ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პროლონგირებული (ხანგრძლივი მოქმედების) კორტიკოტროპული (მოქმედებას ახდენს თირკმელზედას ქერქოვან შრეზე) პრეპარატი, ხასიათდება ყველა ფარმაკოლოგიური თვისებებით რაც დამახასიათბელია ენდოგენური ადენოკორტიკოტროპული ჰორმონისთვის, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით სინაქტენდეპოს აქვს მუდმივი შემადგენლობა, არ შეიცავს ორგანიზმისთვის უცხო ცილას. პრეპარატის თერაპიული მოქმედება დაფუძნებულია უპირატესად თირკმელზედას ქერქოვანი შრის სტიმულაციაზე.
მიღების ჩვენებები:
ნევროლოგირი დაავადებები: გაფანტული სკლეროზი (გამწვავება), ინფანტილური მიოკლონური ენცეფალოპათია, რევმატული დავადებები და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები;
კანის დაავადებები: კანის პემფიგოიდური დაავადებები, ეგზემა, ფსორიაზი (ერითროდერმული და პუსტულოზური ფორმა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: წყლულოვანი კოლიტი, იზოლირებული ენტერიტი.
თირკმელების დაავადებები (ნეფროტული სინდრომი).
ონკოლოგიური დაავადებები (საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქიმიოთერაპიის უკეთ გადასატანად).
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპოფუნქციის დიაგნოსტირების მიზნით (გამოიყენება არაპროლონგირებული პრეპარატი).
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე ფსიქოზები, ინფექციური დაავადებები (თუ ერთროულად არ მიიღება ანტიბიოტიკები), კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, იცენკო-კუშინგის სინდრომი, რეფრაქტერული გულის ქრონიკული უკმარისობა; ადრენოგენიტალური სინდრომი; ორსულობა, ახალშობილები, დღენაკლული ბავშვები (შემადგენლობაში შემავალმა ბენზილის სპირტმა შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს).
სიფრთხილით! შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია; ბრონქიალური ასთმა (მომატებული რისკი, ანაფილაქსიურფი რეაქცია), მიასთენია, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, დივერტიკულიტი, ნაწლავის ანასტომოზი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ოსტეოპოროზი, თრომბოემბოლიისკენ მიდრეკილება.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რექციები, Na+-სა და წყლის შეკავება, შეშუპება, არტერიული წნევი მომატება, „სტეროიდული“ მიოპათია, ჰიპოკალიემია, ჰიპერგლიკემია, ოსტეოპოროზი, მიასთნია, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ინფექციის მიმართი გამძლეობის დაქვეითება, ფსიქიური აშლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, კანის პიგმენტაცია, ჰიპერემია, ქავილი, შეყვანის ადგილას გამონაყარი. ბავშვებში, თუ რეკომენდებულზე მეტი დოზით ხანგრძილავად იქნება გამოყენებული პრეპარატი, ვითარდება მიოკარდის ჰიპერტროფია, ზრდის შეფერხება.
მიღების წესები:
პრეპარტი ინიშნება კუნთში ყოველდღიური შეყვანით პირველი 3 დღის მანძილზე, შემდგომი გადაყვანით ინტერმიტირებულ თერაპიაზე.
მოზრდილებში: თავდაპირველად 1მგ დღეში, მწვავე შემთხვევაში (ასთმატური სტატუსი/ გახანგრძლივებული შეტევა ბრონქიალური ასთმის/ და ონკოლოგიურ პრაქტიკაში) 1 მგ ყოველ 12 სთ-ში.
მწვავე მოვლენების გაქრობის შემდეგ შეჰყავთ 1მგ ყოველ 2-3 დღეში დოზის შემდგომი შემცირებით 0,5 მგ-მდე ყოველ 2-3 დღეში ან 1მგ 1-ჯერ კვირაში.
ჩვილ ბავშვებს პრეპარატს უნიშნავენ კუნთში ყოველ 1-7 დღეში: ჩვილებს - 0,25 მგ, უმცროსი ასაკისას - 0,25-0,5 მგ, სასკოლო ასაკისას - 0,25-1მგ.
ხმარების წინ ამპულას შეანჯღრევენ.
აუცილებლობისას ერთროულად მიიღება ჰიპოგლიკემიური და ჰიპოტენზიური საშუალებები, რომელთა დოზირება სინაქტენ- დეპოსთან ერთად მიღებისას გადაიხედება.
განსაკუთრებული მითითება:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია დგება, როგორც წესი, ინექციიდან პირველ 30 წთ-ში. ორგანიზმში Na+-სა წყლის შეკავების აცილება შეიძლება უმარილო დიეტის დაცვით. ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია დადგეს K+-ის პრეპარატებით ჩანაცვლებითი მკურნალობის საკითხი. ბავშვებში ხანგრძლივად მკურნალობისას აუცილებელია ზრდის პროცესზე ყურადღება; 7 წელზე დაბალი ასაკის ბავშვებში საჭიროა ელექტრო კარდიოგრამის რეგულარული კონტროლი (მიოკარდის ჰიპერტროფიის შესაძლო განვითარების გამო). მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია დაისვას ჰიპოგლიკემიური და ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების გაზრდის საკითხი.
შენახვის პირობები:
+ 15 °С -ზე დაბალ ტამპერეტურაზე.
გამოშვების ფორმა:
1 მლ ამპულები
სინონომი:
ტეტრაკოზაქტიდი
შემადგენლობა:
1 ამპულა შეიცავს 1მგ ტეტრაკოზაქტიდი 1მლ სუსპენზიაში.