საერთაშორისო დასახელება:

DEXPANTHENOL

მწარმოებელი: URSAPHARM ARZNEMITTEL GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თვალის ცრემლი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები: ფლაკონში 10 მლ

1 მლ

დექსპანთენოლი ............  30 მგ

სხვა კომპონენტები:

პოლივინილის სპირტი 14 მგ, ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი) 0.05 მგ, კალიუმის ფოსფატი ერთფუძიანი 2.26 მგ, კალიუმის ფოსფატი ორფუძიანი 5 მგ, წყალი ინიექციებისათვის 1 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიკაპროტექსი წარმოადგენს დექსპანთენოლისა და ფარმაკოლოგიურად არააქტიური საცხების და დამატენიანებელი კომპონენტის - პოლივინილის სპირტის თერაპიულ კომბინაციას, რაც განაპირობებს პრეპარატის ხელოვნური ცრემლის თვისებების ქონას.

დექსპანთენოლი არის პანთოტენის მჟავის სპირტული ანალოგი.

პანთოტენის მჟავა წარმოადგენს B ჯგუფის ერთ-ერთ ვიტამინს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის ბევრ პროცესში. დექსპანთენოლი აჩქარებს ეპითელიზაციას, ასევე გააჩნია ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებები ადგილობრივი გამოყენების დროს.

პოლივინილის სპირტი მოქმედებს რქოვანას ზედაპირზე, როგორც დამატენიანებელი და საცხები ნივთიერება, ახანგრძლივებს რქოვანასთან ცრემლის აპკის კონტაქტის დროს. ამცირებს რა ზედაპირულ დაჭიმულობას, ხელს უწყობს თვალის წინა ზედაპირზე დექსპანთენოლის თანაბარი განაწილების საშუალებას.

ჩვენებები:

"მშრალი" თვალები სინდრომის სიმპტომატური მკურნალობა, რომელიც წარმოიშვება:

  • ცრემლ-სეკრეტორული აპარატის სისტემური ან ადგილობრივი დაავადებით გამოწვეული ცრემლის სეკრეციის შემცირების შედეგად;
  • სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თვალის ჭრილის ღია მდგომარეობა ხისტი კონტაქტური ლინზების ტარების პერიოდში თვალის წინა ზედაპირის დატენიანებისთვის.

მიღების წესი და დოზირება:

ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის შემთხვევაში ზუსტად უნდა შესრულდეს სიკაპროტექტი თვალის წვეთები პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

- თვალის წვეთებს სიკაპროტექტს იწვეთებენ 1-2 წვეთს დღეში 6-ჯერ კონიუქტივალურ პარკში.

- ამისთვის აუცილებელია მოხსნათ ფლაკონს მფარავი პატარა ხუფი, გადმოატრიალოთ ფლაკონი და მის კორპუსზე სუსტად დაჭერით ჩაიწვეთოთ წვეთების საჭირო რაოდენობა კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების დროს აუცილებელია აარიდოთ ფლაკონი თვალის ლორწოვან გარსსა და კანს.

- მძიმე შემთხვევებში სიკაპროტექტი თვალის წვეთები პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში ერთხელ.

- პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივად.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს სუსტი წვის სახით, რომელიც ქრება პრეპარატის გამოყენების აკრძალვის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* სიკაპროტექტის პრეპარატის ერთ-ერთ კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.

* სიკაპროტექტის პრეპარატით მკურნალობისას რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის დროს სიკაპროტექტის თვალის წვეთების გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს.

შესაძლებელია პრეპარატი სიკაპროტექტი თვალის წვეთები გამოყენებულ იქნას ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით, ორსულებისა და მეძუძური დედების მკურნალობისთვის ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება შესაძლებელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. მოცემული კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ აღემატება 7-10 დღეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. გახსნილი ფლაკონი  არა უმეტეს 6 კვირა.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია