სალხინო
SALCHINO

შემადგენლობა:
ქართული ყოჩივარდა  _ Cyclamen ibericum Stev. (C. vernum Sveet)
დაფხვნილი ნაწილები: მიწისქვეშა ნაწილები _ 0,08 გ;
მიწისზედა ნაწილები (ფოთლები, ტოტები, ყვავილები) _ 0,12 გ;
კაფსულების შიგთავსის მასა _ 0,2 გ;

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება. ხსნის შეშუპებებს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას.

ჩვენება:
გამოიყენება მასტიტების, მასტოპათიების, ჭრილობების, კანისა და ლორწოვანის ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების დროს. პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის ჩირქოვანი ანთებითი დაავადებების: ბრონქიტის, რინიტის, გინგივიტის, პაროდონტიტის, პიელონეფრიტის, კოლპიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავებლობის,  ქოლეცისტიტის, კოლიტის,  ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად, რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ.
სალხინო ეფექტურია მასტიტის, მასტოპათიების ყველა ფორმის დროს. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება მშობიარობის შემდეგ მასტიტის პროფილაქტიკისათვის და ბავშვის რძით კვების გასაუმჯობესებლად.

უკუჩვენება:  მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის, მწარე და ცხარე საჭმლის, ღორის და ცხვრის ხორცის მიღება.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება:

დასაწყისში ინიშნება თითო კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის დაწყებიდან 6-7 დღის შემდეგ “სალხინო” სასურველია მიღებულ იქნას 3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, მეოთხედ _ ძილის წინ, თითოეული კაფსულის მიღების დროს აუცილებელია 200მლ-მდე წყლის მიყოლება. დისკომფორტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ისევ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. შესაძლებელია დოზის შემცირება _ დღეში 2-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მცირეწლოვან ბავშვებში მისაღები დოზა არ არის შესწავლილი.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 90 კაფსულა ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონში;
მეორადი შეფუთვა: ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

შპს "ნეოფარმი" შპს “სალხინო”-სთვის.
საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (32) 59-57-90, 59-64-46
მარტვილის რ-ნი. სოფელი "სალხინო". ტელ. 95-90-60;

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია