საერთაშორისო დასახელება:

BENAZEPRIL

მწარმოებელი: NOVARTIS FARMA S. p.A., იტალია

NOVARTIS PHARMA AG.,  შვეიცარიისათვის

მოქმედი ნივთიერება: ბენაზეპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზიგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი ...  10 მგ

1 ტაბ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი ..... 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, აბუსალათინის ჰიდროგენიზირებული ზეთი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული, სილიციუმის დიოქსიდი, კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი 8000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი; რკინის წითელი დიოქსიდი(E172), - მხოლოდ 20 მგ ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიბაცენი (ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს წამლის წინამორბედს, რომელიც ჰიდროლიზის შემდეგ გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად - ბენაზეპრილატად, რომელიც აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტებს (აგფ) და ახდენს ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნის ბლოკირებას ანგიოტენზინ II. შესაბამისად სუსტდება ანგიოტენზინ II-ით განპირობებული ეფექტები - სახელდობრ, ვაზოკონსტრიქცია და ალდოსტერონის პროდუქცია, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმისა და წყლის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში, ასევე ზრდის გულის წუთმოცულობას. სიბაცენი ამცირებს გულის რიტმის რეფლექტორულ აჩქარებას, საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გამო.

ჰიპერტენზია:

მსგავსად ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის ხსვა ინჰიბიტორებისა, სიბაცენი ასევე აინჰიბირებს ვაზოდილატატორ ბრადიკინის დაშლას კინინაზების დახმარებით; ინჰიბირება ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

სიბაცენი აქვეითებს არტერიულ წნევას, მიუხედავად პაციენტის მდებარეობისა (მჯდომარე, მწოლიარე, მდგომარე), არტერიული ჰიპერტენზიის ყველა სტადიის დროს. პაციენტთა უმრავლესობაში ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 2-4 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტეზიული ეფექტი შენარჩუნებულია პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. პრეპარატის განმეორებითი მიღების დროს არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 1 კვირის შემდეგ ყოველი მიღებიდან და შენარჩუნებულია ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია მიუხედავად რასობრივი კუთვნილებისა, ასაკის ან პლაზმაში რენინის საწყისი დონისა.

პაციენტებში, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ დიეტა ნატრიუმის მაღალი შემცველობით, სიბაცენის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მნიშვნელოვანი ხარისხით არ განსხვავდება სიბაცენის  ეფექტისაგან იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიეტას ნატრიუმის დაბალი შემცველობით.

სიბაცენის სწრაფი მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ მომატებას. ჯანმრთელ მოხალისეებთან ჩატარებულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სიბაცენის ერთჯერადი დოზები იწვევენ არტერიული წნევის თანდათანობით მომატებას და გავლენას არ ახდენენ გლომერული ფილტრაციის სიჩქარეზე.

სიბაცენისა და თიაზიდური დიურეტიკების კომბინირებული გამოყენების დროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ძლიერდება. სიბაცენის მიღება სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან ერთად, ბეტა-ბლოკატორებისა და კალციუმის ანტაგონისტების ჩათვლით, იწვევს არტერიული წნევის შემდგომ დაქვეითებას.

გულის ქრონიკული უკმარისობა:

იმ პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ დიგიტალისის პრეპარატებით და დიურეტიკებით, სიბაცენის მიღება იწვევდა გულის წუთმოცულობის, ფიზიკური დატვირთვების მიმართ ამტანობის გაზრდას. ფილტვის კაპილარებში წნევის, სისტემური არტერიული წნევის დაქვეითებას და გულის უკმარისობის სიმპტომების შემცირებას. გულის შეკუმშვების სიხშირე უმნიშვნელო ხარისხით იყო შემცირებული.

სიბაცენით მკურნალობა გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებთან იწვევს დაღლილობის, ხიხინების, შეშუპებების შემცირებასა და საერთო მდგომარეობის შეფასების გაუმჯობესებას, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაციის შესაბამისად (NYHA). კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰემოდინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება შენარჩუნებულია პრეპარატის დღეში ერთხელ მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაშ.ი

თირკმელების პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობა:

მულტიცენტრულ ორმაგ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში, 583 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ თირკმლების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაავადებები და შრატში კრეატინინის დონით 1.5-დან 4 მგ/დლ-მდე (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), ჰიპერტენზიით ან მის გარეშე, განაწილდა ჯგუფებში, რომელთაგან ერთი ღებულობდა პლაცებოს, ხოლო მეორე ჯგუფი - სიბაცენის 10 მგ-ს დღეში ერთხელ. საკონტროლო არტერიული წნევის მისაღწევად, ორივე ჯგუფის პაციენტებს დანიშნული ჰქონდათ დამატებით ანტიჰიპეტენზიული საშუალებები. იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ სიბაცენს, დაფიქსირდა თირკმლების ფუნქციის შემდგომი გაუარესების შეფარდებითი რისკის 53% შემცირება, რაც განისაზღვრა შრატში კრეატინინის დონის გაორმაგებით ან დიალიზის ჩატარების აუცილებლობით. ამ დადებით ეფექტს თან ახლდა სისხლის წნევის დაქვეითება და პროტეინურიის შესამჩნევი შემცირება.

თირკმელების პოლიკისტოზური დაავადების მქონე პაციენტებთან, რომლებიც  მკურნალობდნენ სიბაცენით, არ აღნიშნულა თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება. თუმცა, ასეთ პაციენტებში ჰიპერტენზიის სამკურნალოდ შესაძლებელია ასევე სიბაცენის გამოყენება.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია და კონცნეტრაცია პლაზმაში: ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის შიგნით  მიღებული დოზის დაახლოებით 37% აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შემდეგ წამლის წინამორბედი სწრაფად გარდაიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად - ბენაზეპრილატად. უზმოზე ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღების დროს სისხლის პლაზმაში ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება შესაბამისად 30 და 60-90 წუთის შემდეგ.

ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის შიგნით მიღების შემდეგ ბენაზეპრილატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს ინტრავენურად შეყვანილი მეტაბოლიტის ბიოშეღწევადობის დაახლოებით 28%-ს. ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ ამცირებს აბსორბციას, მაგრამ გავლენას არ ახდენს აბსორბირებულ და ბეზანეპრილატად გარდაქმნილი ბენაზეპრილის რაოდენობაზე. ამიტომ ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღება შეიძლება როგორც ჭამის დროს, ასევე უზმოზე.

5 მგ-დან 20 მგ-მდე დიაპაზონში AUC მაჩვენებელი და ბენაზეპრილისა და ბენაზეპრილატის პიკური კონცენტრაციები პლაზმაში დაახლოებით პროპორციულია დოზის სიდიდისა. უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადახრები დოზის სიდიდის პროპორციული დამოკიდებულებიდან, აღინიშნება შედარებით ფართო დიაპაზონის დოზების მიღების დროს - 2-80 მგ. ეს შესაძლებელია აიხსნას ბენაზეპრილატის გაჯერებული შეკავშირებით ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან.

პრეპარატის მრავალჯერადი დოზის გამოყენებისას (5-20 მგ დღეში ერთხელ) მის ფარმაკოკინეტიკური თვისებები უაცვლელი დარჩა. კუმულაცია პირველი 24 საათიანი ინტერვალის შემდეგ არ აღნიშნულა. ბენაზეპრილატი კუმულირდება მხოლოდ უმნიშვნელო ხარისხით; წონასწორული AUC დახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე პრეპარატის პირველი დოზის შემდეგ 24 საათიანი ინტერვალის განმავლობაში. ბენაზეპრილატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 10-11 საათს. პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები აღინიშნება 2-3 დღის შემდეგ.

განაწილება: ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის დაახლოებით 95% უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილებს (უპირატესად ალბუმინებს). შეკავშირების ხარისხი ასაკთან ერთად არ იცვლება. წონასწორულ მდგომარეობაში ბენაზეპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 9 ლიტრს.

მეტაბოლიზმი: ბენაზეპრილი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება; მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს ბენაზეპრილატი. სავარაუდოდ, ეს გარდაქმნა ხორციელდება ფერმენტული ჰიდროლიზის დახმარებით ძირითადად ღვიძლში. ორ სხვა მეტაბოლიტს წარმოადგენენ ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის აცილგლუკურონიდული კონიუგატები.

გამოყოფა: ბენაზეპრილი გამოიყოფა უმთავრესად მეტაბოლიტების სახით. ბენაზეპრილატი გამოიყოფა თირკმელებით და ნაღვლეთან ერთად. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან სჭარბობს თირკმლისმიერი ექსკრეცია. შარდში ბენაზეპრილის რაოდენობა შეადგენს პრეპარატის შიგნით მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლებს. ხოლო ბენაზეპრილატისა - დაახლოებით 20%-ს. პლაზმიდან ბენაზეპრილის გამოყოფა მთავრდება 4 საათის შემდეგ. ბენაზეპრილატის გამოყოფა მიმდინარეობს ორ ფაზად - დაახლოებით 3 საათიანი ნახევარდაშლის საწყისი პერიოდით, და დაახლოებით 22 საათიანი ნახევარდაშლის საბოლოო პერიოდით. გამოყოფის საბოლოო ფაზის არსებობა (24 საათი და მეტი) მიუთითებს ბენაზეპრილატის მჭიდრო შეკავშირებაზე ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტთან.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები

მომატებული მგრძნობელის მქონე პაციენტები: პლაზმაში ბენაზეპრილატის წონასწორული კონცენტრაციები დამოკიდებულია დღიური დოზის სიდიდეზე.

პაციენტები გულის ქრონიკული უკმარისობით: ბენაზეპრილის აბსორბცია და მისი გარდაქმნა ბენაზეპრილატში არ იცვლება. რამდენადაც მოცემული ჯგუფის პაციენტებთან აქტიური ნივთიერების გამოყოფა რამდენადმე შენელებულია ჯანმრთელ პირებთან ან არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებთან შედარებით, ბენაზეპრილატის წონასწორული კონცენტრაციები რამდენამდე მაღალია.

ხანდაზმული ასაკი. თირკმელების ფუნქციის ზომიერი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დარღვევები, ნეფროზული სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის დარღევა: ბენაზეპრილის და ბენაზეპრილატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ხანდაზმულ ასაკში, თირკმლის ფუნქციის ზომიერი და საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებთან (კრეატინინის კლირენსი 30-80 მლ/წთ) ან ნეფროზული სინდრომის დროს არსებითად არ იცვლება. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ციროზის შედეგად, ბენაზეპრილატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები და ბიოშეღწევადობა არ იცვლება, ამიტომ მოცემული ჯგუფის პაციენტებთან აუცილებელი არ არის დოზის კორექცია.

თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია: თირკმლის მძიმე უკმარისობის დრო (კრეატინინის კლირენსი

ჰემოდიალიზი: რეგულარულად ჩატარებული ჰემოდიალიზი, რომელიც იწყება უკიდურეს შემთხვევაში 2 საათის შემდეგ, ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის მიღებიდან, მნიშვნელოვანი ხარისხით არ ცვლის სისხლის პლაზმაში ბენაზეპრილისა და ბეზანეპრილატის კონცენტრაციას. გამომდინარე აქედან, ჰემოდიალიზის ჩატარების შემდეგ აუცილებელი არ არის პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება. ჰემოდიალიზის მეშვეობით ორგანიზმიდან გამოიყოფა ბენაზეპრილატის ძალზე უმნიშვნელო რაოდენობა.

ერთობლივი გამოყენება: ბეზანეპრილის ჰიდროქლორიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ცვლილებებს არ განიცდიან შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას: ჰიდროქლორთიაზდთან, ფურომესიდთან, ქლორტალიდონომთან, პროპრანოლოლომთან, ატენოლოლთან, ნიფედიპინთან, ამლოდიპინთან, ნაპროქსენომთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან ან ციმეტიდინთან, ანალოგიურად, ბენაზეპრილის ჰიდროქლორიდის გამოყენება არ იწვევს ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ფარმაკოკინეტის მნიშვნელოვან ცვლილებებს (ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა).

ჩვენებები:

  • ჰიპერტენზიის მკურნალობა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობის (II-IV კლასები, ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის მიხედვით (NYHA) ადიუვანტური მკურნალობა;
  • ღვიძლის პროგრესული ქრონიკული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ).

მიღების წესი და დოზირება:

ჰიპერტენზია:

პრეპარატის რეკომენდებული საწყისი დოზა იმ პაციენტებისათვის, რომლებიც არ ღებულობდნენ თიაზიდურ დიურეტიკებს შეადგენს 10 მგ დღეში ერთხელ. შესაძლებელია დოზის მომატება 20 მგ-მდე დღეში. დოზის კორეგირება ხდება არტერიული წნევის დინამიკის მიხედვით, ძირითადად 1-2 კვირის ინტერვალებით. ზოგიერთ პაციენტთან ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანტიჰიპერტენზული ეფექტი შესაძლებელია შემცირდეს. შემდგომში საერთო დღიური დოზა შესაძლებელია განაწილდეს ორ თანაბარ დოზად; სიბაცენის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში შეადგენს 40 მგ 1 ან 2 მიღებაზე.

თუკი სიბაცენით მონოთერაპია არ იწვევს არტერიული წნევის საკმარისად დაწევას, დამატებით შესაძლებელია დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, მაგალითად, თიაზიდური დიურეტიკი ან კალციუმის ანტაგონისტი (თავდაპირველად დაბალი დოზით).

იმ შემთხვევაში, თუკი სიბაცენის დანიშვნამდე ტარდებოდა მკურნალობა დიურეტიკით, მაშინ სიბაცენის მიღებამდე 2-3 დღით ადრე, საჭიროა დიურეტიკის მოხსნა, ხოლო შემდეგ, საჭიროების მიხედვით, კვლავ განახლება, როდესაც დიურეტიკით მკურნალობის შეწყვეტა შეუძლებელია, სიბაცენის საწყისი დოზა მცირდება (5 მგ-მდე, ნაცვლად 10 მგ-ისა), არტერიული წნევის ზედმეტად დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით.

პაციენტებისათვის, კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ: რეკომენდებულია სიბაცენის ჩვეულებრივი დოზა.

პაციენტები კრეატინინის კლირენსით საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ. დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 10 მგ-მდე დღეში. არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების მისაღწევად რეკომენდებულია დამატებით არათიაზიდური დიურეტიკების ან სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების დანიშვნა.

გულის ქრონიკული უკმარისობა:

რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. პრეპარატის პირველი დოზის მიღების პასუხად არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტები, რომლებიც სიბაცენს იღებენ პირველად, უნდა იმყოფებდნენ მეთვალყურეობის ქვეშ. 2-4 კვირის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული არ იქნა სასურველი კლინიკური ეფექტი და იმ პირობით, რომ პაციენტს არ აღენიშნება კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, ან სხვა მიუღებელი გვერდითი ეფექტები, პრეპარატის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 5 მგ-მდე დღეში (ერთ მიღებაზე). კლინიკური ეფექტის მიხედვით პრეპარატის დოზა შესაძლებელია გაიზარდოს შესაბამისი ინტერვალებით 10 მგ-მდე და, უკიდურეს შემთხვევაში 20 მგ-მდე დღეში (1 მიღებაზე). პრეპარატის მიღება დღეში ერთხელ, როგორც წესი, ეფექტურია. ზოგიერთ პაციენტთან საუკეთესო ეფექტი აღინიშნება პრეპარატის მიღებისას დღეში 2-ჯერ; კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტებს გულის მძიმე უკმარისობით (IV კლასი, NYHA მიხედვით), ძირითადად ესაჭიროებათ სიბაცენის დაბალი დოზები, ვიდრე პაციენტებს, გულის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობით (II-III კლასები, NYHA მიხედვით).

გულის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში, კრეატინინის კლირენსით

თირკმლის პროგრესული ქრონიკული უკმარისობა:

პრეპარატის ხანგრძლივად მიღების რეკომენდებული დოზა თირკმლის ნელა პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს, ან არ ახლავს ჰიპერტენზია, შეადგენს 10 მგ-ს დღეში ერთხელ. როდესაც სიბაცენით მონოთერაპია არ იწვევს არტერიული წნევის საკმარის დაქვეითებას, შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატები.

ბავშვები: ბავშვებში სიბაცენის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მიღების წესები და დოზირებას და უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები იგივეა, რაც მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება შემდეგი სიხშირით: ძალიან იშვიათად - 0.01%-დან 1%-დან 10%-მდე.

დადგენილია, რომ სიბაცენი კარგად გადაიტანება. სიბაცენის მიღების დროს წარმოქმნილი და ანგიოტენზინ-გარდამქნელი ფერმენტის სხვა ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტები, მოყვანილია ქვემოთ:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - გულის ფრიალი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; იშვიათად - სიმპტომატური ჰიპოტენზია, ტკივილი მკერდში, სტენოკარდია, არითმია.

ძალიან იშვიათად - მიოკარდიუმის ინფარქტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - დისპეფსიის სიმპტომები; იშვიათად - დიარეა, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში; ძალიან იშვიათად - პანკრეატიტი.

დერმატოლოგიური რეაქციები: ხშირად - სახის არეში სისხლის მოწოლა, ქავილი, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა; იშვიათად - ბუშტუკები; ძალიან იშვიათად - სტივენს ჯონსის სინდრომი.

ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: იშვიათად - ჰეპატიტი (უმთავრესად ქოლესტაზური), ქოლესტიკური სიყვითლე.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირად - შარდვის დაჩქარება; იშვიათად - სისხლის შრატში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება; ძალიან იშვიათად - თირკმლის ფუნქციის დარღევვა.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა; იშვიათად - ძილიანობა, უძილობა, მომატებული აგზნებადობა, პარესთეზიები.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათად - ხმაური ყურებში, გემოვნების გაუკუღმართება.

ალერგიული და იმუნური რეაქციები: იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ტუჩების და/ან სახის შეშუპება;

ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად - ართალგიები, ართრიტი, მიალგიები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ისევე, როგორც ანგიოტენზინგ-გარდამქმნელი ფერმენტის სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობისას, აღინიშნა სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის დონეთა უმნიშვნელო მომატება, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 0.1% ნაკლებ პაციენტებში, ესენციური ჰიპერტენზიით, რომლებიც ღებულობდნენ სიბაცენს. ამ მაჩვენებლების მომატების მეტი ალბათობაა მოსალოდნელი თირკმლის არტერიების სტენოზით დაავადებულ პაციენტებში, ასევე დიურეტიკების მიღების დროს.

უკუჩვენებები:

* ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ბენაზეპრილის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

* ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორებით წინამორბედ თერაპიასთან;

* ორსულობა.

ორსულობა და ლატაცია:

*  სიბაცენი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.

დადგენილია, რომ ბენაზეპრილი და ბენაზეპრილატი გამოიყოფა დედის რძესთან, მაგრამ მათი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს სისხლის შრატში კონცენტრაციის მხოლოდ 3%-ს. ბენაზეპრილატის ფრაქცია, რომელიც ხვდება ჩვილი ბავშვის სისტემურ ცირკულაციაში, უნდა იყოს უმნიშვნელო. თუმცა, მიუხედავად გვერდითი  ეფექტების განვითარების ძალზე მცირე ალბათობისა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში, სიბაცენის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

ანაფილაქტოიდური და მსგავსი რეაქციები:

რამდენადაც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ეიკოზანოიდების და პოლიპეპტიდების მეტაბოლიზმზე, ბრადიკინინის ჩათვლით, იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს (სიბაცენის ჩათვლით), შესაძლებელია განვითარდეს გვერდითი ეფექტები და მათგან ზოგიერთი შესაძლებელია იყოს საკმაოდ სერიოზული.

ანგიონევროზული შეშუპება: არსებობს ცნობები სახის, ტუჩების, ენის, ყიის და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შესახებ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს, მათ შორის სიბაცენს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სიბაცენის დაუყოვნებლივი მოხსნა, შესაბამისი მკურნალობის ჩატარება და რეგულარული მეთვალყურეობა ნიშნებისა და სიმპტომების სრულ მოხსნამდე. როდესაც შეშუპება აღინიშნება მხოლოდ სახეზე და ტუჩებზე, გართულება, როგორც წესი, სწრაფად იხსნება ანტიჰისტამინური პრეპარატების დანიშვნით, ან გაივლის მკურნალობის გარეშეც. ანგიონევროზული შეშუპების ხორხზე გავრცელება შესაძლოა ფატალური შედეგით დამთავრდეს იმ შემთხვევებში, როდესაც პროცესში ჩართულია ენა, ყია ან ხორხი, დაუყოვნებლივ ინიშნება შესაბამისი თერაპია, კერძოდ, კანქვეშ შეჰყავთ ადრენალინი, განზავებით 1:1000 (0.3-0.5 მლ) და/ან ღებულობენ ზომებს სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველსაყოფად.

არსებობს ცნობები, რომ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს ანგიონევროზული შეშუპების განვითარების სიხშირე გაცილებით მაღალია აფრიკული წარმოშობის შავი ფერის კანის მქონე პაციენტებში, ვიდრე სხვა პაციენტებში.

ანაფილაქტოიდური რეაქციები დესენსიბილიზაციის  დროს: ორ პაციენტს, რომლებსაც ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს უტარდებოდათ მადესენსიბილიზირებელი თერაპია აპკოვანფრთოსანთა შხამით (Hymenoptera), განუვითარდათ სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქტოიდური რეაქციები. იმავე პაციენტებში მსგავსი რეაქციები თავიდან იქნა აცილებული აგფ ინჰიბიტორების დროებითი მოხსნის შედეგად, მაგრამ თუკი მკურნალობას შეცდომით კვლავ განაახლებდნენ, ანაფილაქტოიდური რეაქციები კვლავ ვითარდებოდა.

ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰემოდიალიზის ჩატარების დროს: ცნობილია ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შემთხვევები იმ პაციენტებთან, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს ჰემოდიალიზის ჩატარების პერიოდში. ასევე არსებობს მონაცემები ანაფილაქტოიდური რეაქციების განვითარების შესახებ იმ პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებოდათ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფარეზი, დექსტრანის სულფატის აბსორბციისათვის გამოსაყენებლად.

სიმპტომური ჰიპოტენზია: ისევე, როგორც აგფ სხვა ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა სიმპტომური ჰიპოტენზია, რომელიც განუვითარდათ პაციენტებს ცირკულირებადი სისხლის შემცირებული მოცულობით ან, სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობით, ხანგრძლივი დიურეტიკული თერაპიის დიეტაში სუფრის მარილის შეზღუდვის, დიალიზის, დიარეის ან ღებინების შედეგად. სიბაცენით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და/ან სისხლში ნატრიუმის დონის კორექცია. თუკი არტერიული ჰიპოტენზია უკვე განვითარდა, პაციენტს აწვენენ და საჭიროების შემთხვევაში ვენაში შეყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი. სიბაცენის მიღების განახლება შესაძლებელია მხოლოდ არტერიული წნევისა და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის ნორმალიზაციის შემდეგ.

გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობით დაავადებულებში აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მკვეთრი არტერიული ჰიპოტენზია, რომელსც თან ახლავს ოლიგურია და/ან პროგრესირებადი აზოტემია, ასევე (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობა. ამიტომ ასეთ პაციენტებთან მკურნალობას იწყებენ მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის პირობებში; მეთვალყურეობა გრძელდება მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ასევე ბენაზეპრილის ან დიურეტიკების დოზების მომატების დროს.

აგრანულოციტოზი/ნეიტროპენია: ნაჩვენები იყო, რომ აგფ სხვა ინჰიბიტორმა, კაპტოპრილმა, შესაძლებელია გამოიწვიოს აგრანულოციტოზი და ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა; ამგვარი ეფექტები ხშირია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების დაზიანებები, განსაკუთრებით თუკი მათ ასევე აღენიშნებათ შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სისტემური სკლეროდერმია. ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები მსგავსი მოვლენების განვითარების შესახებ სიბაცენის მიღებისას. შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადების და, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტის პარიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რეგულარული კონტროლი.

ჰეპატიტი და ღვიძლის უკმარისობა: იშვიათია ცნობები ქოლესტაზური ჰეპატიტისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების შემთხვევების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს. მსგავსი გართულებების მექანიზმი ახსნილი არ არის. თუკი  პაციენტს, რომელიც ღებულობდა აგფ ინჰიბიტორს, განუვითარდა სიყვითლე, ან სისხლის შრატში მნიშვნელოვნად გაიზარდა ღვიძლის ფერმენტების დონე, აგფ ინჰიბიტორი უნდა მოიხსნას, ხოლო პაციენტი საჭიროა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

გაგრძელება

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია