სედა კალმი ტაბლეტი #20

ნატურალური საკვები დანამატი მისაღები ძილის დარღვევის დროს

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ძილის დარღვევა (გაძნელებული ჩაძინება, ღამის ხშირი და/ან დილის გაღვიძება) სიტუაციური, მოკლეხნიანი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას. მოზრდილი მოსახლეობის 31% უჩივის ცუდ ძილს. დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48%) ეთანხმება, რომ მათ არ სძინავთ სრულყოფილად.

როგორ მოქმედებს ?

დაგვეხმარება გავუმკლავდეთ გონებრივ გადაღლილობას, სტრესს, შფოთვის შეგრძნებას და უძილობას.

როდის უნდა მივიღოთ?

იგი გამოიყება ძილის დარღვევის არსებობის დროს.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია მგ/1 ტაბ.

პასიფლორას (Passiflora incarnata L.) მიწის ზედა ნაწილის ექსტრაქტი

200

 

სერენზო™

125

ლიმონენი

25

შვრიის  (Avena sativa L.)  მიწის ზედა ნაწილის ექსტრაქტი

75

ცაცხვის (Tilia spp) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი

50

ფლავანოიდები (ვიტექსინზე დაყრდნობით)

2,5

გვირილას (Matricaria recutita L.) ფურცლების მშრალი ექსტრაქტი

45

აპიგენინი (აპიგენინ 7-გლუკოზიდის სახით)

0,54

 

ალფა-ბისაბოლოლი

0,009

მელატონინი

1

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია ძილის დარღვევის დროებითი შემსუბუქებისათის.

პასიფლორა - PASSIFLORA INCARNATA L.

პასიფლორას შემადგენლობაში შედის ფლავანოიდები, ძირითადათ აპიგენინი და ვიტექსინი, ეთერზეთი, გინოკარდინი, ბეტა-კარბოლინური ალკალოიდები, როგორიცაა გარმანი, გარმოლი და გარმალოლი.

პასიფლორა მოქმედებს, როგორც ჰიპნოზური, ანქსიოლიტური, ადაპტოგენური, სპაზმოლიზური საშუალება. შეუძლია შეამსუბუქოს ფსიქიური სტრესის მსუბუქი სიმპტომები, შფოთვა და დაგეხმაროთ ზილის  (ჩაძინების) პროცესში.

სერენზო™

ეს ნატურალური კომპონენტია, რომელიც მიიღება ფორთოხლისა და გუმი არაბიკასაგან. სერენზო მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია სტრესით და ეხმარება სიმშვიდისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ხანგრძლივი სტრესის დროს.

შვრია - AVENA SATIVA L.

შვრია შეიცავს საქარიდებს (ლორწო), ცილებს, ლიპიდებს, ალკალოიდ გრამინებს, ორგანულ მჟავებს, ფლავანოიდებს, საპონინებს და ვიტამინებს A, B1, B6 და E. შვრია ეხმარება სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას, მოტივაციას, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტური და ანთბისსაწინააღმდეგო საშუალება.

ცაცხვი - TILIA SPP.

ცაცხვის ძირითად კომპონენტათ ითვლება ორგანული მჟავები, როგორიცაა ქლოროგენული მჟავა, კოფეინის მჟავა, პარა-კუმარინის მჟავა, ამინომჟავები, პოლისაქარიდები, ფლავანოიდები, ეთერზეთები, საპონინები და ტანინები.

ცნობილია რომ, ცაცხვი ხასიათდება სედატიური, სპაზმოლიზური, შარდმდენი და ჰოპოტენზიური ეფექტით.

გამოიყენება გაციებისა და თანდართული ხველის დროს.

გვირილა - MATRICARIA RECUTITA L.

გვირილას სახასიათო შემადგენელი კომპონენტებია ეთერზეტები, როგოორიცაა აზულენი (ქამაზულენი), (-)-ალფა-ბისაბოლოლი, ტრანს-ბეტა-ტერპენები, სპიროეთერები, ფლავანოიდები, სესქვიტერპენული ლაქტონები, კუმარინები, ფენოლის მჟავები, და პოლისაქარიდები.

გვირილა გამოიყენება, ანქსიოლიტური, სედატიური, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო, სმაზმოლიზური მოქმედების გამო. ასევე, ძილის დარღვევის, შფოთვის, მსუბუქი კუჭ-ნაწლავისმხრივი ჩივილების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან, შებერილობასთან და მეტეორიზმთან.

მელატონინი

ეს არის ეპიფიზის მიერ წარმოებული ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს ორგანიზმში. ეხმარება ორგანიზმს რეაქტიული ეფექტების შემცირებაში. იგი გამოიყენება ძილ-ღვიძილის ციკლის მოსაწესრიგებლად, ჩაძინების სირთულისა და მოუსვენრობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები - 30-წთ-ით ადრე ძილის წინ.

ძილ-ღვიძილის ციკლის მოსაწესრიგებლად: მოზრდილები - ½ ტაბ. ძილის წინ,

მოგზაურობის დროს მიიღება პირველ დღეს და შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაგრძელება.

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე  ნივთიერების მიმართ.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ინახება არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია