სერაპეპტაზა / Serrapeptase
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოებელი კომპანია: HEALTHAID
მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
გამოშვების ფორმა: 60000 ერთ კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
რეკომენდებულია: 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის სხვადასხვა სახის ტრავმის ან ანთების დროს ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია სპორტული ტრავმების, პოსტ-ოპერაციული შეშუპებების დროს, ასევე ასაკოვანი პირებისთვის სახსრების ანთებითი პროცესების დროს.
რას წარმოადგენს სერაპეპტაზა?
სერაპეპტაზა პროტეოლიზური ფერმენტია, რომელსაც ძლიერი ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტკივილის შეგრძნების შემცირებისთვის. ის ეფექტურ ბუნებრივ ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს ტრავმებით და ანთებით გამოწვეული შეშუპების დროს. სერაპეპტაზას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ანთებითი ქსოვილიდან ტკივილის გამომწვევი ამინების გამოყოფის დაბლოკვის უნარს ეფუძნება. HealthAid-ის სერაპეპტაზას არ გააჩნია რაიმე გვერდითი ეფექტი. ეს ძლიერი ფერმენტი ასევე სასარგებლოა ორგანიზმში სითხის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის, სახსრების ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და იმუნური სისტემის მხარდაჭერისთვის.
რისთვის გამოიყენება სერაპეპტაზა?
- სხვადასხვა ანთების დროს ტკივილის შესამცირებლად
- სხვადასხვა ტრავმებით გამოწვეული ანთების შესამცირებლად
- ანთებით გამოწვეული შეშუპების შესამცირებლად
- სინუსიტების დროს ანთების შესამცირებლად
- ბაქტერიული ინფექციის დროს ანტიბიოტიკების ეფექტურობის გასაზრდელად
- ცილების კუნთოვან ქსოვილად გარდაქმნის ხელშეწყობისთვის
- ორგანიზმში სითხის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის
- ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებისთვის
ვისთვის არის სასარგებლო სერაპეპტაზა?
- მათთვის, ვისაც სხვადასხვა სახის ტრავმა ან ანთება აღენიშნება, ტკივილის და შეშუპების შესამცირებლად
- სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით, ტრავმებისკენ მიდრეკილების შემთხვევაში
- ასაკოვანი პირებისთვის სახსრების ანთებითი პროცესების დროს
ხარიხის სტანდარტი: ყველა ინგრედიენტი აკმაყოფილებს აშშ, ევროპისა და ბრიტანეთის ფარმაკოპეას სტანდარტებს ან მომწოდებლის სპეციფიკაციას
შემადგენლობა |
ერთი კაფსულა შეიცავს (საშუალოდ): |
რდნ % |
სერაპეპტაზა |
60000ერთ |
|
* რდნ: რეკომენდებული დღიური ნორმა (ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად) დადგენილი არ არის |
** არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, წებოვანას (გლუტენს), მარილს, შაქარს, სოიოს, რძის პროდუქტებს ან საფუარს. შესაფერისია ვეგეტარიანელებისთვის
გამოყენების წესი: მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები: დღეში ერთი კაფსულა უზმოზე. კვალიფიციური სპეციალისტის რჩევის გარეშე არ გადააჭარბოთ დღიურ რეკომენდებულ დოზას.
უკუჩვენება: ცნობილი არ არის
გაფრთხილება:
- გამოიყენეთ პროდუქტი ინსტრუქციაში მითითებული მიღების წესის შესაბამისად
- სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების ჩანაცვლება საკვები დანამატებით არ არის რეკომენდებული
- ორსულობის, ძუძუთი კვების, მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, საკვებისმიერი ალერგიის ან ჯანმრთელობის ნებისმიერი სხვა პრობლემის შემთხვევაში, გამოყენების წინ მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.
- საკვები დამატებები არ არის განკუთვნილი დაავადების მკურნალობისა ან პრევენციისთვის
- არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის წესი: შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.