საერთაშორისო დასახელება:
BENZOCAINE; CETYLPIRIDINUM CHLORIDE
მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ბენზოკაინი+ცეტილპირიდინის ქლორიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკრობსაწინააღმდეგო და და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში და ლარ-პრაქტიკაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.
1 ტაბ.
ბენზოკაინი ..................................... 5 მგ
ცეტილპირიდინის ქლორიდი .......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბაღის პიტნის ეთერზეთი, ლევომენთოლი, თხევადი მალტიტი, მანიტი, გლიცერინი, აბუსალათინის ზეთი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო სიკლიკაგელი, პოვიდონი, კაპოლი 600, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი (E131).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატ სეპტოლეტეს გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას ცეტილპირიდინის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო და ვირულიციდური მოქმედება. ბენზოკაინი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ის ამცირებს ტკივილს ყლაპვისას რომელიც ხშირად თან ახლავს პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებით პროცესებს.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), არ შეიცავს შაქარს, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატი გამოიყენონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ავადმყოფებმა. უშაქრო გარემო აძლიერებს ანტისეპტიკის აქტიურობას.
ჩვენებები:
პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი პროცესები;
- ფარინგიტი, ლარინგიტი, ანგინის საწყისი სტადია;
- ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (გინგივიტი, სტომატიტი).
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტის მოწუწვნა ყოველ 2-3 სათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 8 ტაბლეტი დღე-ღამეში.
6-და 12 წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მოწუწვნა ყოველ 3 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4 ტაბლეტი დღე-ღამეში.
სეპტოლეტე პლუსი არ გამოიყენება უშუალოდ საკვების მიღების წინ და ასევე რძესთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
სეპტოლეტე პლუსის რეკომენდებული დოზებით მიღებისას, გვერდითი ეფექტები შეიმჩნევა ძალიან იშვიათად. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა), რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატი შეიცავს პოლიოლებს (მალტიტი, მანიტი), რომლებსაც დიდ დოზებში შეუძლიათ დიარეის გამოწვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე;
* ბავშვთა ასაკი 6 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა სეპტოლეტე პლუსი შეიძლება მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა იცოდნენ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს დაახლოებით 1 გ მალტიტს, მისი მეტაბოლიზმისათვის საჭიროა ინსულინი; მაგრამ ნელი ჰიდროლიზის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნელი შეწოვის გამო, მალტიტი პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციაზე ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე: მონაცემები, პრეპარატი სეპტოლეტე პლუსის ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე გავლენის შესახებ არ არსებობს.
ჭარბი დოზირება:
ერთ ტაბლეტში შემავალი აქტიური ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით, ჭარბი დოზირების შესაძლებლობა მინიმალურია. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სეპტოლეტე პლუსის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედება აღწერილი არ არის;
სეპტოლეტე პლუსის ერთდროულმა მიღებამ საკვებთან და რძესთან შეიძლება შეამციროს პრეპარეტის ადგილობრივი ანტისეპტიკური და საანესთეზიო ეფექტები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.