებიდან სალმონელების გამოყოფის საფუძველზე. კლინიკური გამოვლინება არც ამ შემთხვევაში შეინიშნება.

მკურნალობა
სალმონელოზის დროს ჰოსპიტალიზაცია ნაჩვენებია მხოლოდ ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის, კვებით და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეთათვის, ანდა მძიმე მიმდინარეობისას.
სალმონელოზის მკურნალობა ითვალისწინებს კუჭისა და ნაწლავების გამორეცხვას, დიდი რაოდენობით მინერალური სითხისა და რეჰიდრონის მიღებას. უფრო მძიმე მიმდინარეობისას საჭიროა ვენაში მარილოვანი ხსნარების შეყვანა (გაუწყლოებასთან ბრძოლა), სპაზმოლიზური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების მიღება.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას: დაავადების პირველ დღეებში ინიშნება მექანიკურად და ქიმიურად დამზოგველი დიეტა (რძე გამორიცხულია); სრულ გამოჯანმრთელებამდე და მომდევნო 1 თვე იკრძალება კუჭ-ნაწლავისთვის მავნე ქმედება (გაძღომა, ალკოჰოლური სასმელებისა და უხეში უჯრედისით მდიდარი პროდუქტების, კონსერვების, შაშხის, ცხარე და ნოყიერი კერძების მიღება).
სწორი მკურნალობის შემთხვევაში სალმონელოზი სავსებით იკურნება.

პროფილაქტიკა
სალმონელოზის თავიდან ასაცილებლად:

  • არ უნდა შევიძინოთ ვეტსამსახურის მიერ შეუმოწმებელი ცხოველური პროდუქტები, უნდა ვერიდოთ ქუჩაში ნაყიდ და საეჭვო დაწესებულებებში მომზადებულ საკვებს.
  • ცხოველური საკვები, განსაკუთრებით - ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, მოხმარების წინ ძალიან კარგად უნდა მოვხარშოთ ან შევწვათ.
  • მზა კერძი და ნახევარფაბრიკატები აუცილებლად მაცივარში შევინახოთ.
  • მზა საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად მაცივარში ცალ-ცალკე უნდა ინახებოდეს უმი და მოხარშული პროდუქტები; უმი პროდუქტი უნდა გავახვიოთ ან ჩავდოთ პოლიეთილენის პარკში, ხოლო მზა კერძი მოვათავსოთ თავდახურულ ჭურჭელში.
  • ვერიდოთ უმ და ნახევრად მოხარშულ კვერცხს.
  • არ გამოვიყენოთ დაბინძურებული ან გაბზარული კვერცხი, განსაკუთრებით - ნამცხვრისა და ბეზეს მომზადებისას.
  • კრემი, ნამცხვარი და ტორტი შევინახოთ არა უმეტეს 8 გრადუს ტემპერატურაზე.
  • ზაფხულში ვერიდოთ კრემიან ნამცხვრებსა და ტორტებს.
  • ვერიდოთ აუდუღარ რძეს და ასეთი რძისგან მომზადებულ პროდუქტებს.
  • მაიონეზითა და არაჟნით სალათები შევკაზმოთ სუფრასთან მიტანის წინ.
  • ხილი და ბოსტნეული მივირთვათ საგულდაგულოდ გარეცხილი ან ახალგაფცქვნილი.
  • მწვანილი 10-15 წუთით ჩავალბოთ და შემდეგ კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყლით.
  • უმი და მოხარშული პროდუქტების დასამუშავებლად გამოვიყენოთ სხვადასხვა დაფა (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის).
  • ვარიდოთ მზა საკვები მღრღნელებსა და მწერებს (ბუზებს).
  • გამოყენებული სამზარეულოს ინვენტარი, ჭურჭელი, განსაკუთრებით კი საჭრელი დაფები გავრეცხოთ სარეცხი საშუალებით და წყლით.
  • ხელები საპნით დავიბანოთ:
  • საკვების მომზადების, მზა პროდუქტის დამუშავების და/ან სუფრის გაწყობის წინ;
  • ჭამის წინ;
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ.
  • განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ბავშვების მიერ ხელების დაბანას ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.
  • სასმელად ან პროდუქტის გასარეცხად გამოყენებამდე წყალმა ონკანიდან უნდა იდინოს არანაკლებ 10 წუთი, განსაკუთრებით - წყლის წყვეტილი მიწოდებისას.
  • აუდუღარი არ გამოვიყენოთ წყალი, რომლის უსაფრთხოებაც საეჭვოა.
  • სასმელი წყალი შევინახოთ სუფთა, თავდახურულ ჭურჭელში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • არ დავტოვოთ ღია ჭა უსახურავოდ.
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ბანაობისას, თევზაობისა და ნადირობისას, რათა ღია წყალსატევის წყალი არ გადაგვეყლაპოს. სიფრთხილეა საჭირო თევზისა და ნანადირევის დამუშავების დროსაც.
  • ფრინველებისა და ცხოველების მოვლისას ჩავიცვათ სპეცტანსაცმელი.
  • დავიცვათ საცხოვრებელი ბინა მწერებისა და მღრღნელებისგან.
  • დიარეისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს.
  • გარშემო მყოფთა დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად დავიცვათ პირადი ჰიგიენა.
  • დიარეის დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა; ანტიბიოტიკების არასწორი მიღება ხელს უწყობს ისეთი მძიმე ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას, როგორიც დისბაქტერიოზია.
  • ექიმთან მისვლამდე ვსვათ მხოლოდ რეჰიდრატაციული ხსნარი (მაგალითად, რეჰიდრონი), ანადუღარი წყალი ან ჩაი.
  • არ შეიძლება, დიარეის მქონე პირმა მონაწილეობა მიიღოს საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში.

salmonelozi

salmonelozi infeqciuri daavadebaa, romelsac Salmonella-s gvaris baqteria iwvevs (cnobilia misi 2200-ze meti serotipi). klinikuri gamovlinebis mixedviT misi mravali forma SeiZleba Segvxvdes - dawyebuli usimptomo matareblobidan, damTavrebuli rTuli septikuri formiT.

SemTxvevaTa umravlesobaSi salmonelozi upiratesad saWmlis momnelebeli traqtis dazianebiT (gastroenteriti, koliti) mimdinareobs.

infeqciis wyaros warmoadgenen daavadebuli cxovelebi, zogjer - adamianebic. aRsaniSnavia, rom msxvilfexa cxovelebSi, aseve - katebSi, ZaRlebSi, mRrRnelebsa da frinvelebSi gvxvdeba salmonelozis usimptomo forma. am dros cxovelebi savsebiT janmrTelad gamoiyurebian, magram rZesTan, nerwyvTan, Sardsa da ganavalTan erTad garemoSi uxvad gamoyofen infeqciis gamomwvevs. am kuTxiT yvelaze saxifaToni arian inficirebuli Sinauri cxovelebi (rqosani pirutyvi, Rori, cxvari, kata, ZaRli). xSirad inficirebulia Sinauri frinvelebis kvercxic.

adamianebidan infeqciis wyarod SeiZleba iqcnen medpersonali da hospitalizebuli pacientebi, aseve - sakvebi produqtebis damamzadebeli da savaWro qselebis TanamSromlebi.

salmoneloziT inficirebis ZiriTadi gza alimenturia (kvebiTi). daavadebis gamomwvevi organizmSi yvelaze xSirad rZisa da misi nawarmis, xorcis sufles, salaTis, kvercxis, kremiani namcxvrebis anu imgvari sakvebis meSveobiT xvdeba, romlis kulinariuli damuSaveba ar xdeba uSualod Wamis win. infeqcia vrceldeba wyliTac (tbebi, mdinareebi da, sazogadod, Ria wyalsatevebi, aseve - wyalgayvanilobis sistema avariebis dros). aRsaniSnavia, rom adreuli asakis bavSvebs infeqcia SeiZleba SexvdeT kontaqtur-sayofacxovrebo gziT, zogjer inficirebuli mtvris CasunTqviTac ki.

salmonelozi mTeli wlis ganmavlobaSi gvxvdeba, magram yvelaze metad xSirdeba zafxulSi, rasac eqimebi sakvebis Senaxvis pirobebis gauaresebiT xsnian.

organizmSi moxvdrili salmonela inergeba nawlavis lorwovan SreSi da nawlavis garsis damazianebel toqsinebs gamoyofs. es iwvevs faRaraTs, organizmis gauwyloebasa da muclis tkivils.

simptomebi da mimdinareoba

kvebiTi gziT inficirebis SemTxvevaSi salmonelozis sainkubacio periodi 6 saaTidan 3 dRemde grZeldeba (umetesad - 12-24 saaTs). hospitaluri (saavadmyofosSida) afeTqebis dros, rodesac infeqcia vrceldeba kontaqtur-sayofacxovrebo gziT, sainkubacio periodi 3-8 dRes gastans.

cnobilia salmonelozis Semdegi klinikuri formebi:

gastrointestinuri (lokalizebuli) forma, romelic mimdinareobs gastrituli, gastroenterituli, gastroenterokolituri da enterokolituri variantebiT;

generalizebuli forma - tifisebri da septikuri variantebi;

baqteriamatarebloba - mwvave, qronikuli da tranzitoruli;

subklinikuri forma.

salmonelozis manifestirebuli (klinikurad gamovlenili) formebi mimdinareobiTa da simZimis xarisxiT erTmaneTisgan gansxvavdeba.

gastrointestinuri forma (mwvave gastriti, mwvave gastroenteriti an gastroenterokoliti) salmonelozis erT-erTi yvelaze gavrcelebuli formaa (gvxvdeba asidan 96-98 SemTxvevaSi). iwyeba mwvaved: temperatura imatebs (mZime formebis dros - 39 gradusamde da metad), avadmyofi uCivis saerTo sisustes, Tavis tkivils, Semcivnebas, gulisrevas, Rebinebas, epigastriumisa da Wipis areSi - tkivils. mogvianebiT amas erTvis kuWis moqmedebis moSlac. zogierT avadmyofs dasawyisSi aReniSneba cxeleba da zogadi intoqsikaciis simptomebi, kuW-nawlavis traqtismxrivi cvlilebebi ki mogvianebiT iCens Tavs. isini yvelaze mkveTrad aris gamoxatuli daavadebis meore-mesame dRes. klinikur gamovlinebaTa intensivoba da daavadebis xangrZlivoba procesis simZimezea damokidebuli.

salmonelozis gastrointestinuri formis msubuqi mimdinareobisas temperatura subfebriluria, Rebineba - erTjeradi, ganavali Txieria (wyliseburi), defekacia - dReSi 5-jeradi, faRaraTi grZeldeba 1-3 dRe da am xnis ganmavlobaSi ikargeba sxeulis masis 3%-mde (meti ara) wonis siTxe.

saSualo simZimis gastrointestinuri formis dros temperatura imatebs 38-39oc-mde, cxeleba grZeldeba 4 dRe, Rebineba ganmeorebiTi xasiaTisaa, defekacia zogjer dReSi 10-jeradic kia, faRaraTi SeiZleba 7 dRemde gagrZeldes. damaxasiaTebelia taqikardia, arteriuli wnevis daqveiTeba. SesaZloa, ganviTardes I-II xarisxis gauwyloeba (ikargeba sxeulis masis 6%-mde wonis siTxe).

mZime gastrointestinur formas axasiaTebs 39 gradusze maRali temperatura, romelic 5 dRes da ufro metxansac gastans da gamoxatuli intoqsikacia. Rebineba mravaljeradia da grZeldeba ramdenime dRe, defekacia dReSi aTjer da metjer xdeba, ganavlovani masebi uxvia da wyliani, zogjer aqvs lorwovani minarevi da mkveTri myrali suni. faRaraTi 7 dRes da metxans grZeldeba. aRiniSneba RviZlis da elenTis gadideba. SesaZloa kanma da skleram miiRos moyviTalo feri. xSirad SeimCneva cianozi, taqikardia, arteriuli wnevis mkveTri daqveiTeba, vlindeba Tirkmlis funqciis darRveva: oliguria, albuminuria, SardSi eriTrocitebi da cilindrebi, imatebs narCeni azotis done. SesaZloa ganviTardes Tirkmlis mwvave ukmarisoba. irRveva wyalmarilovani cvla (II-III xarisxis gauwyloeba), rac vlindeba kanis simSraliT, cianoziT, afoniiT, krunCxvebiT. wylis danakargi sxeulis masis 7-10%-s Seadgens. sisxlSi imatebs hemoglobinisa da eriTrocitebis done, damaxasiaTebelia zomieri leikocitozi formulis marcxniv gadaxriT.

gastrointestinuri salmonelozi yvelaze xSirad gastroenterituli variantiT vlindeba. msxvili nawlavis destruqciuli cvlileba (katarul-hemoragiuli) asidan 5-8 SemTxvevaSi aRiricxeba.

gastroenterokolituri da kolituri variantebi mimdinareobiT Zalian hgavs dizenterias da diagnostirdeba maSin, rodesac daavadebis klinikur suraTSi Warbobs koliti da daavadeba baqteriologiurad an serologiurad aris dadasturebuli.

generalizebuli forma

generalizebuli formis tifismagvari varianti metwilad iwyeba mwvaved. zogjer daavadebis pirveli simptomebia nawlavTa aSliloba, cxeleba da zogadi intoqsikacia, magram 1-2 dRis Semdeg nawlavebis disfunqcia gaivlis, temperatura maRali rCeba, saerTo intoqsikaciis simptomebi ki Zlierdeba. umetesad daavadeba muclis tifis da a an b paratifis msgavsad mimdinareobs. cxeleba zogjer mudmivia, ufro xSirad - talRiseburi an remisiuli. avadmyofs reaqciebi Senelebuli aqvs, apaTiuria, fermkrTali, zogjer daavadebis meore-mesame dRes uCndeba herpesuli gamonayari, xolo meeqvse-meSvide dRidan - rozeoluri gamonayari mucelze. SeiniSneba pulsis Seneleba (bradikardia), wnevis daqveiTeba, gulis tonebis moyrueba. filtvebSi ismineba msubuqi gafantuli xixini, pirveli kviris bolos diddeba RviZli da elenTa. cxeleba SesaZloa 1-3 kvira gagrZeldes. recidivi iSviaTia.

generalizebuli formis septikuri varianti salmonelozis yvelaze metad gavrcelebuli variantia. daavadeba iwyeba mwvaved, pirvel dReebSi tifis msgavsad mimdinareobs, Semdgom avadmyofis mdgomareoba uaresdeba, temperatura dRis ganmavlobaSi farTo amplitudiT meryeobs, axasiaTebs ganmeorebiTi Semcivneba da Warbi ofldena. daavadeba, wesisamebr, rTulad mimdinareobs da cudad emorCileba antibiotikoTerapias. SesaZloa, sxvadasxva organoSi meoreuli septikuri kerebi gaCndes, ris gamoc salmonelozis am variantis klinikuri gamovlineba mravalferovania, xolo diagnostika - rTuli. simptomebidan umTavresi mniSvneloba aqvs Cirqovani keris formirebas. Cirqovani kera umetesad sayrden-mamoZravebel aparatSi yalibdeba, ris Sedegadac viTardeba osteomieliti, arTriti. zogjer SeiniSneba septikuri endokarditi, aortiti SemdgomSi aortis anevrizmis ganviTarebiT. SedarebiT iSviaTia qolecistoqolangiti, tonziliti, kisris Cirqovani limfadeniti, meningiti (bavSvebSi). ufro iSviaTia sxva lokalizaciis Cirqovani kerebi, magaliTad, RviZlis abscesi, sakvercxis infiltrirebuli kista, mastoiditi, dudndulis areSi abscesi.

salmonelozis septikur variants axasiaTebs xangrZlivi mimdinareoba da SeiZleba letalurad dasruldes, gansakuTrebiT - aiv-ifeqciis fonze. diagnozs, Cveulebriv, svamen daavadebis pirvel dReebSi Cirqovani keridan an sisxlidan salmonelebis gamoyofis Semdeg.

wlamde asakis bavSvebsa da xandazmulebSi (60 wlidan) salmonelozi ufro mZimed mimdinareobs, paTologiur procesSi ufro metad erTveba msxvili nawlavi, defekaciis mowesrigeba gaZnelebulia da daavadebulTa did nawils uviTardeba generalizebuli forma.

baqteriamatarebloba

salmonelozis baqteriamatarebel formas ar axasiaTebs klinikuri gamovlineba da mas aRmoaCenen baqteriologiuri da serologiuri kvlevis dros. ganasxvaveben: 1) mwvave baqteriamatareblobas; 2) qronikul baqteriamatareblobas; 3) tranzitorul baqteriamatareblobas.

mwvave baqteriamatarebloba aRiniSneba salmonelozis gamovlenili formis Semdeg, rekonvalescenciis (gamojanmrTelebis) periodSi. mas axasiaTebs salmonelebis gamoyofa 15-30 dRis ganmavlobaSi.

qronikul baqteriamatareblobaze saubaria maSin, rodesac salmonelebi 3 Tveze metxans gamoiyofa. diagnozis dasadastureblad aucilebelia 6 Tvis ganmavlobaSi dakvirveba, ganavlis, Sardisa da duodenaluri SigTavsis ganmeorebiTi baqteriologiuri analizi. tardeba serologiuri gamokvlevebic.

tranzitorul matareblobaze saubroben, rodesac salmonelozi klinikurad ar vlindeba, pirveli gamokvlevisa da momdevno sami Tvis ganmavlobaSi Catarebuli baqteriologiuri kvlevebis pasuxi umetesad uaryofiTia, magram zogjer dadebiTic, da uaryofiTia serologiuri kvlevis Sedegis dinamika.

salmonelozis subklinikuri formis diagnozs svamen fekaluri masebidan salmonelebis gamoyofis safuZvelze. klinikuri gamovlineba arc am SemTxvevaSi SeiniSneba.

mkurnaloba

+

salmonelozis dros hospitalizacia naCvenebia mxolod bavSvebisTvis, moxucebisTvis, kvebiT da samedicino dawesebulebebSi momuSaveTaTvis, anda mZime mimdinareobisas.

salmonelozis mkurnaloba iTvaliswinebs kuWisa da nawlavebis gamorecxvas, didi raodenobiT mineraluri siTxisa da rehidronis miRebas. ufro mZime mimdinareobisas saWiroa venaSi marilovan

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია